Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

50 of 841 cards

Clear filters
"ვინც ხმამაღლა კითხულობს ყურანს, მსგავსია იმ ადამიანის, რომელიც საჯაროდ გასცემს სადაყას (მოწყალებას); ხოლო ვინც ჩუმად კითხულობს ყურანს, მსგავსია იმ ადამიანის, რომელიც ჩუმად გასცემს სადაყას."
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და ალ-ნასაიმ
«კარგი სიზმარი ალლაჰისგანაა, ხოლო კოშმარი შაიტნისგან. ამიტომ, თუ რომელიმე თქვენგანს დაესიზმრება კოშმარი, რომელიც შიშს იწვევს, მან უნდა გადააფურთხოს მარცხნივ და ილოცოს ალლაჰთან თავშესაფრისთვის მისი ბოროტებისგან, ამის შემდეგ ის ზიანს ვერ მიაყენებს მას».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«მუსლიმი ქალისთვის არ არის ნებადართული გაემგზავროს ერთი ღამის სავალ მანძილზე, თუ მასთან ერთად არ არის მამაკაცი, რომელიც მისი მაჰრამია».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ფიცი ეხმარება საქონლის გაყიდვაში, მაგრამ ამცირებს მოგებას».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«თუ რომელიმე თქვენგანმა იხილა სიზმარი, რომელიც მას მოეწონა, მართლაც, ის ალლაჰისგანაა. ამიტომ მან უნდა განადიდოს ალლაჰი ამ სიზმრის გამო და მოუყვეს სხვებს ამის შესახებ. ხოლო თუ ნახა ისეთი სიზმარი, რომელიც არ მოეწონა, მაშინ, მართლაც, ეს შაიტნისგანაა. ამიტომ, მან უნდა შეევედროს ალლაჰს დაცვა მისი ბოროტებისგან,და არავის არ უნდა მოუყვეს, და მართლაც, ეს სიზმარი ვერ ავნებს მას».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«არ შეხვიდეთ მათ საცხოვრებლებში, ვინც უსამართლოდ მოექცნენ თავიანთ სულებს, გარდა ტირილით; ფრთხილად იყავით, ის არ დაგატყდეთ თავს, რაც მათ დაატყდათ», შემდეგ შემოსძახა და გააჭენა აქლემი, სანამ უკან არ მოიტოვა ის ადგილები.
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვინც ამქვეყნად ჩაიცვამს აბრეშუმს, ვერ ჩაიცვამს მას საიქიოში»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ერთხელ ერთი ბედუინი მივიდა მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ჰკითხა: "მასწავლე საქმე, რომელსაც თუ გავაკეთებ, სამოთხეში შევალ." მოციქულმა უპასუხა: «ეთაყვანე ალლაჰს და არ დაუდგინო მას თანაზიარი, აღასრულე სავალდებულო ლოცვები, გადაიხადე დაწესებული ზაქათი და იმარხულე რამადანი». ბედუინმა განაცხადა: "ვფიცავ იმას, ვის ხელშიც ჩემი სულია, ამას არაფერს დავუმატებ." როდესაც ის წავიდა, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ვისაც სურს შეხედოს სამოთხის მაცხოვრებელ ადამიანს, დაე, შეხედოს ამ კაცს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული