Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

34 of 841 cards

Clear filters
«ჭეშმარიტად, ალლაჰი ეჭვიანობს, და მორწმუნეც ეჭვიანობს. ალლაჰის ეჭვიანობა გამოვლინდება მაშინ, როცა მორწმუნე აკეთებს იმას, რაც მას ალლაჰმა აუკრძალა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
التصنيف الشرعيالأخلاق الحميدة، ذم المعاصي، توحيد الأسماء والصفاتموضوعات الحديثالكبائر والمحرمات، الغيرة، تعظيم شعائر الله وحرماته، الإيمان بالله تعالى
«გამოიჩინეთ სიმართლე, რადგან ჭეშმარიტად, სიმართლე კეთილმოქმედებისკენ მიგიყვანთ, ხოლო კეთილმოქმედება სამოთხეში. ადამიანი სიმართლეს ამბობს და ისწრაფვის სიმართლისკენ მანამ, სანამ ალლაჰის წინაშე არ იქნება ჩაწერილი როგორც სიმართლის მთქმელი. შეიკავეთ თავი ტყუილისგან, რადგან ჭეშმარიტად, ტყუილი ცოდვებისკენ მიგიყვანთ, ხოლო ცოდვები ჯოჯოხეთის ცეცხლში. ადამიანი დაიწყებს ტყუილს და ისწრაფვის ტყუილისკენ, სანამ არ იქნება ჩაწერილი ალლაჰის წინაშე როგორც მატყუარა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
التصنيف الشرعيالأخلاق الحميدة
«ძლიერი ის კი არ არის, ვინც ბევრს ამარცხებს; ჭეშმარიტად, ძლიერი ის არის, ვინც საკუთარი თავის კონტროლს ახერხებს სიბრაზის დროს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
التصنيف الشرعيالأخلاق الحميدةموضوعات الحديثكظم الغيظ
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ორ სასაფლაოს ჩაუარა და თქვა: «ჭეშმარიტად, ორივე მათგანი ისჯება, და არ ისჯებიან დიდი ცოდვების გამო. ერთი მათგანი შარდს არ უფრთხილდებოდა (არ სუფთავდებოდა), ხოლო მეორე ჭორებს ავრცელებდა, შემდეგ აიღო პალმის ნედლი ფოთოლი და ორად გაყო და ჩაარჭო ყოველ სასაფლაოზე თითო, მას ჰკითხეს: ო, ალლაჰის შუამავალო, რატომ გააკეთე ეს? მან თქვა: «იმედია, ამის გახმობამდე ცოტა შეუმსუბუქდებათ (ტანჯვა)».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
التصنيف الشرعيالأخلاق الذميمة، أهوال القبور، الاستنجاء وقضاء الحاجة، الحياة البرزخيةموضوعات الحديثالنميمة، الإيمان باليوم الآخر، عدم التنزه من البول
«რაც არ უნდა შეემთხვეს მუსლიმს: დაღლილობა, ავადმყოფობა, შფოთვა, მწუხარება, უსიამოვნება, სევდა ან თუნდაც ეკლის ჩხვლეტა — ალლაჰი აუცილებლად აპატიებს მას ამის გამო [რაიმეს] მისი ცოდვებიდან».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
التصنيف الشرعيالرقائق والمواعظ، فضائل التوحيد، الأخلاق الحميدة، الإيمان بالقضاء والقدرموضوعات الحديثالصبر، سعة فضل الله عز وجل
«როდესაც ალლაჰი შეკრებს პირველებს და უკანასკნელებს განკითხვის დღეს ყველა მოღალატეს მიეცემა დროშა, და იტყვიან: "ეს ამა და ამ კაცის შვილის ღალატია"».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
التصنيف الشرعيالأخلاق الذميمة
"მე შევფიცე ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), და დავადასტურე, რომ არ არსებობს სხვა ღმერთი ალლაჰის გარდა, და რომ მუჰამმადი ალლაჰის მოციქულია, და შევფიცე, რომ აღვასრულებ ლოცვას, გავიღებ ზაქათს, დავემორჩილები და მოვუსმენ მუსლიმთა მმართველებსა და წინამძღოლებს და რჩევადარიგებით მოვეპყრობი ყოველ მუსლიმს".
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
التصنيف الشرعيالأخلاق الحميدة، حكم الأمر بالمعروف والنهي عن المنكر، حق الإمام على الرعية، وجوب الصلاة وفضلها وحكم تاركها، وجوب الزكاة وحكم تاركها، الإسلامموضوعات الحديثالزكاة ومكانتها، أهمية التوحيد، النصيحة، أحكام الإمامة، مكانة الصلاة وفضلهامحاور التعريف بالإسلامأركان الإسلام
«თუ ადამის ძეს ორი ხეობა სავსე ქონებით ექნებოდა, ის მესამესაც მოინდომებდა, და არაფერს შეუძლია ადამის ძის მუცელი აავსოს, გარდა მიწისა (სამარისა). ხოლო ალლაჰი შეიწყალებს მას, ვინც მოინანიებს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
التصنيف الشرعيالأخلاق الذميمة، ذم حب الدنيا