Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

68 of 841 cards

Clear filters
«იყო კაცი, რომელიც ხალხს სესხს აძლევდა, და ის თავის მსახურს ეუბნებოდა: თუ გაჭირვებულთან მიხვალ, შეუნდე მას, იქნებ ალლაჰმა მოგვიტევოს ჩვენც. და როცა ის ალლაჰს შეხვდა, ალლაჰმა მიუტევა მას».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«კაცმა არ უნდა შეხედოს კაცის აურათს, და არც ქალმა უნდა შეხედოს ქალის აურათს. ასევე, კაცი არ უნდა დაწვეს კაცთან ერთად ერთი სამოსის ქვეშ, და არც ქალი უნდა დაწვეს ქალთან ერთად ერთი სამოსის(ან საბნის) ქვეშ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«იცით, ვინ არის ნამდვილი გაკოტრებული?» მათ თქვეს: ჩვენში გაკოტრებული ისაა, ვისაც არც დირჰამი აქვს და არც ქონება. მაშინ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განაცხადა: «ნამდვილი გაკოტრებული ჩემი თემიდან არის ის, ვინც აღდგომის დღეს მოვა ლოცვით, მარხვითა და ზაქათით, მაგრამ მან ცუდი სიტყვებით აწყენინა სხვას, ცილი დასწამა, სხვისი ქონება მიითვისა, ვიღაცის სისხლი დაღვარა და დაარტყა ამას, ასეთ დროს, მისი კეთილი საქმეები მიეცემა მათ, ვისაც ზიანი მიაყენა, თუ მისი კეთილი საქმეები ამოიწურება, სანამ ვალდებულებებს სრულად გადაიხდის, სხვათა ცოდვები გადაეცემა მას, შემდეგ კი ცეცხლში იქნება მოსროლილი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ჭეშმარითად, ალლაჰს უყვარს ღვთისმოშიში, სულით მდიდარი და თავმდაბალი მსახური».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«დააპურეთ მშიერი, მოინახულეთ ავადმყოფი და გაათავისუფლეთ ტყვე».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«ერთხელ ვუთხარი მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "საკმარისია შენთვის საფია ასეთი და ასეთი", (ერთი გადმომცემის მიხედვით, იგულისხმებოდა მისი დაბალი სიმაღლე). მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «შენ თქვი ისეთი სიტყვა, რომ თუ ის ზღვის წყალს შეერეოდა, მთლიანად გააფუჭებდა მას». შემდეგ აიშა ამბობს: "მე მივბაძე (მოძრაობებით ან ჟესტებით) ერთ ადამიანს, ხოლო მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მითხრა: «მე არ მიყვარს, რომ ვინმეს მივბაძო, თუნდაც ამის სანაცვლოდ ამას და ამას მომცემდნენ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«ჭეშმარიტად ალლაჰმა დაავალა, რომ ყოველ საქმეში მოწყალება გამოიჩინოთ, ამიტომ თუ მოგიწევთ ვინმეს მოკვლა, აირჩიეთ მოწყალე (უმტკივნეულო) მეთოდი. ხოლო თუ ცხოველს დაკლავთ, გამოიჩინეთ მოწყალება დაკვლის დროსაც. თითოეულმა თქვენგანმა კარგად უნდა გალესოს თავისი დანა, რათა ცხოველს ტანჯვა არ მოეწიოს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ვინც არ შეიწყალებს ხალხს, მას არ შეიწყალებს დიდებული და ყოვლისშემძლე ალლაჰი».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული