Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

48 of 841 cards

Clear filters
«თუ ადამის ძეს ორი ხეობა სავსე ქონებით ექნებოდა, ის მესამესაც მოინდომებდა, და არაფერს შეუძლია ადამის ძის მუცელი აავსოს, გარდა მიწისა (სამარისა). ხოლო ალლაჰი შეიწყალებს მას, ვინც მოინანიებს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვინც ჩემგან ჰადისს გადმოსცემს, და იცის, რომ ეს [ჩემზე დადგმული] სიცრუეა, ის ერთ-ერთია მატყუართა შორის».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა თავის შესავალში
«ჭეშმარიტად ალლაჰმა დაავალა, რომ ყოველ საქმეში მოწყალება გამოიჩინოთ, ამიტომ თუ მოგიწევთ ვინმეს მოკვლა, აირჩიეთ მოწყალე (უმტკივნეულო) მეთოდი. ხოლო თუ ცხოველს დაკლავთ, გამოიჩინეთ მოწყალება დაკვლის დროსაც. თითოეულმა თქვენგანმა კარგად უნდა გალესოს თავისი დანა, რათა ცხოველს ტანჯვა არ მოეწიოს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკრძალა ყაზაღი (თმის ნაწილობრივ შეჭრა).
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«არ შეგშურდეთ ერთმანეთის, ნუ გაზრდით ფასს ეშმაკობით (სხვების შეცდომაში შეყვანის მიზნით), ნუ შეიძულებთ და ნუ აქცევთ ზურგს ერთმანეთს. ნუ განახორციელებთ ვაჭრობას სხვის მიერ უკვე შეთანხმებულ ვაჭრობაზე. ალლაჰის მონებო, იყავით ძმები, მუსლიმი – მუსლიმის ძმაა, მას უსამართლოდ არ მოექცევა, არ დაამცირებს, არ მოატყუებს და არ შეურაცხყოფს. ღვთისმოშიშება აი აქაა», – და სამჯერ მიუთითა გულზე, «ადამიანისთვის საკმარისია ბოროტებად იგიც, რომ თავისი მუსლიმი ძმა დაამციროს. ყოველი მუსლიმის(ყოველი რამ) მუსლიმისთვის აკრძალულია: მისი სისხლი, ქონება და ღირსება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ჭეშმარიტად ალლაჰმა შთამაგონა, რომ არ დაეყენინა ვინმეს თავი სხვაზე მაღლა და არ დაეჩაგრა სხვა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ალ-აშაჯ აბდ ალ-ყაისს უთხრა: «შენში არის ორი თვისება, რომლებიც ალლაჰს უყვარს: მოთმინება და სიმშვიდე».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
ერთხელ ერთი კაცი მივიდა მოციქულთან (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) და უთხრა: "ჩემი სატრანსპორტო პირუტყვი მოკვდა და, მომეცი (სხვა ცხოველი)". მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) უთხრა: «მე არა მყავს» შემდეგ (ერთმა) კაცმა თქვა: "ო, ალლაჰის მოციქულო, მე მივუთითებ მას იმაზე, ვისაც შეუძლია მისცეს მას (ცხოველი)", და მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) თქვა: «ის, ვინც მიუთითებს კეთილ საქმეზე, მიიღებს იმავე ჯილდოს, როგორსაც ის, ვინც ამას აკეთებს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა