Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

12 of 841 cards

Clear filters
«ვინც ალლაჰისთვის შეასრულა ჰაჯობა, არ ჩაიდინა არანაირი უზნეობა და ცოდვა, დაბრუნდება ისეთივე [სუფთა ცოდვებისგან], როგორიც იყო იმ დღეს, როდესაც თავისმა დედამ შვა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«შეასრულეთ ჰაჯობა და უმრა თანმიმდევრულად, რადგან ისინი შლიან სიღარიბეს და ცოდვებს ისე, როგორც დნობის ღუმელი წმენდს რკინას, ოქროსა და ვერცხლს მინარევებისგან. ხოლო სწორად შესრულებული ჰაჯობის საზღაური არაფერია, გარდა სამოთხისა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ და აჰმადმა.
«ისლამი დაფუძნებულ იქნა ხუთ საფუძველზე: დამოწმება იმისა, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის მსახური და შუამავალია, ხუთჯერადი ლოცვა, ზაქათის გადახდა, ჰაჯობის შესრულება ქააბაში და მარხვა რამადანის თვეში».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ და მუსლიმმა.
მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დაკლა ორი თეთრი, რქიანი ვერძი, ახსენა ალლაჰის სახელი და განადიდა ის, შემდეგ თავისი ფეხი დადო მათ კისრებზე.
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული