Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

97 of 841 cards

Clear filters

Narrator

Show all narrators (49)
რომ ვინმენი მივიდნენ საჰლ იბნ სა'დ ას-საა'იდისთან მას შემდეგ, რაც დაობდნენ იმაზე, რომელი ხისგან იყო დამზადებული მინბარი. მათ ჰკითხეს ამის შესახებ, და მან თქვა: "ვალლაჰი, ნამდვილად ვიცი, რისგანაა ის დამზადებული, რადგან თავად ვიხილე იგი იმ დღეს, როდესაც ის დააყენეს და როდესაც მასზე დაჯდა ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას). მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გაგზავნა ადამიანი ერთ ქალთან, რომლის სახელიც საჰლმა დაასახელა, და გადასცა: «უთხარი შენს ხის ოსტატ-მონას, რომ გააკეთოს ჩემთვის ხისგან ბაქანი, რომელზეც დავჯდები, როდესაც ხალხს მივმართავ». მან უბრძანა თავის მონას, რომელმაც მინბარი დაამზადა ალ-ღაბას რეგიონიდან ჩამოტანილი ტამარიქსის ხისგან და მიიტანა მასთან. შემდეგ ქალმა ის გადასცა მოციქულს, რომლის ბრძანებითაც მინბარი იქვე დააყენეს. მე ვიხილე, როგორ აღასრულა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამ მინბარზე ლოცვა: მან წარმოთქვა თაქბირი, შეასრულა რუქუ'ი, შემდეგ ჩამოვიდა უკანსვლით მინბარის წინ და შეასრულა სეჯდა. შემდეგ ისევ ავიდა მინბარზე. როდესაც ლოცვა დაასრულა, ხალხს მიუბრუნდა და უთხრა: «ო, ხალხო! ჭეშმარიტად, მე ეს გავაკეთე იმისთვის, რომ მიბაძოთ ჩემს ქმედებას და ისწავლოთ ჩემი ლოცვა»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ყოველ ორ აზანს შორის არის ლოცვა, ყოველ ორ აზანს შორის არის ლოცვა», და მესამედ დაამატა: «ვისაც სურს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჯგუფურად შესრულებული ლოცვა მარტო შესრულებულ ლოცვაზე ოცდახუთჯერ უფრო უკეთესია. და ღამის და დღის ანგელოზები დილის ლოცვაზე იკრიბებიან», შემდეგ თქვა აბუ ჰურაირამ: თუ გსურთ წაიკითხეთ: {ჭეშმარიტად, დილას ყურანი იკითხება მოწმეებთან ერთად} [ალ-ისრა: 78].
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვასწავლიდა ისთიხარას ისეთივე ყურადღებით, როგორც გვასწავლიდა ყურანის სურას. იგი ამბობდა: «თუ რომელიმე თქვენგანს რაიმე საქმე გადაწყვეტილი აქვს, ორ რაქათი ნებაყოფლობითი ლოცვა აღასრულოს და შემდეგ თქვას: "ო, ალლაჰო, მე შენს ცოდნას მივმართავ რჩევისთვის და შენს ძალას ვთხოვ მხარდაჭერას, და შენს უდიდეს წყალობას ვევედრები. რადგან შენ შეგიძლია ყველაფერი, ხოლო მე - არა; შენ იცი ყველაფერი, ხოლო მე - არა; და შენ ხარ დამალულის მცოდნე. ო, ალლაჰო, თუ შენ იცი, რომ ეს საქმე (აქ უნდა დაასახელოს თავისი საჭიროება) სიკეთეა ჩემთვის – ჩემს რელიგიაში, ჩემს ცხოვრებაში და ჩემს საბოლოო მდგომარეობაში (ან თქვა: ამქვეყნიურ და მომავლურ ცხოვრებაში), მაშინ განაწესე ეს ჩემთვის, მიწყალობე ამაში წარმატება და დამლოცე მასში. ხოლო თუ შენ იცი, რომ ეს საქმე ბოროტებაა ჩემთვის – ჩემს რელიგიაში, ჩემს ცხოვრებაში და ჩემს საბოლოო მდგომარეობაში (ან თქვა: ამქვეყნიურ და მომავლურ ცხოვრებაში), მაშინ გამარიდე ეს საქმე და მე გამარიდე მისგან, და მიბოძე სიკეთე, სადაც არ უნდა იყოს ის, შემდეგ კი დამაკმაყოფილე იმით"». და თქვა: «შემდეგ დაასახელოს თავისი საჭიროება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
იბნ ზუბაირ ყოველ ლოცვაზე სალამის მიცემის შემდეგ ამბობდა: «არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა, ერთადერთისა, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი, მისია მეუფება, მას ეკუთვნის ქება-დიდება და მას ყველაფერზე ძალა შესწევს, არ არსებობს ძალა და ძლევამოსილება გარდა ალლაჰისა, არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა, ჩვენ არავის ვეთაყვანებით გარდა მისა, მას ეკუთვნის წყალობა და მადლი, მას ეკუთვნის საუკეთესო ქება, არ არსებობს ღვთაება გარდა ალლაჰისა, მისია წრფელი რელიგია, თუნდაც არ მოსწონდეთ ურწმუნოებს» /ლაა ილააჰა ილლა ლაჰ, ვაჰდაჰუ ლაა შარიიქა ლაჰ, ლაჰულ მულქუ, ვა ლაჰულ ჰამდუ, ვა ჰუვა 'ალაა ქულლი შაიინ ყადიირ, ლაა ჰავლა ვა ლაა ყუვვათა ილლა ბილლაჰ, ლაა ილააჰა ილლა ლლაჰ, ვა ლაა ნა'ბუდუ ილლაა იააჰ, ლაჰუნნი''მათუ, ვა ლაჰულ ფადლუ, ვა ლაჰუ სანააულ ჰასანუ, ლაა ილააჰა ილლა ლააჰ, მუხლისიინა ლაჰუ დდინა ვა ლავ ქარიჰალ ქააფირიინ/. თქვა: «ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მსგავსად კითხულობდა ყოველი ლოცვის შემდეგ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«როდესაც მუეზინი ამბობს: „ალლაჰუ აქბარ, ალლაჰუ აქბარ'' და თქვენგან რომელიმე უპასუხებს: „ალლაჰუ აქბარ, ალლაჰუ აქბარ“, შემდეგ ამბობს: „აშჰადუ ან ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ“ და ის პასუხობს: „აშჰადუ ან ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ“, შემდეგ ამბობს: „აშჰადუ ანნა მუჰამმადან რასულუ ლლააჰ“და ის პასუხობს: „აშჰადუ ანნა მუჰამმადან რასულუ ლლააჰ“, შემდეგ ამბობს: „ჰაია 'ალაა სსალაჰ'' და ის პასუხობს: „ლაა ჰავლა ვა ლაა ყუვვათა ილლაა ბილლააჰ“, შემდეგ ამბობს: „ჰაია 'ალალ ფალააჰ“ და ის პასუხობს: „ლაა ჰავლა ვალაა ყუვვათა ილლაა ბილლააჰ“, შემდეგ ამბობს: „ალლაჰუ აქბარ, ალლაჰუ აქბარ'' და ის პასუხობს: „ალლაჰუ აქბარ ალლაჰუ აქბარ“, შემდეგ ამბობს: „ლაა ილაჰა ილლა ალლაჰ“ და ის პასუხობს: „ლაა ილააჰა ილლა ლლაჰ“, გულით, ის სამოთხეში შევა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«იმისთვის, ვინც დილით და საღამოს მეჩეთში მიდის, ალლაჰი ამზადებს ადგილს სამოთხეში ყოველ ჯერზე, როდესაც [ის ამას აკეთებს]».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«როცა რომელიმე თქვენგანი მეჩეთში შევა, მან უნდა შეასრულოს ორი რაქათის ლოცვა, სანამ დაჯდება».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული