Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

55 of 841 cards

Clear filters
„სისუფთავე რწმენის ნახევარია, "დიდება ალლაჰს" (ალჰამდულილაჰ) ავსებს სასწორს, "ალლაჰი ყოვლადწმინდაა" (სუბჰანალლაჰ) და "დიდება ალლაჰს" (ალჰამდულილლაჰ) ავსებენ ცასა და მიწას შორის სივრცეს. ლოცვა არის სინათლე, სადაყა არის მტკიცებულება, და მოთმინება არის ნათება, ხოლო ყურანი ან იქნება დამცველი შენთვის, ან არგუმენტად შენს წინააღმდეგ. ყველა ადამიანი დგება დილით და ყიდის საკუთარ სულს, ზოგი ათავისუფლებს მას, ზოგი კი ღუპავს მას.“
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
"ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განბანვას აკეთებდა სხეულის თითოეული ნაწილის ერთხელ დაბანით".
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«თუ ძაღლი დალევს რომელიმე თქვენგანის ჭურჭლიდან, გარეცხეთ იგი შვიდჯერ».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«მენსტრუაციის დასრულების შემდეგ ჩვენ ყურადღებას არ ვაქცევდით მუქ და ყვითელ გამონადენებს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა ამ სიტყვებით და გადმოსცა ალ-ბუხარიმ დამატების (განწმენდის შემდეგ) გარეშე.
«როდესაც რომელიმე თქვენგანი ასრულებს მცირე განბანვას (ვუდუ), უნდა ჩაისუნთქოს წყალი ცხვირში და შემდეგ ამოისუნთქოს ის, ხოლო თუ ასრულებს გაწმენდას ქვებით, უნდა გააკეთოს ეს კენტი რაოდენობით». «და თუ რომელიმე თქვენგანი გაიღვიძებს, უნდა დაიბანოს ხელები, სანამ აბდესისთვის წყლის ჭურჭელში ჩააწყობს, რადგან არავინ იცის, სად იყო მისი ხელი ღამით». მუსლიმის ვერსიაში ნათქვამია: «თუ რომელიმე თქვენგანი იღვიძებს ძილიდან, ნუ ჩააწყობს ხელს ჭურჭელში, სანამ სამჯერ არ დაიბანს, რადგან მან არ იცის, სად იყო მისი ხელი ღამით».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰიოს ლოცვა და მშვიდობა მას) ერთი სა' წყლით დიდ განბანვას აკეთებდა (ბანაობდა) და ერთი "მუდდით" პატარა განბანვას აკეთებდა.
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ერთხელ, დიდ გაუწმინდურებულ მდგომარეობაში ვიყავი, და მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მედინას გზებზე შევხვდი, მე ჩუმად გავერიდე, წავედი და განბანვა (ღუსლი) შევასრულე, მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) შემომხედა და როცა დავბრუნდი, მკითხა: «სად იყავი, ო, აბუ ჰურაირა?» ვუპასუხე: ო, ალლაჰის მოციქულო! მე შენ შეგხვდი, მაგრამ ჯუნუბი ვიყავი, და არ მინდოდა შენთან ყოფნა მანამ, სანამ არ განვიბანებოდი. მაშინ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «სუბჰანალლაჰ! მორწმუნე არ ბინძურდება»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«როდესაც რომელიმე თქვენგანი იღვიძებს ძილის შემდეგ, სამჯერ უნდა გამოირეცხოს ცხვირი, რადგან შაიტანი ღამეს მის ნესტოებში ათენებს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული