Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

55 of 841 cards

Clear filters
«თქვენგან არავინ არ დაიჭიროს მარჯვენა ხელით თავის სასქესო ორგანო შარდვისას, არ გამოიყენოს მარჯვენა ხელი დასაბანად საპირფარეშოში და არ დაუბეროს ჭურჭელში».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
ის მივიდა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მცირეწლოვანი ბავშვით, რომელიც ჯერ კიდევ საჭმელს არ ჭამდა, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ეს ბავშვი თავისთან კალთაში დასვა, ბავშვმა მის ტანსაცმელზე მოშარდა, შუამავალმა წყალი მოატანინა და ტანსაცმელს გადაასხა, არ გაურეცხავს ის.
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«თუ წყლის მოცულობა აღწევს ორ ყულას (დიდ ჭურჭელს), ის არ ბინძურდება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«ჩვენთვის დადგენილი იქნა საზღვარი: ულვაშების შეჭრა, ფრჩხილების მოჭრა, იღლიების თმის ამოღება და ბოქვენის მიდამოს გაპარსვა არანეკლებ ორმოც დღეში ერთხელ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
"შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა შედიოდა საპირფარეშოში(შესვლის წინ) ამბობდა: «ღმერთო ჩემო, შენ შეგეფარები ქალი და კაცი ჯინებისგან /ალლაჰუმმა ინიი ა'უუზუბიქა მინალ ხუბუსი ვალ ხაბააისი».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვინც თქვენგან აპირებს მივიდეს პარასკევის ლოცვაზე, დაე, გააკეთოს სრული განბანვა (ღუსლი)».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«მე ვიყავი ადამიანი, რომელსაც ხშირად ჰქონდა წინათესლის (ალ-მაზი) გამოყოფა, თუმცა მრცხვენოდა ამის შესახებ ალლაჰის მოციქულისთვის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მეკითხა, რადგან მისი ქალიშვილის ქმარი ვიყავი. ამიტომ ვთხოვე ალ-მიყდად იბნ ალ-ასვადს, რომ ეკითხა მისთვის ამის შესახებ. მან ჰკითხა მოციქულს, და მოციქულმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «მან უნდა დაიბანოს თავისი სასქესო ორგანო და აიღოს აბდესი». იმამ ალ-ბუხარის ვერსიაში ნათქვამია, რომ მან თქვა: «დაიბანე შენი სასქესო ორგანო და აიღე აბდესი (მცირე განბანვა)».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), როდესაც საპირფარეშოდან გამოდიოდა, ამბობდა: «ღუფრაანაქა» /ღმერთო მომიტევე/».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა