عربي - Arabic English Qafár af - Afar Afrikaans - Afrikanns Akan Shqip - Albanian አማርኛ - Amharic Հայերեն - Armenian অসমীয়া - Assamese Azərbaycanca - Azerbaijani Bamanankan - Bambara Bassa Bemba বাংলা - Bengali Bosanski - Bosnian Български - Bulgarian မြန်မာဘာသာ - Burmese Bisaya - Cebuano Cham Нохчий - Chechen chiCheŵa - Chewa 中文 - Chinese Адыгэбзэ - Circassian Hrvatski - Croatian Česky - Czech Dagbani Dansk - Danish فارسی دری - Dari Dendi ދިވެހި ބަސް - Dhivehi Nederlands - Dutch إستوني - Estonian Suomi - Finnish Français - French Fulfulde - Fula ქართული - Georgian Deutsch - German Ελληνικά - Greek ગુજરાતી - Gujrati Kreyòl ayisyen - Haitian Creole Hausa हिन्दी - Hindi Magyar - Hungarian Igbo Indonesia - Indonesian Italiano - Italian 日本語 - Japanese Jóola - Jola ಕನ್ನಡ - Kannada Қазақша - Kazakh ភាសាខ្មែរ - Khmer Kikuyu Ikinyarwanda - Kinyarwanda Ikirundi - Kirundi 한국어 - Korean كوردی سۆرانی - kurdish كوردي kurmancî - Kurmanji Kyrgyz ລາວ - Lao latviešu - Latvian Lingala lietuvių - Lithuanian Luganda Македонски - Macedonian Maguindanaon Malagasy - Malagasy Bahasa Melayu - Malay മലയാളം - Malayalam Mandinka मराठी - Marathi Mõõré - Moore नेपाली - Nepali أنكو - NKo Norwegian ଓଡ଼ିଆ - Odia oromoo - Oromo پښتو - Pashto فارسی - Persian Polski - Polish Portuguese ਪੰਜਾਬੀ - Punjabi Română - Romanian Русский - Russian Српски - Serbian Shona සිංහල - Sinhala Slovenščina - Slovenian Soomaaliga - Somali Soninke Sesotho - Sotho Español - Spanish Kiswahili - Swahili Svenska - Swedish Tagalog Тоҷикӣ - Tajik தமிழ் - Tamil తెలుగు - Telugu ไทย - Thai ትግረኛ - Tigrinya Türkçe - Turkish Ukrainian اردو - Urdu ئۇيغۇرچە - Uyghur Ўзбек - Uzbek Việt Nam - Vietnamese Wolof Yao Yorùbá - Yoruba Zarma زولو - Zulu
841 Hadiths
Encyclopedia of Prophetic Hadiths
Categories
Grading
Narrated in
Narrator
"მოვედი მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რათა ისლამი მივიღო, და მან მიბრძანა, რომ განბანვა გამეკეთებინა წყლით და სიდრის ფოთლებით".
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და ალ-ნასაიმ
«თუ წყლის მოცულობა აღწევს ორ ყულას (დიდ ჭურჭელს), ის არ ბინძურდება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), როდესაც საპირფარეშოდან გამოდიოდა, ამბობდა: «ღუფრაანაქა» /ღმერთო მომიტევე/».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჩვენ გვაკითხებდა ყურანს ყველა მდგომარეობაში, გარდა დიდი განბანვის საჭიროების დროს (ჯუნუბობის დროს).
კარგი (ჰასან) გადმოსცა აბუ დაუდმა, ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«მე ვიყავი ბანუ ალ-მუნთაფიყის წარმომადგენელი (ან მათ შორის ერთ-ერთი), რომელიც ალლაჰის შუამავალთან ელჩად გაიგზავნა. როდესაც მასთან მივედით, სახლში ვერ დაგვხდა, მაგრამ შევხვდით მორწმუნეთა დედას (აიშა ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) და მან ბრძანა, რომ ჩვენთვის ხორციანი ფაფა მოემზადებინათ, და ის სწრაფად მოგვიმზადეს. მოგვიტანეს ასევე 'კინაუ' – ეს არის ჭურჭელი, რომელშიც ფინიკი იყო, შემდეგ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მოვიდა და გვკითხა: «რამე საკვები მიირთვით? ან რამე მოგიმზადეს?» ჩვენ ვუპასუხეთ: "დიახ, ო ალლაჰის შუამავალო", როდესაც შუამავალთან ერთად ვისხედით, მწყემსმა თავისი ფარა მოიყვანა სადგომზე, მასთან ერთად პატარა ბატკანი იყო, რომელიც ხმამაღლა ბღაოდა, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხა მწყემსს: «ჰეი შენ, შენმა ცხვარმა რა მოიგო?»
მწყემსმა უპასუხა: "ბატკანი", შუამავალმა ბრძანა: «მაშინ ამის სანაცვლოდ ერთი ცხვარი დაკალი», შემდეგ შუამავალმა დაამატა: «არ იფიქრო, რომ ეს მხოლოდ შენთვის გავაკეთეთ. ჩვენ გვაქვს ასი ცხვარი და არ გვინდა მათი რიცხვის ზრდა. ამიტომ, როდესაც მწყემსი ახალ ბატკანს მოიყვანს, ჩვენ მის სანაცვლოდ ერთ ცხვარს ვკლავთ», ლაყიტ იბნ საბირამ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) ჰკითხა: "ო ალლაჰის შუამავალო, მე მყავს ცოლი, რომელსაც ბილწსიტყვაობა ახასიათებს. როგორ მოვიქცე?" შუამავალმა უთხრა: «მაშინ გაეყარე მას». ლაყიტმა უთხრა: "ო ალლაჰის შუამავალო, მასთან დიდხანს ვცხოვრობდი და შვილებიც მყავს მისგან", შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიუგო: «მაშინ დაარიგე ის»,
(ჰადისის გადმომცემმა განმარტა, რომ შუამავალმა იგულისხმა): მასთან რბილი შეგონებებით იმოქმედე, შემდეგ შუამავალმა დაამატა: «თუ მასში სიკეთე იქნება გააკეათებს(დაგიმორჩილდება). ცოლი, როგორც მონა ისე არ სცემო!» ლაყიტმა (ალლაჰი იყოს კმაყოფილი) ჰკითხა: "ო ალლაჰის შუამავალო, მასწავლე აბდესის აღების წესი", შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «აბდესი სრულყოფილად აიღე, თითებს შორის წყალი გაატარე და ცხვირში ღრმად შეიყვანე წყალი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მარხულობ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ და იბნ მააჯამ
მე მივედი საფვან იბნ 'ასსალ ალ-მურადისთან და ვკითხე მას ტყავის წინდის ზემოდან მასჰზე (გაწმენდაზე). მან მითხრა:
— რამ მოგიყვანა აქ, ო ზირრ? მე ვუპასუხე: — ცოდნის ძიებამ.
მან თქვა: — ნამდვილად, ანგელოზები ფრთებს აფენენ ცოდნის მაძიებელის წინ, კმაყოფილნი იმით, რასაც ის ეძიებს. მე ვთქვი:
— გულში ეჭვი გამიჩნდა ტყავის წინდებზე მასჰის (გაწმენდის) შესახებ დიდი და მცირე საჭიროებების შემდეგ. ხოლო შენ იყავი მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საჰაბთაგან, და ამიტომ მოვედი შენთან: თუ გსმენია, ახსენებდა თუ არა იგი ამაზე რამეს? მან თქვა: — დიახ. ის გვიბრძანებდა, როცა ვიყავით გზაში ან მოგზაურობაში, არ გაგვეხადა წინდები სამი დღე და ღამე, გარდა ჯუნუბობისგან (სქესობრივი კავშირის შემდეგ). მაგრამ ფეკალიის, შარდისა და ძილის შემდეგ — ნებადართული იყო (მასჰი). მე ვთქვი: — თუ გსმენია, ახსენებდა თუ არა რამეს ვნებაზე[სიყვარულზე]? მან თქვა: — დიახ. ვიყავით მოციქულთან ერთდ (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გზაში, როცა ერთმა ბედუინმა ძლიერი ხმით მიმართა მას: «ო მუჰამმად!» და მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) იგივე ტონით უპასუხა: «აჰა, მე აქ ვარ!» ჩვენ ვუთხარით მას (ბედუინს):
— უბედურებავ, დაუწიე შენს ხმას, რადგან შენ ხარ მოციქულ მუჰამმადთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), და შენთვის ეს აკრძალულია. მან თქვა: — ვფიცავ ალლაჰს, არ დავუკლებ ხმას! ბედუინმა თქვა: — ადამიანს უყვარს (რომელიღაცა) ხალხი, თუმცა ჯერ მათ (დონეს) არ მიუღწევია. მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: — «ადამიანი იქნება იმათთან ერთად, ვინც მას უყვარდა, აღდგომის დღეს». და ის (საფვანი) განაგრძობდა მოყოლას, სანამ არ ახსენა კარიბჭე დასავლეთის მხრიდან, რომლის სიგანეც ისეთი იქნება, რომ მხედარი სივიწროვის გარეშე ივლიდა მასზე ორმოცი ან სამოცი წელი.
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
ერთმა კაცმა ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ჰკითხა: "ო ალლაჰის მოციქულო, ჩვენ ზღვით ვმოგზაურობთ და თან მხოლოდ ცოტა წყალს ვიღებთ. თუ მას განბანვისთვის გამოვიყენებთ, სასმელად წყალი აღარ დაგვრჩება. შეგვიძლია თუ არა ზღვის წყლით განბანვა?" ამაზე ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «მისი წყალი სუფთაა, ხოლო მისი მკვდარი (ზღვის ბინადარი) — ნებადართულია».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა