Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

5 of 841 cards

Clear filters
«ვინც ჩვენს წინააღმდეგ იარაღს აღმართავს, ის არ არის ჩვენთაგანი».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
მედინაში ჩამოვიდნენ ადამიანები 'უქლის ან 'ურაინას ტომებიდან, თუმცა ქალაქის კლიმატი მათთვის შეუსაბამო აღმოჩნდა. მოციქული (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) უბრძანა მათ, რომ გასულიყვნენ მისი (სადაყის) საჯინიბოს აქლემებთან და დაელიათ მათი რძე და შარდი. მათაც ასე მოიქცნენ და როდესაც გამოჯანმრთელდნენ, მოკლეს მოციქულის მწყემსი და აქლემები წაართვეს. როდესაც ეს ამბავი ცნობილი გახდა, მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) გაუგზავნა ხალხი მათ დასაჭერად. შუადღისთვის ისინი მოჰგვარეს. მაშინ მან უბრძანა, რომ მოეჭრათ მათთვის ხელები და ფეხები, დაეთხარათ თვალები და გადაეგდოთ ისინი ალ-ჰარრას არეალში. ისინი წყალს ითხოვდნენ, მაგრამ არ მიეცათ. აბუ ქილაბამ თქვა: «ამ ხალხმა მოიპარეს, მოკლეს, განუდგნენ რწმენას მიღების შემდეგ და ომი გამოუცხადეს ალლაჰსა და მის მოციქულს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
რომ 'ალიმ (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) დაწვა ხალხი, ეს ამბავი როცა გაიგო იბნ აბბასმა თქვა: მე რომ ვყოფილიყავ მის ნაცვლად არ დავწვავდი მათ, რადგან შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «არ დასაჯოთ ალლაჰის სასჯელით», არამედ დავხოცავდი მათ, როგორც თქვა შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): «ვინც შეიცვლის რჯულს, მოკალით».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«არ არის ნებადართული მუსლიმის სისხლის დაღვრა, გარდა სამი შემთხვევისა: დაქორწინებულის მრუშობისთვის, სიცოცხლის წართმევისთვის — სიცოცხლე სიცოცხლის წილ, და საკუთარი რელიგიის მიტოვებისა და მუსლიმთა ერთობისგან გამოყოფისთვის».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ხელის მოკვეთა ხდება, თუ მოპარული ნივთის ღირებულება მეოთხედ დინარს ან მეტს შეადგენს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული