Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

4 of 841 cards

Clear filters
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა 'ატაი იბნ აბიი რაბააჰს: «გინდა გაჩვენო ქალი, რომელიც სამოთხის ხალხიდანაა?» მე ვუპასუხე: დიახ, მან თქვა: «აი ეს შავი ქალი». ეს ქალი ალლაჰის შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივიდა და უთხრა: "მე მჭირს ეპილეფსია და ამ დროს ტანს ვიშიშვლებ, ალლაჰს შეევედრე ჩემთვის", უპასუხა: «თუ მოითმენ, სამოთხეს დაიმსახურებ, ხოლო თუ გსურს, ალლაჰს შევთხოვ, რომ განგკურნოს». ქალმა თქვა: "მე მოვითმენ! მაგრამ ალლაჰს სთხოვე, რომ არ გავშიშვლდე", შუამავალი შეევედრა მისთვის, რომ მისი სიშიშვლე არ გამოჩენილიყო.
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
მედინაში ჩამოვიდნენ ადამიანები 'უქლის ან 'ურაინას ტომებიდან, თუმცა ქალაქის კლიმატი მათთვის შეუსაბამო აღმოჩნდა. მოციქული (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) უბრძანა მათ, რომ გასულიყვნენ მისი (სადაყის) საჯინიბოს აქლემებთან და დაელიათ მათი რძე და შარდი. მათაც ასე მოიქცნენ და როდესაც გამოჯანმრთელდნენ, მოკლეს მოციქულის მწყემსი და აქლემები წაართვეს. როდესაც ეს ამბავი ცნობილი გახდა, მოციქულმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) გაუგზავნა ხალხი მათ დასაჭერად. შუადღისთვის ისინი მოჰგვარეს. მაშინ მან უბრძანა, რომ მოეჭრათ მათთვის ხელები და ფეხები, დაეთხარათ თვალები და გადაეგდოთ ისინი ალ-ჰარრას არეალში. ისინი წყალს ითხოვდნენ, მაგრამ არ მიეცათ. აბუ ქილაბამ თქვა: «ამ ხალხმა მოიპარეს, მოკლეს, განუდგნენ რწმენას მიღების შემდეგ და ომი გამოუცხადეს ალლაჰსა და მის მოციქულს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«როცა მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ავადმყოფთან მიდიოდა, მისთვის დუას აღავლენდა და ამბობდა: «მოაშორე ეს ტანჯვა, ადამიანთა მეუფეო! განკურნე, რადგან შენ ხარ ერთადერთი მკურნალი. არ არსებობს განკურნება შენს გარდა – განკურნე ისეთი განკურნებით, რომელიც არ დატოვებს არცერთ სენს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ხვალ ამ დროშას მივცემ კაცს, რომლის ხელითაც ალლაჰი გამარჯვებას მოგვცემს. იგი ალლაჰსა და მის შუამავალს უყვარს და მასაც უყვარს ალლაჰი და მისი შუამავალი». ხალხმა იმ ღამეს მთელი დრო გაატარა ფიქრში, თუ ვინ იქნებოდა ამ დროშის მფლობელი. მეორე დილით ყველა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივიდა იმ იმედით, რომ იგი მათ გადაეცემოდა. მაშინ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «სად არის ალი იბნ აბუ ტალიბი?» უპასუხეს: "ო, ალლაჰის შუამავალო, ის თვალების ტკივილს უჩივის". მან თქვა: «მოიყვანეთ იგი». ალი მოვიდა და შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავისი ნერწყვი მის თვალებზე წაუსვა და მისთვის შესთხოვა ალლაჰს. ალი მყისვე განიკურნა, თითქოს არანაირი ტკივილი არ ჰქონია. შემდეგ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გადასცა მას დროშა. ალიმ ჰკითხა: "ო, ალლაჰის შუამავალო, ვებრძოლო მათ, სანამ ჩვენნაირები არ გახდებიან?" შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «მიდი მშვიდად, სანამ მათ ტერიტორიაზე მიხვალ. შემდეგ მოუწოდე მათ ისლამისკენ და აუხსენი, თუ რა არის მათი მოვალეობა ალლაჰის წინაშე. ვფიცავ ალლაჰს, თუ ალლაჰი შენი მეშვეობით ერთ ადამიანს სწორ გზაზე დააყენებს, ეს შენთვის უფრო უკეთესია, ვიდრე რომ გყავდეს წითელი აქლემები».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული