Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

15 of 841 cards

Clear filters
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აკრძალა ყაზაღი (თმის ნაწილობრივ შეჭრა).
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«თქვენგან ვისაც შეუძლია ოჯახის რჩენა, დაე დაქორწინდეს, რადგან ჭეშმარიტად, ეს ეხმარება თვალების დაბლა დაშვებაში (აკრძალულისგან თავის არიდებაში) და სქესობრივი ორგანოების დაცვაში აკრძალულისგან. ხოლო ვისაც ამის შესაძლებლობა არ აქვს, დაე იმარხულოს, რადგან ჭეშმარიტად, მარხვა იქნება მისთვის [ცდუნებისგან დაცვის მსგავსად] დაცვა»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ყველა თქვენგანი მწყემსია და ყველა პასუხს აგებს თავისი სამწყემსოს წინაშე. მმართველი, რომელიც ხალხზეა დაყენებული მწყემსია და პასუხს აგებს მათზე. კაცი არის მწყემსი თავისი ოჯახის მიმართ და პასუხს აგებს მათზე. ქალი არის მწყემსი თავისი მეუღლის სახლისა და შვილების მიმართ და პასუხს აგებს მათზე. მონა არის მწყემსი თავისი ბატონის ქონების მიმართ და პასუხს აგებს მასზე. მოკლედ, ყველა თქვენგანი მწყემსია და ყველა პასუხს აგებს თავის სამწყემსოზე».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ძუძუთი კვება კრძალავს იმავე რამეს, რასაც კრძალავს შობადობა (სისხლით ნათესაობა)».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვკითხე აიშას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი): რას აკეთებდა ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავის სახლში? მან მიპასუხა: ის ოჯახის საქმეებში მონაწილეობდა (ანუ ოჯახის სამსახურში იყო), და როცა ლოცვის დრო დგებოდა, ის სახლიდან გამოდიოდა ლოცვის აღსასრულებლად».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«რაც არის კოჭის ქვემოთ(სამოსი) არის ცეცხლში».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«დაეხმარე შენს ძმას, როცა ის იქნება დაჩაგრული და მჩაგვრელი». კაცმა ჰკითხა:" ო შუამავალო, თუ დაიჩაგრება დავიცავთ, მაგრამ თუ მჩაგვრელია, როგორ დავეხმაროთ მას?" თქვა: «აკრძალეთ და მოარიდეთ ის, რომ იყოს მჩაგვრელი, და ეს იქნება მისთვის დახმარება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ