Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

14 of 841 cards

Clear filters
«სურს რომელიმე თქვენგანს, როცა თავის ოჯახს დაუბრუნდება, იქ სამი დიდი და მსუქანი მაკე აქლემი დახვდეს? » ჩვენ ვუპასუხეთ: "დიახ". მან თქვა: «სამი აიათი, რომელთაც რომელიმე თქვენგანი წაიკითხავს თავის ლოცვაში უკეთესია მისთვის, ვიდრე სამი დიდი, მსუქანი აქლემი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
التصنيف الشرعيوصف القرآن وفضائله، فضائل السور والآياتموضوعات الحديثتلاوة القرآن، فضائل السور والآيات
«იკითხეთ ყურანი, რადგან ის მოვა აღდგომის დღეს შუამდგომლად თავის მკითხველთათვის, იკითხეთ ორი განათებული სურა – „ალ-ბაყარა“ და „აალ იმრანი“, რადგან ისინი აღდგომის დღეს მოვლენ, თითქოს ორი ღრუბელი, ან ორი ჩრდილი, ან ორი ჯგუფი შეკრული ფრინველებისა, რომლებიც დაიცავენ მათ მკითხველთ. იკითხეთ სურა „ალ-ბაყარა“, რადგან მისი წაკითხვა არის ბარაქა, მისი მიტოვება – დანაკარგი, ხოლო ჯადოქრები ვერ შეძლებენ მასზე გავლენის მოხდენას».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
التصنيف الشرعيفضائل السور والآيات
მე ვიმყოფებოდი მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მინბარის ახლოს. ერთმა კაცმა თქვა: "ჩემთვის სულერთია, თუ ისლამის მიღების შემდეგ აღარასოდეს შევასრულებ არცერთ საქმეს, გარდა იმისა, რომ დავარწყულო მომლოცველები". მეორემ თქვა: "ჩემთვის სულერთია, თუ ისლამის მიღების შემდეგ აღარასოდეს შევასრულებ არცერთ საქმეს, გარდა იმისა, რომ ვემსახურო ალ-მასჯიდ ალ-ჰარამს (წმიდა მეჩეთს)". მესამემ თქვა: "ჯიჰადი ალლაჰის გზაზე უკეთესია იმაზე, რაც თქვით". მაშინ ʿუმარმა (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) მათ აუკრძალა და თქვა: "ნუ აამაღლებთ ხმას მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მინბარის წინ, განსაკუთრებით დღეს — ჯუმა დღეს. როცა დავასრულებ ჯუმა-ნამაზს, შევალ და ვკითხავ მას იმაზე, რაზეც თქვენ ვერ შეთანხმდით". შემდეგ ალლაჰმა დიდებულმა და უზენაესმა გარდმოავლინა აიათი: {ნუთუ თქვენ ჰაჯის მონაწილეთა დამარწყულებელთ ან მეჩეთთა აღმშენებლებს იმათ თანასწორად მიიჩნევთ, ვინც ირწმუნა ალლაჰი, და უკანასკნელი დღე და იბრძვიან ალლაჰის გზაზე?} (სურა თაუბა, აიათი 19) — აიათის ბოლომდე.
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
التصنيف الشرعيأسباب النزول
როდესაც გადმოევლინა: {ჭეშმარიტად, ჩვენ მოგეცით შენ აშკარა გამარჯვება, რათა გაპატიოს ალლაჰმა ცოდვები} სიტყვებამდე {უდიდესი გამარჯვება} [ალ-ფათჰ: 1-5] - ჰუდაიბიას შეთანხმებიდან დაბრუნებისას, მათ შემოჰყროდათ დარდი და მწუხარება, მან დაკლა შესაწირი ჰუდაიბიაში, და თქვა: «მე გადმომევლინა ერთი აიათი, ის ჩემთვის უფრო საყვარელია ვიდრე მთელი სამყარო».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
التصنيف الشرعيالتفسير، وصف القرآن وفضائله
«ჩემზე გადმოევლინა აიათები, რომელთა მსგავსი არავის უხილავს – ეს არის ალ-მუ'ვვიზათაინ (სურა ალ-ფალაყ და სურა ან-ნაას)».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
التصنيف الشرعيفضائل السور والآيات
უთხრა ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მის ბიძას: «თქვი: არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა, და დაგიმოწმებ მისით განკითხვის დღეს», ბიძამ უპასუხა: "თუ არა ყურაიშისგან დასაცინად, რომლებიც იტყოდნენ, რომ მე შიშის გამო ვთქვი ეს, მეც გავახარებდი შენს თვალს". შემდეგ ალლაჰმა გარდმოავლინა: {ჭეშმარიტად, შენ ვერ დაადგენ სწორ გზას იმას, ვინც გიყვარს. არამედ ალლაჰი ადგენს სწორ გზაზე, ვისაც ინებებს} [ალ-ყასას: 56]
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
التصنيف الشرعيأسباب النزول، فضائل التوحيد، فضل الدعوة إلى الله وأحكامها، العهد المكي بعد بعثته صلى الله عليه وسلم، الإيمان بالقضاء والقدر، توحيد الألوهية، الإسلامموضوعات الحديثالدعوة إلى الله، أهمية التوحيد، معنى «شهادة أن لا إله إلا الله»محاور التعريف بالإسلامفوائد الدخول في الإسلام، الخوف من نظرة الناس، النطق بالشهادتين