Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

4 of 841 cards

Clear filters
«უზენაესი ალლაჰი ბრძანებს: მე გავყავი ლოცვა ჩემსა და ჩემს მორჩილს შორის ორად, და ჩემი მორჩილი მიიღებს იმას, რასაც ითხოვს. როდესაც მსახური ამბობს: {დიდება ალლაჰს, სამყაროების მბრძანებელს!} ალლაჰი ამბობს: დიდება მომაგო ჩემმა მორჩილმა. როდესაც ამბობს: {მოწყალეს და შემწყალებელს} ალლაჰი ამბობს: ქება მომაგო ჩემმა მორჩილმა. როდესაც ამბობს: {განსჯის დღის მეუფეს} ალლაჰი ამბობს: დიდება მომაგო ჩემმა მორჩილმა, და ზოგჯერ ამბობს: ჩემს ხელთ მიანდო საქმენი ჩემმა მორჩილმა. როდესაც ამბობს: {მხოლოდ შენ გეთაყვანები და მხოლოდ შენგან ვითხოვ დახმარებას}, ალლაჰი ამბობს: ეს არის ჩემსა და ჩემს მორჩილს შორის და ჩემი მორჩილი მიიღებს იმას, რასაც ითხოვს. როდესაც ამბობს: {დაგვადგინე სწორ გზაზე, იმათ გზაზე, ვისაც წყალობა მიაგე, და არა მათ (გზაზე), რომელნიც შენი რისხვის ქვეშ არიან და, არც მათ გზაზე რომელნიც სწორ გზას ასცდნენ!} ალლაჰი ამბობს: ეს არის ჩემი მორჩილისთვის და ჩემი მორჩილი მიიღებს იმას, რასაც ითხოვს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«არ გადააქციოთ თქვენი სახლები სასაფლაოებად, უეჭველად, ეშმაკი გაურბის იმ სახლს, სადაც სურა "ალ-ბაყარა" იკითხება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
"არ დადება განკითხვის დღე მანამ, სანამ მზე არ ამოვა დასავლეთიდან. როცა მზე ამოვა და ადამიანები მას დაინახავენ, ყველა ირწმუნებს იმ დროს {არავის რწმენა არ მოიტანს სარგებელს, ვინც მანამდე არ ირწმუნა ან თავის რწმენაში სიკეთე ვერ მოიპოვა} [ალ-ან'აამ: 158] და როდესაც დადგება ეს საათი, ორი ადამიანი, რომლებმაც დააფინეს ნაჭერი, ვერ მოასწრებენ მის გაყიდვას, ვერც ყიდვას და ვერც აკეცვას; და როდესაც დადგება ეს საათი, ადამიანი, რომელიც თავის აქლემს რძეს მოწველის და წაიღებს, ვერ მოასწრებს მის დალევას; და როდესაც დადგება ეს საათი, ადამიანი, რომელიც თიხით ფარავს თავის წყლის რეზერვუარს (იგულისხმება ის, ვინც აძლიერებს ან არემონტებს რეზერვუარის კედლებს, საიდანაც ის აქლემებს ასმევდა წყალს), ვერ მოასწრებს, რომ ააქლემებს დაალევინოს იქიდან; და როდესაც დადგება ეს საათი, ადამიანი, რომელმაც საკვების ნატეხი მიიტანა პირთან, ვერ მოასწრებს მის ჭამას".
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
როდესაც ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გარდმოევლინა ალლაჰის სიტყვები: {ალლაჰს ეკუთვნის რაცაა ზეცაში და მიწაზე, თუ აშკარად გამოაჩენთ, რაც არის თქვენს სულებში ან დაფარავთ მას, ალლაჰი განგსჯით თქვენ მის გამო, მიუტევებს იმას ინებებს ვისაც და დასჯის იმას ინებებს ვისაც, ალლაჰს ყველაფრის ძალა შესწევს} [ალ-ბაყარა: 284], თქვა: ეს ყველაფერი ძალიან რთულად მიიღეს საჰაბებმა, მივიდნენ შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას), შემდეგ დაიჩოქეს მუხლებზე და თქვეს: ო, ალლაჰის შუამავალო, ჩვენ დაგვევალა ის საქმეები, რისი ძალაც შეგვწევს, ლოცვა, მარხვა, ჯიჰადი და სადაყა, ეს აიათი გარდმოევლინა შენზე, რომლის ბრძანების შესრულებაც არ შეგვიძლია, ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «თქვენ გინდათ რომ ისე თქვათ, როგორც თქვენამდე წიგნბოძებულმა ხალხმა თქვეს, მოვისმინეთ და ვეურჩეთ?პირიქით თქვით: მოვისმინეთ და დავმორჩილდით, ჩვენო ღმერთო, მიმტევებელი ხარ შენ და შენთანაა მისაქციელი», და მათ თქვეს: მოვისმინეთ და დავმორჩილდით, ჩვენო ღმერთო, მიმტევებელი ხარ შენ და შენთანაა მისაქციელი, როდესაც ეს თქვეს და მათმა ენებმა წარმოთქვა ეს, ამის კვალობაზე ალლაჰმა გარდმოავლინა: {ირწმუნა შუამავალმა, რაც გარდმოევლინა მას მისი ღმერთისგან და ირწმუნეს მორწმუნეებმა, ყველამ ირწმუნა ალლაჰის, მისი ანგელოზების, მისი წიგნების და მისი შუამავლების, არ განვასხვავებთ მისი შუამავლებისგან არცერთს, თქვეს: მოვისმინეთ და დავმორჩილდით, ჩვენო ღმერთო, მიმტევებელი ხარ შენ და შენთანაა მისაქციელი} [ალ-ბაყარა: 285], როდესაც ასე მოიქცნენ ისინი უზენაესმა ალლაჰმა გააუქმა აიათი და გარდმოავლინა: {ალლაჰი არცერთ სულს არ აკისრებს იმაზე მეტს, რაც მას შეუძლია, მისია რაც მოიხვეჭა და მის წინააღმდეგაა რაც ჩაუდენია, ჩვენო ღმერთო, არ მოგვკითხო თუ დაგვავიწყდა ან შევცდით} [ალ-ბაყარა: 286], თქვა: «დიახ», {ჩვენო ღმერთო, არ გვატვირთო ჩვენ ტვირთი, როგორც ატვირთე მათ, ვინც ჩვენზე წინ იყვნენ} [ალ-ბაყარა: 286], თქვა: «დიახ» {ღმერთო ჩვენო, არ გვატვირთო ის, რისი ძალაც არ შეგვწევს} [ალ-ბაყარა: 286], თქვა: «დიახ» {მოგვიტევე, გვაპატიე, და შეგვიწყალე ჩვენ, შენ ხარ ჩვენი ბატონი და შეგვეწიე ურწმუნო ხალხის წინაშე}, თქვა: «დიახ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა