Skip to content

დააპურეთ მშიერი, მოინახულეთ ავადმყოფი და გაათავისუფლეთ ტყვე

გადმოცემულია აბუ მუსა ალ-აშ'არისგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«დააპურეთ მშიერი, მოინახულეთ ავადმყოფი და გაათავისუფლეთ ტყვე».

«أَطْعِمُوا الجَائِعَ، وَعُودُوا المَرِيضَ، وَفُكُّوا العَانِيَ».

გადმოსცა ალ-ბუხარიმ
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტავს მუსლიმის ზოგიერთ უფლებას თავისი მუსლიმი ძმის მიმართ, რომ დააპუროს მშიერი, მოინახულოს ავადმყოფი და გაათავისუფლოს ტყვე.

ჰადისის სარგებლობიდან

მოწოდება მუსლიმებს შორის ერთმანეთის დახმარებისკენ.

მოწოდება მშიერის დაპურებისკენ, რომელსაც სჭირდება დაპურება, რადგან მისი დაპურება არის დაწესებული მოვალეობა.

ავადმყოფის მონახულება დადგენილია; მის გასამხნევებლად, მისთვის ვედრების გასაკეთებლად, მადლის მოსაგებად და სხვა მსგავსი.

ტყვედჩავარდნილის გათავისუფლება თუ ურწმუნოთა ხელში აღმოჩნდა ის, ეს იქნება მასზე გამოსასყიდის გადახდით, ან ურწმუნო ტყვეების გაცვლით, ანუ: როცა მოხდება ტყვეების გაცვლა.

წყაროები

საჰიჰ ალ-ბუხარი (7/ 67) (5373).

მეტი... (4)

شرح رياض الصالحين.

لابن عثيمين (4/ 468).

نزهة المتقين شرح رياض الصالحين.

لمجموعة من الباحثين (1/ 685).