მე შენს შემდეგ ოთხი სიტყვა სამჯერ ვთქვი, რომლებსაც თუ მას აწონი და შენს მთელი დღის განმავლობაში ნათქვამს შევადარებთ, ისინი მას გააწონასწორებენ
გადმოცემულია მორწმუნეთა დედისგან, ჯუვაირიასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი):
«ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთ დილას გამოვიდა მისი სახლიდან განთიადის ლოცვის შემდეგ, ხოლო მისი ცოლი იქვე დარჩა რადგან იგი მეჩეთში იყო, შემდეგ, როცა სრულად გათენდა, ის დაბრუნდა და დაინახა, რომ იგი ისევ იგივე მდგომარეობაში იჯდა, ალლაჰის შუამავალმა უთხრა: «ჯერ კიდევ იმ მდგომარეობაში ხარ, როგორშიც დაგტოვე?» მან უპასუხა: "დიახ, მაშინ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «მე შენს შემდეგ ოთხი სიტყვა სამჯერ ვთქვი, რომლებსაც თუ მას აწონი და შენს მთელი დღის განმავლობაში ნათქვამს შევადარებთ, ისინი მას გააწონასწორებენ: "წმინდა არის ალლაჰი, ქება-დიდება მას იმდენი, რამდენი ქმნილებაც მან შექმნა, და რამდენიც მას შეეფერება და მის ტახტრევანს, დაე, ეს ქება მისდამი იყოს იმდენი, რამდენი სიტყვაც მას აქვს"».
أَنَّ النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ خَرَجَ مِنْ عِنْدِهَا بُكْرَةً حِينَ صَلَّى الصُّبْحَ، وَهِيَ فِي مَسْجِدِهَا، ثُمَّ رَجَعَ بَعْدَ أَنْ أَضْحَى، وَهِيَ جَالِسَةٌ، فَقَالَ: «مَا زِلْتِ عَلَى الْحَالِ الَّتِي فَارَقْتُكِ عَلَيْهَا؟» قَالَتْ: نَعَمْ، قَالَ النَّبِيُّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ: «لَقَدْ قُلْتُ بَعْدَكِ أَرْبَعَ كَلِمَاتٍ، ثَلَاثَ مَرَّاتٍ، لَوْ وُزِنَتْ بِمَا قُلْتِ مُنْذُ الْيَوْمِ لَوَزَنَتْهُنَّ: سُبْحَانَ اللهِ وَبِحَمْدِهِ، عَدَدَ خَلْقِهِ وَرِضَا نَفْسِهِ وَزِنَةَ عَرْشِهِ وَمِدَادَ كَلِمَاتِهِ».
ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თავისი მეუღლის, მორწმუნეთა დედის, ჯუვაირიას (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) სახლიდან დილით, განთიადის ლოცვის შემდეგ გამოვიდა, ხოლო იგი ისევ თავის სალოცავ ადგილზე იჯდა, შემდეგ, როცა შუადღის წინა (დუჰა) პერიოდი მოვიდა, იგი დაბრუნდა და მისი ცოლი კვლავ იგივე ადგილზე მჯდომი დახვდა. მაშინ ჰკითხა: ჯერ კიდევ იმ მდგომარეობაში ხარ, როგორშიც დაგტოვე? მან უპასუხა: დიახ, შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა) მას უთხრა: მე შენს შემდეგ ოთხი სიტყვა ვთქვი და სამჯერ გავიმეორე. თუ მათ სარგებელს შევადარებთ იმას, რაც მთელი ამ დროის განმავლობაში თქვი, ისინი იმაზე უმძიმესი იქნება სასწორზე: (სუბჰაან ალლაჰ) – ეს ნიშნავს ალლაჰის განდიდებას და მისი ყოველგვარი ნაკლისგან გათავისუფლებას, (ვა ბიჰამდიჰი) – ნიშნავს, რომ ალლაჰს ეკუთვნის ყოველი ლამაზი ქება, რადგან მხოლოდ მან გვიჩვენა ჭეშმარიტი გზისაკენ, ('ადადა ხალყიჰი) – ნიშნავს იმ რაოდენობას, რამდენი არსებაც ალლაჰმა შექმნა, რომელთა ზუსტი რიცხვი მხოლოდ უზენაეს ალლაჰს უწყის, (ვა რიდაა ნაფსიჰი) – ნიშნავს იმ რაოდენობას, რაც შეესაბამება ალლაჰის კმაყოფილებას იმ მონებზე, ვისზეც ის კმაყოფილია, და ეს კმაყოფილება შეუზღუდავია, (ვა ზინათა არშიჰი) – აღნიშნავს ალლაჰის ტახტის წონას, რომელიც ყველა შექმნილთაგან უდიდესი და უმძიმესია, (ვა მიდაადა ქალიმათიჰი) – ეს არის ალლაჰის სიტყვების მელანი, რომელიც შეუზღუდავია და არასოდეს ამოიწურება.
ამ სიტყვების სიკეთე და მათი თქმის წახალისება.
ალლაჰის ხსენება სხვადასხვაგვარია და ზოგი მათგანი უკეთესია სხვებზე.
იმამ ან-ნავავი ამბობს სიტყვა( სუბჰაან ალლაჰი ვა ბიჰამდიჰი მიდაადა ქალიმაათიჰი): «ამით მოწმდება რაოდენობის უსაზღვროობა, პირველად ნახსენებია ქმნილებების რიცხვი, რაც დიდი რაოდენობით დათვლადია, შემდეგ ხსენების დონე ალლაჰის ტახტის წონამდე ადის, და ბოლოს, სხენება იმ დონემდე მაღლდება, რაც ადამიანის აღრიცხვას აღემატება და შეუზღუდავია, როგორც ალლაჰის სიტყვების მელანი რომლის დასასრული არ არსებობს».
იბნ ალ-ყაიმმა თქვა: «როდესაც ზიქრის აღმსრულებელი ამბობს: „სუბჰაან ალლაჰი ვა ბი ჰამდიჰი.“ და ა.შ. მის გულში ჩნდება ღმერთის შეცნობა, ალლაჰის ყოველგვარი ნაკლისგან განწმენდა და მისი სიდიადის აღიარება იმ რაოდენობით, რაც ზიქრშია აღნიშნული, ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ის, რაც გულში ჩნდება მხოლოდ „სუბჰაან ალლაჰ“-ის თქმისას მხოლოდ».
მითითება მოკლე, მაგრამ ღრმა მნიშვნელობის მქონე სიტყვებისკენ, რომლებიც მცირე რაოდენობის სიტყვებით უზარმაზარი წყალობა და ჯილდო მოაქვთ.
საჰიჰ მუსლიმ (4/ 2090) (2726).
მეტი... (6)
توضيح الأحكام من بلوغ المرام.
لعبد الله البسام (7/ 536).
منحة العلام في شرح بلوغ المرام.
لعبد الله الفوزان (10/ 405).
فتح ذي الجلال والإكرام.
لابن عثيمين (6/ 471).
Cited in books
5 Booksმეტი... (5)
- الصلاة التي علمها النبي ﷺ الصحابة رضي الله عنهمالصلاة التي علمها النبي ﷺ الصحابة رضي الله عنهم«مَا زِلْتِ عَلَى الْحَالِ الَّتِي فَارَقْتُكِ عَلَيْهَا؟» قَالَتْ: نَعَمْ، قَالَ النَّبِيُّ ﷺ: «لَقَدْ قُلْتُ بَعْدَكِ أَرْبَعَ كَلِمَاتٍ، ثَلَاثَ مَرَّاتٍ، لَوْ وُزِنَتْ بِمَا قُلْتِ مُنْذُ الْيَوْمِ لَوَزَنَتْهُنَّ: سُبْحَانَ اللهِ وَبِح
- الصلاة التي علمها النبي ﷺ الصحابة رضي الله عنهم«مَا زِلْتِ عَلَى الْحَالِ الَّتِي فَارَقْتُكِ عَلَيْهَا؟» قَالَتْ: نَعَمْ، قَالَ النَّبِيُّ ﷺ: «لَقَدْ قُلْتُ بَعْدَكِ أَرْبَعَ كَلِمَاتٍ، ثَلَاثَ مَرَّاتٍ، لَوْ وُزِنَتْ بِمَا قُلْتِ مُنْذُ الْيَوْمِ لَوَزَنَتْهُنَّ: سُبْحَانَ اللهِ وَبِح
- المنتقى من المتجر الرابح في ثواب العمل الصالح - المعتمدالمنتقى من المتجر الرابح في ثواب العمل الصالحعن جويرية رضي الله عنها أن النبي صلى الله عليه وسلم خرج من عندها بكرة حين صلى الصبح، وهي في مسجدها، ثم رجع بعد أن أضحى، وهي جالسة، فقال: “ما زلت على الحال التي فارقتك عليها؟” قالت: نعم، قال النبي صلى الله عليه وسلم: “لقد قلت بعدك أربع كلمات
- رياض الصالحينرياض الصالحين مع فوائد وهدايات - 7«مَا زلتِ عَلَىٰ الحَالِ التي فارقتُكِ عليها؟» قَالَتْ: نعمْ، فَقَالَ النَّبيُّ صلى الله عليه وسلم: «لقد قلتُ بعدَك أربعَ كلماتٍ ثلاثَ مرَّاتٍ، لو وُزنتْ بما قلتِ منذُ اليومِ لوَزَنَتْهُنَّ: سُبْحَانَ اللهِ وبحَمْدِهِ، عددَ خلْقِهِ، ورضىٰ ن
- فضل الدعاء وآدابه والأوقات التي يستحب فيها"أَنَّ النَّبِيَّ صَلَّى اللهُ عَلَيْهِ وَسَلَّمَ خَرَجَ مِنْ عِنْدِهَا بُكْرَةً حِينَ صَلَّى الصُّبْحَ، وَهِيَ فِي مَسْجِدِهَا، ثُمَّ رَجَعَ بَعْدَ أَنْ أَضْحَى، وَهِيَ جَالِسَةٌ، فَقَالَ: (مَا زِلْتِ عَلَى الْحَالِ الَّتِي فَارَقْتُكِ عَل