Skip to content

არაფერია სამსჯავროს დღეს მორწმუნის სასწორზე უფრო მძიმე, ვიდრე კარგი ზნეობა. და ნამდვილად ალლაჰს სძულს ბილწი და უხამსი ადამიანი

გადმოცემულია აბუ დარდასგან (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი), რომ შუამავალმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) თქვა:

«არაფერია სამსჯავროს დღეს მორწმუნის სასწორზე უფრო მძიმე, ვიდრე კარგი ზნეობა. და ნამდვილად ალლაჰს სძულს ბილწი და უხამსი ადამიანი».

«مَا شَيْءٌ أَثْقَلُ فِي مِيزَانِ الْمُؤْمِنِ يَوْمَ القِيَامَةِ مِنْ خُلُقٍ حَسَنٍ، وَإِنَّ اللَّهَ لَيُبْغِضُ الفَاحِشَ البَذِيءَ».

გადმოსცა აბუ დაუდმა და ალ-თირმიზიმ
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

მოციქულმა გვამცნო, რომ სამსჯავროს დღეს მორწმუნის სასწორზე ყველაზე მძიმე იქნება კარგი ზნეობა. ეს მოიცავს კეთილგანწყობილ სახეს, ზიანისგან თავის არიდებას და სიკეთის გაღებას. ეს ქმედებები მორწმუნის ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს და ალლაჰთან მისი ხარისხის ამაღლებას უწყობს ხელს. ალლაჰს სძულს ის, ვინც ბოროტად იქცევა სიტყვითა და საქმით, და ის, ვინც უხამს და ბილწ სიტყვებს წარმოთქვამს თავისი ენით.

სიტყვების მნიშვნელობა

...:

ჰადისის სარგებლობიდან

კარგი ზნეობის ღირსება; რადგანაც მას მოაქვს ალლაჰის სიყვარული, მისი მონების სიყვარული, და მას დიდი წონა ექნება განკითხვის დღის საწორზე.

წყაროები

სუნან აბი დაუდ (7/ 177) (4799).

სუნან ალ-თირმიზი (3/ 535) (2002).

მეტი... (10)

توضيح الأحكام من بلوغ المرام.

لعبد الله البسام (7/ 487).

منحة العلام شرح بلوغ المرام.

لعبد الله الفوزان (10/ 264).

بهجة الناظرين شرح رياض الصالحين.

لسليم الهلالي (1/ 673).

تطريز رياض الصالحين.

لفيصل آل مبارك (ص410).

نزهة المتقين شرح رياض الصالحين.

مجموعة من الباحثين (1/ 526).