Skip to content

აღსასრული არ დადგება, სანამ ადამიანები მეჩეთებში ერთმანეთთან შეჯიბრებას არ დაიწყებენ

ანას იბნ მაალიქი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას თქვა):

«აღსასრული არ დადგება, სანამ ადამიანები მეჩეთებში ერთმანეთთან შეჯიბრებას არ დაიწყებენ».

«لَا تَقُومُ السَّاعَةُ حَتَّى يَتَبَاهَى النَّاسُ فِي الْمَسَاجِدِ».

გადმოსცა აბუ დაუდმა, ან-ნასააიმ და იბნ მააჯამ
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

ალლაჰის შიუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გვამცნობს, რომ აღსასრულის მოახლოებისა და ამქვეყნიური ცხოვრების დასასრულის ნიშნებიდან არის ის, რომ ადამიანები დაიწყებენ ერთმანეთთან შეჯიბრებას თავიანთი მეჩეთების მორთულობაში, ან ისინი დაიწყებენ ამქვეყნიური საქმეებით ტრაბახს მეჩეთებში, რომლებიც აშენებულნი არიან მხოლოდ ალლაჰის ხსენებისთვის.

ჰადისის სარგებლობიდან

მეჩეთებით ტრაბახის (თაყვანისცემით ქედმაღლობის) აკრძალვა და მისი მიუღებლობა, რადგან ეს საქმე არ სრულდება ალლაჰისთვის.

მეჩეთების მორთვის, ფერებითა და საღებავებით გაფორმების, ორნამენტებისა და წარწერების აკრძალვა, რადგან ეს განაპირობებს მლოცველთა ყურადღების გაფანტვას ლოცვის დროს.

ას-სინდიმ თქვა: «ეს ჰადისი, თავისი არსით, უკვე რეალობაშიც დადასტურებულია, რაც მისი (ჭეშმარიტების) ერთ-ერთი მტკიცებულებაა. ის იმ ბრწყინვალე სასწაულთაგანია, რომლებიც ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიენიჭა».

წყაროები

სუნან აბი დაუდ (1/ 337) (449).

სუნან ალ-ნასაიი (2/ 32) (689).

სუნან იბნ მააჯაჰ (1/ 475) (739).

მეტი... (4)

توضيح الأحكام مِن بلوغ المرام.

لعبد الله البسام (2/ 137).

فتح ذي الجلال والإكرام شرح بلوغ المرام.

لابن عثيمين (1/ 621).