ისლამი დაფუძნებულ იქნა ხუთ საფუძველზე
გადმოცემულია აბდულლაჰ იბნ უმარისგან (ალლაჰი იყოს მათი ორივეთი კმაყოფილი), რომ ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:
«ისლამი დაფუძნებულ იქნა ხუთ საფუძველზე: დამოწმება იმისა, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის მსახური და შუამავალია, ხუთჯერადი ლოცვა, ზაქათის გადახდა, ჰაჯობის შესრულება ქააბაში და მარხვა რამადანის თვეში».
«بُنِيَ الْإِسْلَامُ عَلَى خَمْسٍ: شَهَادَةِ أَنْ لَا إِلَهَ إِلَّا اللهُ، وَأَنَّ مُحَمَّدًا عَبْدُهُ وَرَسُولُهُ، وَإِقَامِ الصَّلَاةِ، وَإِيتَاءِ الزَّكَاةِ، وَحَجِّ الْبَيْتِ، وَصَوْمِ رَمَضَانَ».
შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ისლამი შეადარა მყარ ნაგებობას, რომელსაც ხუთი სვეტი უჭირავს. ეს სვეტები ნაგებობას ამყარებენ, ხოლო ისლამის სხვა ბრძანებები და ვალდებულებები ამ ნაგებობის დამატებად და გაფორმებად გვევლინებიან. ამ პირობებიდან პირველია: ორი დამოწმება - დამოწმება იმისა, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა და დამოწმება, რომ მუჰამმადი ალლაჰის შუამავალია, ეს ორი ერთი პირობაა და ერთი მეორეს გარეშე არ იქნება. მსახური მათ წარმოთქვამს დასადასტურებლად იმისა, რომ ალლაჰი ერთადერთია და მხოლოდ ის იმსახურებს ღვთისმსახურებას და არავინ იმსახურებს სხვა მის გარდა, შემდეგ იმოქმედებს მისი პირობებით, ირწმუნებს მისი შუამავლის მუჰამმადის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და გაჰყვება მას. მეორე პირობა: ლოცვის შესრულება - დღე-ღამის განმავლობაში შესასრულებელი ხუთი სავალდებულო ლოცვა: დილის ლოცვა, შუადღის ლოცვა, ნაშუადღევის ლოცვა, სამხრობის ლოცვა და ღამის ლოცვა, თავისი პირობებით, საფუძვლებით და ვალდებულებებით. მესამე პირობა: სავალდებულო ზაქათის გადახდა - ეს არის ფინანსური თაყვანისცემა, რომელიც სავალდებულოა იმ ქონებისთვის, რომელმაც მიაღწია შარიათით დადგენილ მინიმალურ ზღვარს. ზაქათი უნდა გაიცეს იმ ადამიანებზე, ვისაც შარიათის მიხედვით ეკუთვნის. მეოთხე პირობა: ჰაჯობა (პილიგრიმობა) - ეს არის მექქაში განსაზღვრული ადგილების მონახულების განზრახვა უზენაესი ალლაჰის თაყვანისცემის მიზნით. მეხუთე პირობა: რამადანის თვეში მარხვა - ეს არის ჭამა-სმისგან და სხვა მარხვის მომშლელი ფაქტორებისგან თავის შეკავება ალლაჰზე თაყვანისცემის განზრახვით, მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე.
ორივე მოწმობის განუყოფელობა: ერთი მათგანი მეორეს გარეშე არ მოქმედებს, და სწორედ ამიტომ, ისინი გაერთიანებულნი არიან ერთ საყრდენში.
ორი დამოწმება არის რელიგიის საფუძველი, არც სიტყვა და არც ქმედება მათ გარეშე არ მიიღება.
საჰიჰ ალ-ბუხარი (1/ 11) (8).
საჰიჰ მუსლიმ (1/ 45) (16).
მეტი... (8)
و(1/ 88) (82).
فتح الباري لابن رجب (1/ 22).
جامع العلوم والحكم (1/147).
شرح الأربعين لابن العطّار (ص 62).
شرح الأربعين النووية لعبد الكريم الخضير (ص 87).
فتح القوي المتين في شرح الأربعين للعباد (ص 29).
شرح الأربعين النووية لصالح آل الشيخ (ص 91 - 95).
التحفة الربانية لإسماعيل الأنصاري (ص 12).
Cited in books
5 Booksმეტი... (4)
- المناهج التعليمية - الصف السادسالمناهج الدراسية - الفقه - الصف السادس «بُنِيَ الإِسْلَامُ عَلَى خَمْسٍ: شَهَادَةِ أَنْ لَا إِلَهَ إِلَّا اللهُ، وَأَنَّ مُحَمَّدًا عَبْدُهُ وَرَسُولُهُ، وَإِقَامِ الصَّلَاةِ، وَإِيتَاءِ الزَّكَاةِ، وَصَوْمِ رَمَضَانَ، وَحَجِّ الْبَيْتِ»[16].
- قاموس الكبائر موسوعة الكبائر - المجموعة الأولى«بُنِيَ الإِسْلَامُ عَلَى خَمْسٍ: شَهَادَةِ أَنْ لَا إِلَهَ إِلَّا اللَّهُ، وَأَنَّ مُحَمَّدًا رَسُولُ اللَّهِ، وَإِقَامِ الصَّلَاةِ، وَإِيتَاءِ الزَّكَاةِ، وَحَجِّ البَيْتِ، وَصَوْمِ رَمَضَانَ» [55].
- قاموس الكبائرموسوعة الكبائر - المجموعة الرابعة«بُنِيَ الإِسْلامُ عَلَى خَمْسٍ: شَهَادَةِ أَنْ لا إِلَهَ إِلا اللَّهُ، وَأَنَّ مُحَمَّدًا رَسُولُ اللَّهِ، وَإِقَامِ الصَّلاةِ، وَإِيتَاءِ الزَّكَاةِ، وَحَجِّ البَيْتِ، وَصَوْمِ رَمَضَانَ»[43].
- ما لا يسع المسلم جهله«بُنِيَ الإِسْلَامُ عَلَى خَمْسٍ: شَهَادَةِ أَنْ لَا إِلٰهَ إِلَّا اللَّـهُ، وَأَنَّ مُحَمَّدًا رَسُولُ اللَّـهِ، وَإِقَامِ الصَّلَاةِ، وَإِيتَاءِ الزَّكَاةِ، وَحَجِّ الْبَيْتِ، وَصَوْمِ رَمَضَانَ» [42].