ვინც ამქვეყნად ჩაიცვამს აბრეშუმს, ვერ ჩაიცვამს მას საიქიოში
უმარი (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და შვიდობა მას) თქვა:
«ვინც ამქვეყნად ჩაიცვამს აბრეშუმს, ვერ ჩაიცვამს მას საიქიოში»
«مَنْ لَبِسَ الحَرِيرَ فِي الدُّنْيَا لَمْ يَلْبَسْهُ فِي الآخِرَةِ».
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ ვისაც მამაკაცებიდან ამქვეყნად აბრეშუმი ეცვა და არ მოინანია, ის საიქიოში ვერ ჩაიცვამს მას, რაც იქნება სასჯელი ამ საქციელისთვის.
ჰადისში მოხსენიებული "აბრეშუმი" გულისხმობს ნატურალურ, სუფთა აბრეშუმს, რაც შეეხება ხელოვნურ აბრეშუმს, მასზე ჰადისის მნიშვნელობა არ ვრცელდება.
აბრეშუმის ტანსაცმლის ტარების აკრძალვა მამაკაცებისთვის.
აბრეშუმის ტარების აკრძალვა მოიცავს მის ტარებასაც და დასაფენად გამოყენებასაც.
მამაკაცებს ნებადართული აქვთ გარკვეული რაოდენობის აბრეშუმის გამოყენება სამოსში, რომელის სიგანეც არ გადააჭარბებს ორიდან ოთხ თითს, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც სამოსის ზოლები ან დეკორატიული კიდეები.
საჰიჰ ალ-ბუხარი (7/ 150) (5834).
საჰიჰ მუსლიმ (3/ 1641) (2069).
მეტი... (2)
منحة العلام في شرح بلوغ المرام.
لعبد الله الفوزان (4/ 207).