Skip to content

თუ რომელიმე თქვენგანმა მუცელში რაიმე იგრძნო და დაეჭვდა, გამოვიდა მისგან რაიმე თუ არა, ნუ დატოვებს მეჩეთს მანამ, სანამ ხმას არ გაიგონებს ან სუნს არ იგრძნობს

აბუ ჰურაირა (ალლაჰი იყოს კმაყოფილი მისით) გადმოსცემს, რომ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა:

«თუ რომელიმე თქვენგანმა მუცელში რაიმე იგრძნო და დაეჭვდა, გამოვიდა მისგან რაიმე თუ არა, ნუ დატოვებს მეჩეთს მანამ, სანამ ხმას არ გაიგონებს ან სუნს არ იგრძნობს».

«إِذَا وَجَدَ أَحَدُكُمْ فِي بَطْنِهِ شَيْئًا، فَأَشْكَلَ عَلَيْهِ أَخَرَجَ مِنْهُ شَيْءٌ أَمْ لَا، فَلَا يَخْرُجَنَّ مِنَ الْمَسْجِدِ حَتَّى يَسْمَعَ صَوْتًا، أَوْ يَجِدَ رِيحًا».

გადმოსცა მუსლიმმა
სანდო (საჰიჰ)
განმარტება

ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განმარტა, რომ თუ მლოცველმა მუცელში რაღაც შეიგრძნო და ვერ დაადგინა, მართლაც გამოვიდა რაიმე თუ არა, არ უნდა შეწყვიტოს ლოცვა და არ უნდა დატოვოს იგი აბდესის განახლების მიზნით, სანამ დარწმუნებული არ იქნება, რომ ნამდვილად მოხდა ის, რაც აბდესს აფუჭებს. ეს დადასტურდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გაიგონებს ხმას ან იგრძნობს სუნს. რადგან ის, რაშიც დარწმუნებულია, არ უქმდება ეჭვის საფუძველზე. მლოცველი დარწმუნებულია საკუთარ სისუფთავეში, ხოლო მდგომარეობის დარღვევა საეჭვოა.

სიტყვების მნიშვნელობა

...:

ჰადისის სარგებლობიდან

ეს ჰადისი ისლამის საფუძვლების ერთ-ერთი პრინციპია და ისლამური სამართლის ერთ-ერთი ძირითადი წესი: დარწმუნებულობა არ უქმდება ეჭვით, და ძირითადი მდგომარეობა ნარჩუნდება ისეთი, როგორიც იყო, სანამ საწინააღმდეგოს მიმართ დარწმუნებულობა არ დადგინდება.

ეჭვი არ მოქმედებს სისუფთავეზე, და მლოცველი რჩება სუფთა მდგომარეობაში, სანამ მდგომარეობის დარღვევა არ იქნება დადასტურებული.

წყაროები

საჰიჰ მუსლიმ (1/ 276) (362).

მეტი... (2)

البحر المحيط الثجاج في شرح صحيح الإمام مسلم بن الحجاج (8/ 374).

المفهم لما أشكل من تلخيص كتاب مسلم (1/ 608).