عربي - Arabic English Qafár af - Afar Afrikaans - Afrikanns Akan Shqip - Albanian አማርኛ - Amharic Հայերեն - Armenian অসমীয়া - Assamese Azərbaycanca - Azerbaijani Bamanankan - Bambara Bassa Bemba বাংলা - Bengali Bosanski - Bosnian Български - Bulgarian မြန်မာဘာသာ - Burmese Bisaya - Cebuano Cham Нохчий - Chechen chiCheŵa - Chewa 中文 - Chinese Адыгэбзэ - Circassian Hrvatski - Croatian Česky - Czech Dagbani Dansk - Danish فارسی دری - Dari Dendi ދިވެހި ބަސް - Dhivehi Nederlands - Dutch إستوني - Estonian Suomi - Finnish Fon Français - French Fulfulde - Fula ქართული - Georgian Deutsch - German Ελληνικά - Greek ગુજરાતી - Gujrati Kreyòl ayisyen - Haitian Creole Hausa हिन्दी - Hindi Magyar - Hungarian Igbo Indonesia - Indonesian Italiano - Italian 日本語 - Japanese Jóola - Jola ಕನ್ನಡ - Kannada Қазақша - Kazakh ភាសាខ្មែរ - Khmer Kikuyu Ikinyarwanda - Kinyarwanda Ikirundi - Kirundi 한국어 - Korean كوردی سۆرانی - kurdish كوردي kurmancî - Kurmanji Kyrgyz ລາວ - Lao latviešu - Latvian Lingala lietuvių - Lithuanian Luganda Македонски - Macedonian Maguindanaon Malagasy - Malagasy Bahasa Melayu - Malay മലയാളം - Malayalam Mandinka मराठी - Marathi Mõõré - Moore नेपाली - Nepali أنكو - NKo Norwegian ଓଡ଼ିଆ - Odia oromoo - Oromo پښتو - Pashto فارسی - Persian Polski - Polish Portuguese ਪੰਜਾਬੀ - Punjabi Română - Romanian Русский - Russian Српски - Serbian Shona සිංහල - Sinhala Slovenščina - Slovenian Soomaaliga - Somali Soninke Sesotho - Sotho Español - Spanish Kiswahili - Swahili Svenska - Swedish Tagalog Тоҷикӣ - Tajik தமிழ் - Tamil తెలుగు - Telugu ไทย - Thai ትግረኛ - Tigrinya Türkçe - Turkish Türkmen - Turkmen Ukrainian اردو - Urdu ئۇيغۇرچە - Uyghur Ўзбек - Uzbek Việt Nam - Vietnamese Wolof Yao Yorùbá - Yoruba Zarma زولو - Zulu
841 Hadiths
Encyclopedia of Prophetic Hadiths
التصنيف الشرعي
Grading
Narrated in
Narrator
Show all narrators (89)
რომ ყოველი სავალდებულო ლოცვის შემდეგ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «არ არსებობს ღვთაება, თაყვანისცემის ღირსი, გარდა ერთი ალლაჰისა, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი. მას ეკუთვნის მმართველობა, მას ეკუთვნის დიდება და ის ყოვლისშემძლეა ყველაფერში! ო, ალლაჰო, არ არსებობს არავინ, ვინც შეუშლის ხელს იმას, რასაც შენ გასცემ, და არავინ, ვინც მისცემს იმას, რაც შენ მოაკელი. და არავითარი სიმდიდრე არ არის სასარგებლო შენს წინაშე მას, ვინც ფლობს მას /ლაა ილააჰა ილლა ლლააჰ, ვაჰდაჰუ ლაა შარიიქა ლაჰ, ლაჰულ მულქუ ვა ლაჰულ ჰამდუ, ვა ჰუვა 'ალაა ქულლი შაი'ინ ყადიირ, ალლაჰუმმა ლაა მაანი'ა ლიმაა ა'ტაითა, ვა ლაა მუ'ტია ლიმაა მანა'თა, ვა ლაა იანფა'უ ზალ ჯადდი მინქალ ჯადდუ».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
التصنيف الشرعيأذكار الصلاةموضوعات الحديثالذِّكْر، الأذكار الشرعية، الإيمان بالقدر خيره وشره
ჩვენ შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად სუჰური მივირთვით, შემდეგ ის დილის ლოცვის სალოცავად წამოდგა, მე ვკითხე: რა დრო იყო სუჰურსა და აზანს შორის? თქვა: «ორმოცდაათი აიათის წაკითხვის დრო».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
التصنيف الشرعيسنن الصيام
«თუ ვინმემ შეჭამა ნიორი ან ხახვი, დაე, განერიდოს ჩვენ (ან ჩვენს მეჩეთებს) და დარჩეს თავის სახლში.» (ჯააბირმა აგრეთვე გადმოსცა), რომ ერთხელ ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიართვეს ბოსტნეულით სავსე კერძი (ქვაბი). როცა მან იგრძნო მათგან მომდინარე სუნი (ხახვი ან ნიორი), ჰკითხა, რა იყო მასში, და მას დაუსახელეს იქ არსებული ბოსტნეულის სახელები. შემდეგ მან ერთ-ერთ საჰაბას უთხრა: «მოიტანეთ (ეს ქვაბი)». როცა დაინახა, რა იყო მასში, მან უარი თქვა მის ჭამაზე და საჰაბას უთხრა: «შენ ჭამე, მე კი (არ ვჭამ ამას იმ მიზეზის გამო, რომ) ვაწარმოებ ფარულ საუბრებს მასთან, ვისთანაც შენ ვერ საუბრობ».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
التصنيف الشرعيفضل صلاة الجماعة وأحكامها
«ვინც იტყვის ათჯერ: "არ არსებობს ღმერთი გარდა ალლაჰისა, ერთადერთისა, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი, მას ეკუთვნის მეუფება და დიდება და ის ყოვლისშემძლეა / ლაა ილააჰა ილლაა ლლაჰ, ვაჰდაჰუ ლაა შარიიქა ლაჰ, ლაჰულ მულქუ ვა ლაჰულ ჰამდუ, ვა ჰუვა 'ალაა ქულლი შაი'ინ ყადიირ", - იქნება მსგავსი იმისა, ვინც ოთხი მონა გაათავისუფლა ისმაილის მოდგმიდან».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
التصنيف الشرعيفضل الذكر، الأذكار المطلقةموضوعات الحديثالذِّكْر
«გადაეცით განსაზღვრული წილები მათ მფლობელებს, ხოლო რაც დარჩება მიეკუთვნება ყველაზე ახლო ნათესავ მამაკაცს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
التصنيف الشرعيالأربعون النووية
ერთხელ მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვერ ნახა სააბით იბნ ყაისი და შეამჩნია მისი არყოფნა. ერთმა ადამიანმა თქვა: "ო, ალლაჰის შუამავალო, მე გავიგებ მის მდგომარეობას". ის წავიდა სააბითის მოსაძებნად და ნახა, რომ ის სახლში იჯდა თავჩაღუნული. ჰკითხა მას: "რ დაგემართა?" სააბითმა უპასუხა: "ცუდი რამ დამემართა. მე ხშირად ვამაღლებდი ჩემს ხმას შუამავალის ხმაზე და ამის გამო ჩემი ქმედებები ფუჭია და მე ჯოჯოხეთის მკვიდრი ვარ."
ეს ადამიანი დაბრუნდა და მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას ) აუწყა სააბითის სიტყვები. ეს პიროვნება ისევ დავრუნდა სააბითთან და უმახარობლა მოციქულისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) სასიხარულო გზავნილი და უთხრა: «წადი მასთან და უთხარი: შენ არ ხარ ჯოჯოხეთის ბინადარი, არამედ სამოთხის ბინადარი ხარ».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
التصنيف الشرعيالصحابة وفضلهم، أسباب النزولموضوعات الحديثحقوق النبي ﷺ، الصحابة رضي الله عنهم، الخوف
«შეხედეთ მათ, ვინც თქვენზე დაბლა დგას, და არ შეხედოთ მათ, ვინც თქვენზე მაღლა დგას, რადგან ეს უფრო მეტად დაგეხმარებათ ალლაჰის მადლიერებაში და იმაში, რომ არ დააკნინოთ ალლაჰის წყალობა, რომელიც თქვენ მოგანიჭათ».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
التصنيف الشرعيتزكية النفوس
«არ მინახავს მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ისე, რომ იგი მთელი გულით გაცინებულიყო, ისე, რომ მისი სასის უკანა ნაწილი დამენახა. ის მხოლოდ იღიმებოდა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული