Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

85 of 841 cards

Clear filters

Narrator

Show all narrators (53)
«ვინც ზუჰრის ლოცვამდე ოთხ რაქათს და ზუჰრის ლოცვის შემდეგ კიდევ ოთხ რაქათს დაიცავს, ალლაჰი მას ჯოჯოხეთის ცეცხლს აუკრძალავს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
التصنيف الشرعيالسنن الرواتب
«ერთხელ ვუთხარი მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "საკმარისია შენთვის საფია ასეთი და ასეთი", (ერთი გადმომცემის მიხედვით, იგულისხმებოდა მისი დაბალი სიმაღლე). მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «შენ თქვი ისეთი სიტყვა, რომ თუ ის ზღვის წყალს შეერეოდა, მთლიანად გააფუჭებდა მას». შემდეგ აიშა ამბობს: "მე მივბაძე (მოძრაობებით ან ჟესტებით) ერთ ადამიანს, ხოლო მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მითხრა: «მე არ მიყვარს, რომ ვინმეს მივბაძო, თუნდაც ამის სანაცვლოდ ამას და ამას მომცემდნენ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
التصنيف الشرعيالأخلاق الذميمة
«არ იქნება მადლიერი ალლაჰის მიმართ ის, ვინც ხალხის მიმართ არ არის მადლიერი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
التصنيف الشرعيالأخلاق الحميدة
«ალლაჰი არ შეხედავს იმ კაცს, ვინც სხვა კაცთან ან ქალთან ანუსით სექსუალურ კავშირს დაამყარებს»
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ათ-თირმიზიმ და ან-ნასააიმ "ალ-ქუბრა-ში".
«როდესაც ადამიანი თავის ძმას შეიყვარებს აცნობოს მას, რომ უყვარს ის».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, ალ-ნასაიმ ალ-ქუბრაში და აჰმადმა
التصنيف الشرعيالأخلاق الحميدة، آداب الكلام والصمتموضوعات الحديثالحب في الله والبغض في اللهمحاور التعريف بالإسلاممحاسن الأخلاق