عربي - Arabic English Qafár af - Afar Afrikaans - Afrikanns Akan Shqip - Albanian አማርኛ - Amharic Հայերեն - Armenian অসমীয়া - Assamese Azərbaycanca - Azerbaijani Bamanankan - Bambara Bassa Bemba বাংলা - Bengali Bosanski - Bosnian Български - Bulgarian မြန်မာဘာသာ - Burmese Bisaya - Cebuano Cham Нохчий - Chechen chiCheŵa - Chewa 中文 - Chinese Адыгэбзэ - Circassian Hrvatski - Croatian Česky - Czech Dagbani Dansk - Danish فارسی دری - Dari Dendi ދިވެހި ބަސް - Dhivehi Nederlands - Dutch إستوني - Estonian Suomi - Finnish Français - French Fulfulde - Fula ქართული - Georgian Deutsch - German Ελληνικά - Greek ગુજરાતી - Gujrati Kreyòl ayisyen - Haitian Creole Hausa हिन्दी - Hindi Magyar - Hungarian Igbo Indonesia - Indonesian Italiano - Italian 日本語 - Japanese Jóola - Jola ಕನ್ನಡ - Kannada Қазақша - Kazakh ភាសាខ្មែរ - Khmer Kikuyu Ikinyarwanda - Kinyarwanda Ikirundi - Kirundi 한국어 - Korean كوردی سۆرانی - kurdish كوردي kurmancî - Kurmanji Kyrgyz ລາວ - Lao latviešu - Latvian Lingala lietuvių - Lithuanian Luganda Македонски - Macedonian Maguindanaon Malagasy - Malagasy Bahasa Melayu - Malay മലയാളം - Malayalam Mandinka मराठी - Marathi Mõõré - Moore नेपाली - Nepali أنكو - NKo Norwegian ଓଡ଼ିଆ - Odia oromoo - Oromo پښتو - Pashto فارسی - Persian Polski - Polish Portuguese ਪੰਜਾਬੀ - Punjabi Română - Romanian Русский - Russian Српски - Serbian Shona සිංහල - Sinhala Slovenščina - Slovenian Soomaaliga - Somali Soninke Sesotho - Sotho Español - Spanish Kiswahili - Swahili Svenska - Swedish Tagalog Тоҷикӣ - Tajik தமிழ் - Tamil తెలుగు - Telugu ไทย - Thai ትግረኛ - Tigrinya Türkçe - Turkish Ukrainian اردو - Urdu ئۇيغۇرچە - Uyghur Ўзбек - Uzbek Việt Nam - Vietnamese Wolof Yao Yorùbá - Yoruba Zarma زولو - Zulu
841 Hadiths
Encyclopedia of Prophetic Hadiths
Categories
Grading
Narrated in
Narrator
Show all narrators (216)
«ვინც ჩვენს წინააღმდეგ იარაღს აღმართავს, ის არ არის ჩვენთაგანი».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«როდესაც მონა ავად გახდება ან სამოგზაუროდ წავა, მისთვის დაიწერება იმ საქმეების მსგავსი, რასაც ის ჯანმრთელად მყოფი გამგზავრებამდე აკეთებდა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«ვინც შეასრულებს ორ ლოცვას სიცივეში, ის შევა სამოთხეში».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«მალ-მალე წაიკითხეთ ხოლმე ეს ყურანი, ვფიცავ მას, ვის ხელშიცაა მუჰამმადის სული, მისი (ყურანის) გონებიდან წაშლა და დავიწყება უფრო ადვილად ხდება, ვიდრე აქლემის აშვება მისი საბელიდან».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«მე ალლაჰის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მივედი აშარიტების ჯგუფთან ერთად. ჩვენ მასთან მივედით, რათა სატრანსპორტო ცხოველები გვეთხოვა. მან კი თქვა: «ვფიცავ ალლაჰს, ვერ მოგცემ სატრანსპორტო ცხოველებს, რადგან არაფერი მაქვს, რომ მოგცეთ». ჩვენ ცოტა ხანს დაველოდეთ, და მასთან მოიყვანეს აქლემები. შემდეგ მან მოგვცა სამი აქლემი. გზად მივდიოდით და ერთმანეთს ვუთხარით: "ალლაჰი არ გვიბოძებს ბარაქას... ჩვენ ხომ ალლაჰის მოციქულთან მივედით სატრანსპორტო ცხოველების სათხოვნელად, და მან დაიფიცა, რომ ვერ მოგვცემს, მაგრამ მოგვცა!" ამის შემდეგ ისევ მივედით მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და ეს ყველაფერი მოვუყევით. მან კი თქვა: «ეს მე არ მოგეცით სატრანსპორტო ცხოველები, არამედ ალლაჰმა მოგცათ. რამდენიც უნდა დავიფიცო, თუ დავინახავ, რომ უკეთესია სხვაგვარად მოვიქცე, შევასრულებ ფიცის გამოსყიდვას და ვაკეთებ იმას, რაც უკეთესად მიმაჩნია».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«მორწმუნე, რომელიც ყურანს კითხულობს, მსგავსია ციტრუსის, რომლის სურნელიც სასიამოვნოა და გემოც კარგი. ხოლო მორწმუნე, რომელიც ყურანს არ კითხულობს, მსგავსია ფინიკის, რომელსაც სურნელი არ აქვს, მაგრამ გემოთი ტკბილია, თვალთმაქცი,(მუნააფიყი) რომელიც ყურანს კითხულობს, მსგავსია ბაზილიკს, რომლის სურნელი სასიამოვნოა, მაგრამ გემო მწარე. ხოლო თვალთმაქცი, რომელიც ყურანს არ კითხულობს, მსგავსია კოლოქვინტის (მწარე გოგრა), რომელსაც არც სურნელი აქვს და გემოც მწარეა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«დააპურეთ მშიერი, მოინახულეთ ავადმყოფი და გაათავისუფლეთ ტყვე».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ