Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

63 of 841 cards

Clear filters
«ღამის მოგზაურობის დროს შევხვდი იბრაჰიმს, რომელმაც მითხრა: "ო მუჰამმად, გადაეცი ჩემი სალამი შენს უმმათს და აცნობე მათ, რომ სამოთხე უხვი მოსავლიანი ნიადაგიანია და მტკნარი წყაროს მქონეა. ის ფართო ველებია, და მისი ნარგავებია სიტყვები: "სუბჰაანალლაჰ ვალ-ჰამდულილლაჰ ვა ლაა ილააჰა ილლა-ლლააჰ, ვალლაჰუ აქბარ"».
კარგი თავისი მოწმეებით გადმოსცა ალ-თირმიზიმ
«სახნავ სათესს/ბაღა -ბაღჩებს ნუ მოამრავლებთ, ამქვეყნის მიმართ ლტოლვა მოგემატებათ».
ჰასან ლი-ღაირიჰ (კარგია სხვა გზებით) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
გადმოცემულია ალლაჰის შუამავლისგან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), რომ ის მეჩეთში შესვლისას ამბობდა: «შევეფარები უდიდეს ალლაჰს, აღმატებულს, მისი კეთილშობილი სახისა და მარადიული ძალაუფლების სახელით, დაწყევლილი ეშმაკისგან» (ა'უუზუ ბილლაჰილ'აზიიმ, ვა ბი ვაჯჰიჰილ ქარიიმ, ვა სულტაანიჰილ ყადიიმ, მინა შშაიტაანი რრაჯიიმ), მან ჰკითხა: 'მხოლოდ ესა, რაც შენ მოისმინე?' ვუპასუხე: 'დიახ'. და მან დაამატა: "როდესაც ამას იტყვი, ეშმაკი იტყვის: ეს ჩემგან დაცულია მთელი დღის განმავლობაში"».
კარგი (ჰასან) გადმოსცა აბუ დაუდმა
«უთხარით თქვენს შვილებს, რომ ილოცონ, როცა ისინი შვიდი წლისანი გახდებიან, და დასაჯეთ ისინი, თუ არ ილოცებენ, როცა ათი წლის გახდებიან, და გააცალკევეთ ისინი საწოლებში».
კარგი (ჰასან) გადმოსცა აბუ დაუდმა
«ჭეშმარიტად, უდიდესი ჯიჰადიდან არის მართალი სიტყვის თქმა უსამართლო მმართველის წინაშე»
ჰასან ლი-ღაირიჰ (კარგია სხვა გზებით) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«მათ უთხრეს: "ო, ალლაჰის შუამავალო, ჩვენ ვჭამთ, მაგრამ არ ვძღებით". მან ჰკითხა: «შესაძლოა, ცალ-ცალკე ჭამთ?» მათ უპასუხეს: "დიახ", მაშინ შუამავალმა თქვა: «მაშ შეიკრიბეთ და ერთად ჭამეთ, ალლაჰის სახელი წარმოთქვით საჭმლის დაწყებისას, და ის თქვენთვის ბარაქიანი იქნება».
კარგი (ჰასან) გადმოსცა აბუ დაუდმა, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«ადამიანის სრულყოფილი ისლამის ნიშანთა შორის არის ის, რომ იგი ტოვებს იმას, რაც მას არ ეხება».
ან-ნავავიმ თქვა: «კარგი ჰადისია». გადმოსცა ათ-თირმიზიმ.
«ჭეშმარიტად, ალლაჰმა დააწესა ვალდებულებები, მაშ, ნუ უგულებელყოფთ მათ და დაადგინა საზღვრები, მაშ, ნუ გადააბიჯებთ მათ, და აკრძალა გარკვეული რამეები, მაშ, ნუ დაარღვევთ მათ, და სიჩუმით დატოვა ზოგი რამ თქვენდა წყალობად და არა დავიწყებით, მაშ, ნუ გამოიკვლევთ მათ».
ან-ნავავიმ თქვა: «კარგი ჰადისია». გადმოსცა ად-დარააყუტნიმ თავის სუნანში და სხვებმა.