Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

86 of 841 cards

Clear filters

Narrator

Show all narrators (53)
«ქორწინება არ არის მოქმედი მეურვის თანხმობის გარეშე».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«არ გალანძღოთ ქარი, თუ ნახავთ იმას, რაც არ მოგწონთ თქვით: ''ღმერთო ჩვენო, ჭეშმარიტად, შენ გთხოვთ ამ ქარისგან სიკეთეს, სიკეთეს რაც მასშია, და სიკეთეს რაც მას ებრძანა. შენ შეგეფარებით ამ ქარის უბედურებისგან, რაც მასშია, და რაც მას ებრძანა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ
«ო, ალლაჰ, შენ შეგევედრები, რომ დამიფარო ცუდი ზნე-ჩვეულებებისგან, უსამართლო ქმედებებისგან და ვნებებისგან».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ
«ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) აბუ ბაქრსა და უმარს უთხრა: «ეს ორნი არიან სამოთხის ხანდაზმულთა ბატონები, როგორც პირველთაგან, ისე უკანასკნელთაგან, გარდა მოციქულებისა და შუამავლებისა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ
«რა მაქვს საერთო ამ ქვეყანასთან? ჩემი ყოფნა ამ დუნიაში ჰგავს მგზავრს, რომელმაც ხის ჩრდილში დაისვენა, შემდეგ კი გზა გააგრძელა და დატოვა ის».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და იბნ მააჯამ
«გირჩევთ ალლაჰის შიშს, სმენას და მორჩილებას (მმართველზე), თუნდაც თქვენზე მმართველად მონა იყოს დადგენილი, ვინც კი თქვენგან ჩემს შემდეგ იცოცხლებს, ნახავს მრავალ განსხვავებას. ამიტომ მტკიცედ დაიცავით ჩემი სუნნა და სწორ გზაზე მდგომი მართალი ხალიფების სუნნა, მაგრად ჩაებღაუჭეთ მას კბილებით! და ერიდეთ ახალ გამოგონილ საქმეებს, ჭეშმარიტად, ყოველი სიახლე [რელიგიაში] გზააბნეულობაა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა და ალ-თირმიზიმ
«ადამის ძეს არანაირი ჭურჭელი არ შეუვსია უფრო საზიანოდ, ვიდრე თავისი კუჭი. ადამის ძისთვის საკმარისია რამდენიმე ლუკმა, რათა ზურგი გამართული ჰქონდეს. ხოლო თუ მეტი ჭამა მოუნდება, მაშინ ერთი მესამედი საჭმლისთვის, ერთი მესამედი წყლისთვის, და ერთი მესამედი სუნთქვისთვის».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა იმამ აჰმადმა, ათ-თირმიზიმ, ან-ნასააიმ და იბნ მააჯამ
«მიატოვე ის, რაშიც ეჭვი გეპარება, და აირჩიე ის, რაც არ იწვევს შენში ეჭვებს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ათ-თირმიზიმ და ან-ნასააიმ