Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

4 of 841 cards

Clear filters
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), როცა ლოცვას დაასრულებდა სამჯერ ითხოვდა მიტევებას (ასთა'აფირულლაჰ წარმოთქვამდა სამჯერ) თქვა: «ჩემო ღმერთო, შენ ხარ მშვიდობა და შენგანაა მშვიდობა, დიდებული ხარ ო, დიდებულო და უხვად ხელგაშლილო /ალლაჰუმმა ანთა ს-ალაამ, ვა-მინქა სალაამ, თაბაარაქთა ზალ-ჯალაალი ვალ-იქრაამ». ვალიდმა თქვა: მე ვუთხარი ავზა'ის: როგორია ისთიღფარი (მიტევების თხოვნა)? მან თქვა: უნდა თქვა: ასთღაფირულლაჰ, ასთღაფირულლაჰ (ღმერთო მომიტევე).
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
التصنيف الشرعيأذكار الصلاةموضوعات الحديثالذِّكْر، سنن الصلاة، صفة الصلاة
«ვინც ყოველი სავალდებულო ლოცვის შემდეგ აიათულ-ქურსის წაიკითხავს, ​​მას არ შეუშლის სამოთხეში შესვლას არაფერი, გარდა სიკვდილისა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ნასაიმ ალ-ქუბრაში
التصنيف الشرعيفضائل السور والآيات، أذكار الصلاةموضوعات الحديثفضائل السور والآيات، سنن الصلاة
"რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა ლოცულობდა, ხელებს შორის სივრცეს ტოვებდა ისე, რომ მისი იღლიის სითეთრე გამოჩნდებოდა".
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
التصنيف الشرعيسنن الصلاة، صفة الصلاةموضوعات الحديثسنن الصلاة، صفة الصلاة
მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ორ საჯდას შორის ამბობდა: «ღმერთო ჩემო მომიტევე მე, შემიწყალე, მომეცი ჯანმრთელობა, დამადგინე სწორ გზაზე და მომეცი სარჩო» /ალლაჰუმმა ღფირლიი, ვა-რჰამნიი, ვა - 'ააფინიი, ვა-ჰდინიი, ვა-რზუყნიი.
კარგი თავისი მოწმეებით გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
التصنيف الشرعيصفة الصلاة، أذكار الصلاةموضوعات الحديثالدعاء، سنن الصلاة، صفة الصلاة