Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

11 of 841 cards

Clear filters
Filter
Pick a property to filter by
الفئة المستهدفة1
حجم المحتوى4
التخريج المتعدد2
الخلفية الدينية للمستهدف3
التصنيف العقدي4
حجم المحتوى: متوسط
მე ვკითხე ალლაჰის შუამავალს (ლოცვა და მშვიდობა მას): "რომელი საქმეა ალლაჰისთვის ყველაზე საყვარელი? მან თქვა: «თავის დროს შესრულებული ლოცვა». მე ვკითხე: შემდეგ რომელი? მან თქვა: «მშობლებზე კეთილად მოპყრობა», მე ვკითხე: შემდეგ რომელი? მან თქვა: «ბრძოლა (ჯიჰადი) ალლაჰის გზაზე». შემდეგ მან თქვა: თუ მე გავაგრძელებდი მის კითხვას, ის აუცილებლად კიდევ რაიმეს დაამატებდა.
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
التصنيف الشرعيفضائل بر الوالدين، فضائل الأعمال الصالحة، وجوب الصلاة وفضلها وحكم تاركها، حكم الجهاد وفضلهموضوعات الحديثبر الوالدين، فضل الجهاد، مكانة الصلاة وفضلها
«ერთხელ, როცა სავსე მთვარეობის ღამეს ჩვენ ვიყავით მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), მან შეხედა მთვარეს და თქვა: «ჭეშმარიტად, თქვენ იხილავთ თქვენს უფალს [ისე ნათლად], როგორც ხედავთ ამ მთვარეს, და არ დაგზარავთ მისი ხილვა! თუ შეგიძლიათ, უზრუნველყოთ, რომ არაფერი შეგიშლით ლოცვების აღსრულებაში მზის ამოსვლამდე და მისი ჩასვლის წინ, მაშინ ეს ლოცვები აღასრულეთ». ამის შემდეგ მან წაიკითხა აიათი: {და ადიდე შენი უფლის დიდება მზის ამოსვლამდე და მის ჩასვლამდე}».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
التصنيف الشرعيوجوب الصلاة وفضلها وحكم تاركها، توحيد الأسماء والصفات، الحياة الآخرةموضوعات الحديثالإيمان بالله تعالى، الإيمان باليوم الآخر، مكانة الصلاة وفضلها
"ერთხელ შევხვდი სავბანს, ალლაჰის მოციქულის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გათავისუფლებულ მონას, და ვუთხარი: "მითხარი საქმე, რომელსაც გავაკეთებ და ალლაჰი შემიყვანს სამოთხეში?" ან ვუთხარი: "მითხარი საქმე, რომელიც ალლაჰს ყველაზე მეტად უყვარს". ის გაჩუმდა. კვლავ ვკითხე, მაგრამ ის ისევ გაჩუმდა. მესამედ ვკითხე და მან მითხრა: "ვკითხე მასზე ალლაჰის შუამავალს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), და მან თქვა: «იყავი გულმოდგინე სუჯუდში, რადგან როცა ალლაჰისთვის სუჯუდს შეასრულებ, ალლაჰი ამაღლებს შენს მდგომარეობას და შეგიმსუბუქებს ცოდვებს» მა'დაანმა თქვა: "შემდეგ შევხდი აბუ ად-დარდაას და მასაც იგივე ვკითხე. მანაც იგივე მიპასუხა, რაც სავბანმა მითხრა".
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
التصنيف الشرعيفضائل الأعمال الصالحة، وجوب الصلاة وفضلها وحكم تاركها، صلاة التطوعموضوعات الحديثمكانة الصلاة وفضلها، صلاة التطوع