Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

4 of 841 cards

Clear filters
Filter
Pick a property to filter by
الفئة المستهدفة1
حجم المحتوى2
التصنيفات اليومية2
التخريج المتعدد2
«ვედრებების ბატონი: ღმერთო, შენ ხარ ჩემი ღმერთი, არ არის ღმერთი შენს გარდა. შენ შემქმენი და მე შენი მონა ვარ. მე ვასრულებ შენს აღთქმასა და დაპირებას, რამდენადაც შემიძლია. შევთხოვ შენს შეწევნას ჩემი ჩადენილი ბოროტებისგან. ვაღიარებ შენს წყალობას ჩემზე და ვაღიარებ ჩემს ცოდვებს, მაპატიე, რადგან ცოდვებს მხოლოდ შენ პატიობ". შუამავალმა ბრძანა: «ვინც დილით გულწრფელად წარმოთქვამს ამ სიტყვებს და იმავე დღეს, მზის ჩასვლამდე გარდაიცვლება, ის სამოთხის ხალხიდან იქნება. და ვინც ღამით გულწრფელად წარმოთქვამს ამ სიტყვებს და გათენებამდე გარდაიცვლება, ისიც სამოთხის ხალხიდან იქნება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
التصنيف الشرعيأذكار الصباح والمساء، التوبةموضوعات الحديثأذكار الصباح، أذكار المساء، التوبة
რომ ალლაჰის მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როცა ყოველ საღამოს თავის საწოლში წვებოდა, მიადებდა ხელისგულებს ერთმანეთზე, შემდეგ დაანერწყვებდა მათში და კითხულობდა: სურა ალ-იხლას, სურა ალ-ფალაყს და სურა ან-ნას. შემდეგ გადაისმევდა ხელებს მას მთელ სხეულზე, რამდენადაც შეეძლო, დაწყებული თავიდან, სახიდან და სხეულის წინა ნაწილიდან. ამას აკეთებდა სამჯერ.
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
التصنيف الشرعيالرقية الشرعية وأحكامها، آداب النوم والاستيقاظ، فضائل السور والآياتموضوعات الحديثأذكار النوم، فضائل السور والآيات
«ვინც სურა ალ-ბაყარას ბოლო ორ აიათს წაიკითხავს, მისთვის საკმარისი იქნება ღამის განმავლობაში».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
التصنيف الشرعيأذكار الصباح والمساء، فضائل السور والآياتموضوعات الحديثالذِّكْر، أذكار الليل، فضائل السور والآيات
რომ ყოველი სავალდებულო ლოცვის შემდეგ მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «არ არსებობს ღვთაება, თაყვანისცემის ღირსი, გარდა ერთი ალლაჰისა, რომელსაც არ ჰყავს თანაზიარი. მას ეკუთვნის მმართველობა, მას ეკუთვნის დიდება და ის ყოვლისშემძლეა ყველაფერში! ო, ალლაჰო, არ არსებობს არავინ, ვინც შეუშლის ხელს იმას, რასაც შენ გასცემ, და არავინ, ვინც მისცემს იმას, რაც შენ მოაკელი. და არავითარი სიმდიდრე არ არის სასარგებლო შენს წინაშე მას, ვინც ფლობს მას /ლაა ილააჰა ილლა ლლააჰ, ვაჰდაჰუ ლაა შარიიქა ლაჰ, ლაჰულ მულქუ ვა ლაჰულ ჰამდუ, ვა ჰუვა 'ალაა ქულლი შაი'ინ ყადიირ, ალლაჰუმმა ლაა მაანი'ა ლიმაა ა'ტაითა, ვა ლაა მუ'ტია ლიმაა მანა'თა, ვა ლაა იანფა'უ ზალ ჯადდი მინქალ ჯადდუ».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
التصنيف الشرعيأذكار الصلاةموضوعات الحديثالذِّكْر، الأذكار الشرعية، الإيمان بالقدر خيره وشره