Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

11 of 841 cards

Clear filters
ერთხელ ბედუინი მივიდა შუამავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) და უთხრა: "მასწავლე სიტყვები, რომლებსაც წარმოვთქვამ ხოლმე". უპასუხა: «თქვი: ლაა ილაჰა ილლა ლლააჰ ვაჰდაუ ლა შარიიქა ლაჰ, ალლაჰუ აქბარ, ვალ-ჰამდულილლაჰი ქასიირა, სუბჰაანალლაჰი რაბბილ 'აალამიინ, ლაა ჰავლა ვალაა ყუვვათა ილლაჰ ბილლაჰილ 'აზიიზილ ჰაქიიმ», ბედუინმა შემდეგ უთხრა: „ეს ყველაფერი ჩემს ღმერთს ეკუთვნის, მაგრამ ჩემთვის რა არის?“ შუამავალმა მიუგო: «თქვი: ო, ალლაჰ მაპატიე, შემიწყალე, დამადგინე ჭეშმარიტ გზაზე და მომმადლე სარჩო». /ალლაჰუმმა ღფირ ლიი ვარ ჰამნიი ვაჰდინიი ვარ ზუყნიი/.
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
التصنيف الشرعيهدي النبي صلى الله عليه وسلم في الذكر، الأذكار المطلقة، الأدعية المأثورةموضوعات الحديثالدعاء، الذِّكْر
"ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ვედრებას აკეთებდა და ამბობდა: «ჩემო ღმერთო, მე მოგეკედლები შენ საფლავის სასჯელისგან, ჯოჯოხეთის სასჯელისგან, სიცოცხლისა და სიკვდილის ცდუნებისგან, და ცრუ მესია დაჯჯალის ცდუნებისგან». მუსლიმის გადმოცემაში ნათქვამია: «როცა დაამთავრებს რომელიმე თქვენგანი ბოლო თაშაჰუდს, ალლაჰს მიეკედლოს ოთხისგან: ჯოჯოხეთის სასჯელისგან, საფლავის სასჯელისგან, სიცოცხლის და სიკვდილის ცდუნებისგან და ცრუ მესია დაჯჯალის ბოროტებისგან».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
التصنيف الشرعيالأدعية المأثورة، أذكار الصلاةموضوعات الحديثالدعاء، أشراط الساعة، سنن الصلاة، صفة الصلاة
«ჩვენი ღმერთი ყოვლადკეთილი და დიდებული ყოველ ღამე ჩამოდის დედამიწის ცაზე მაშინ, როცა რჩება ღამის მესამედი ნაწილი და ამბობს: "ვინ შემევედრება, რომ ვუპასუხო მას? ვინ მთხოვს, რომ მივცე მას? ვინ მთხოვს პატიებას, რომ ვაპატიო მას?»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
التصنيف الشرعيفضل الدعاء، أنواع الدعاء، أسباب إجابة الدعاء وموانعه، قيام الليل، توحيد الأسماء والصفاتموضوعات الحديثالدعاء، سعة فضل الله عز وجل، قيام الليل