Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

5 of 841 cards

Clear filters
«ვინც ამანათზე ფიცს დებს, ის ჩვენგან არ არის».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა და აჰმადმა
«ო ალლაჰ, არ აქციო ჩემი საფლავი კერპად, ალლაჰმა დაწყევლა ის ხალხი, რომლებმაც თავიანთი შუამავლების საფლავები სალოცავებად აქციეს».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აჰმადმა
«მოქმედება ცრურწმენების მიხედვით — ეს არის შირქი (თანამოზიარის დადგენა), მოქმედება ცრურწმენების მიხედვით — ეს არის შირქი, მოქმედება ცრურწმენების მიხედვით ეს არის შირქი, — სამჯერ» (შემდეგ აბულლაჰმა თქვა): «ჩვენ შორის არავინ არის, ვისაც მსგავსი აზრები თავში არ უტრიალებს, თუმცა ყოვლისშემძლე და დიადი ალლაჰი გვათავისუფლებს ამ ყველაფრისგან მასზე მინდობით».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«ვინც დაიფიცა ალლაჰის გარდა სხვაზე, ის ჩავარდა ურწმუნოებაში ან ჩაიდინა შირქი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«ყველაზე მეტად თქვენთვის რაც მაშინებს - ეს პატარა შირქია», იქ მყოფებმა იკითხეს: ო, ალლაჰის შუამავალო, რა არის პატარა შირქი? თქვა: «რია (სხვის დასანახად შესრულებული ქმედება), განკითხვის დღეს, როცა ყველა ადამიანი თავის ნამოქმედარის საფასურს მიიღებს უზენაესი ალლაჰი იტყვის: "წადით იმათთან, ვის დასანახავადაც აკეთებდით იმქვეყნად ქმედებებს, და ნახეთ, მოიპოვებთ თუ არა მათგან რაიმე საზღაურს"!»
კარგი (ჰასან) გადმოსცა აჰმადმა