Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

18 of 841 cards

Clear filters
«ჭეშმარიტად, შეთანხმება ჩვენსა და მათ შორის არის ლოცვა, ვინც ის მიატოვა, ურწმუნოება ჩაიდინა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ, ალ-ნასაიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«მოქმედება ცრურწმენების მიხედვით — ეს არის შირქი (თანამოზიარის დადგენა), მოქმედება ცრურწმენების მიხედვით — ეს არის შირქი, მოქმედება ცრურწმენების მიხედვით ეს არის შირქი, — სამჯერ» (შემდეგ აბულლაჰმა თქვა): «ჩვენ შორის არავინ არის, ვისაც მსგავსი აზრები თავში არ უტრიალებს, თუმცა ყოვლისშემძლე და დიადი ალლაჰი გვათავისუფლებს ამ ყველაფრისგან მასზე მინდობით».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«ვინც დაიფიცა ალლაჰის გარდა სხვაზე, ის ჩავარდა ურწმუნოებაში ან ჩაიდინა შირქი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«ვინც ვარსკვლავებზე ცოდნა შეიძინა, მან ჯადოქრობის ერთ-ერთი მიმართულება ისწავლა, და რაც უფრო მეტს სწავლობს, მით უფრო [იზრდება მისი ცოდვა ან ცოდნა ჯადოქრობის სფეროში]».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, იბნ მააჯამ და აჰმადმა
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დილით ლოცვა აღასრულა ჩვენთან ერთად ჰუდაიბიაში ღამით მოსული წვიმის შემდეგ. ლოცვის დასრულებისას მიმართა ხალხს და ჰკითხა: «იცით, რა თქვა თქვენმა ღმერთმა?» მათ უპასუხეს: ალლაჰმა და მისი მოციქულმა უკეთ იციან. თქვა: «ჩემი მსახურებიდან დღეს დილას გაიღვიძე, ზოგმა ჩემს მორწმუნედ და ზოგმა ურწმუნოდ. ვინც თქვა: 'ჩვენ ალლაჰის სიკეთითა და წყალობით წვიმა მოგვივიდა', ის ჩემდამი მორწმუნეა და უარყოფს ვარსკვლავებს. ხოლო ვინც თქვა: 'წვიმა მოვიდა ამა და ამ ვარსკვლავის წყალობით', ის არის ურწმუნო ჩემს მიმართ და მორწმუნე ვარსკვლავების მიმართ».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ყველაზე მეტად თქვენთვის რაც მაშინებს - ეს პატარა შირქია», იქ მყოფებმა იკითხეს: ო, ალლაჰის შუამავალო, რა არის პატარა შირქი? თქვა: «რია (სხვის დასანახად შესრულებული ქმედება), განკითხვის დღეს, როცა ყველა ადამიანი თავის ნამოქმედარის საფასურს მიიღებს უზენაესი ალლაჰი იტყვის: "წადით იმათთან, ვის დასანახავადაც აკეთებდით იმქვეყნად ქმედებებს, და ნახეთ, მოიპოვებთ თუ არა მათგან რაიმე საზღაურს"!»
კარგი (ჰასან) გადმოსცა აჰმადმა
"ვინც ალლაჰს შეხვდება ისე, რომ არ დაუდგენს მას თანაზიარს - შევა სამოთხეში; ხოლო ვინც მას შეხვდება მასზე თანაზიარის დადგენით - ის შევა ჯოჯოხეთში".
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ჩვენგან არ არის ის, ვინც ჩიტების ფრენით იმკითხავა ან ის ვისაც უმკითხავეს (ჩიტების აფრენით), ვინც იმკითხავა ან ვისაც უმკითხავეს, ვინც ჯადო გააკეთა ან მივიდა ჯადოქართან, ვინც მივიდა მკითხავთან და დაიჯერა ის, რასაც ის ამბობს, მან უარყო ის, რაც გარდმოევლინა მუჰამმადს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)».
კარგი (ჰასან) გადმოსცა ალ-ბაზზაარმა