Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

2 of 841 cards

Clear filters
«უთხრა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მუაზ იბნ ჯაბალს, როცა იემენში გააგზავნა: «შენ მიხვალ ხალხთან, რომლებიც წიგნის ხალხია. როცა მათთან მიხვალ, მოუწოდე მათ, რომ დაამოწმონ: არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის მოციქულია. თუ ისინი დაგემორჩილდებიან ამაში, აცნობე მათ, რომ ალლაჰმა სავალდებულო გახადა მათთვის დღეში ხუთჯერ ლოცვა. თუ ისინი დაგემორჩილდებიან ამაში აცნობე მათ, რომ ალლაჰმა დააკისრა მათ ზაქათი, რომელიც მდიდრებიდან უნდა იყოს აღებული და ღარიბებისთვის გადაცემული. თუ ისინი დაგემორჩილდებიან ამაში, ფრთხილად იყავი, რომ არ წაართვა მათ საუკეთესო ქონება და ერიდე დაჩაგრულის წყევლას, რადგან მის ვედრებასა და ალლაჰს შორის ბარიერი არ არსებობს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვინც ვარსკვლავებზე ცოდნა შეიძინა, მან ჯადოქრობის ერთ-ერთი მიმართულება ისწავლა, და რაც უფრო მეტს სწავლობს, მით უფრო [იზრდება მისი ცოდვა ან ცოდნა ჯადოქრობის სფეროში]».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, იბნ მააჯამ და აჰმადმა