Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

37 of 841 cards

Clear filters
"ალლაჰის ჭეშმარიტმა და სანდო მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: „ჭეშმარიტად, თითოეული თქვენგანი თავის დედის მუცელში ფორმირდება ორმოცი დღე და ღამე, შემდეგ ამავე ხნის განმავლობაში რჩება შედედებული სისხლის სახით, შემდეგ ამავე ხნის განმავლობაში რჩება ხორცის პატარა ნაჭრის (მუდღის) სახით. შემდეგ მისკენ იგზავნება ანგელოზი, რომელსაც ეძლევა ბრძანება ჩაწეროს ოთხი რამ: მისი განგება, სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი საქმენი და იქნება თუ არა ის ბედნიერი ან უბედური, შემდეგ ჩაბერავს მასში სულს. ნამდვილად, თითოეული თქვენგანი შეიძლება აკეთებდეს სამოთხის ბინადართა საქმეებს, სანამ არ დარჩება სამოთხემდე მხოლოდ ერთი იდაყვის მანძილი, შემდეგ კი შესრულდება ის, რაც მასზე იყო დაწერილი, და ის დაიწყებს ჯოჯოხეთის ბინადართა საქმეების შესრულებას და შევა ჯოჯოხეთში. ასევე, ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება აკეთებდეს ჯოჯოხეთის ბინადართა საქმეებს, სანამ არ დარჩება ჯოჯოხეთამდე მხოლოდ ერთი იდაყვის მანძილი, შემდეგ კი შესრულდება ის, რაც მასზე იყო დაწერილი, და ის დაიწყებს სამოთხის ბინადართა საქმეების შესრულებას და შევა სამოთხეში».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
ერთხელ მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა მშვიდობა მას) მივიდა ნაჯდის მცხოვრები, თმები აჩეჩილი. ჩვენ ვისმენდით მის ხმამაღალ საუბარს, მაგრამ ვერ ვიგებდით, რას ამბობდა, სანამ ის მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ახლოს არ მივიდა. აღმოჩნდა, რომ ის ისლამზე ეკითხებოდა. მოციქულმა(ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: «შენ უნდა ილოცო ხუთჯერ დღის და ღამის განმავლობაში». მან იკითხა: "და მეტი ლოცვა უნდა შევასრულო?" მოციქულმა მიუგო: «არა, თუ შენ თვითონ არ ისურვებ მეტს». შემდეგ მან უთხრა: «და უნდა იმარხო რამადნის თვეში». მან ისევ იკითხა: "და მეტი მარხვა უნდა შევასრულო?" მოციქულმა მიუგო: «არა, თუ შენ თვითონ არ ისურვებ მეტს». ამის შემდეგ მოციქულმა მუჰამედმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა ზაქათის გადახდის შესახებ. მან იკითხა: "და მეტი რამე უნდა გადავიხადო?" მოციქულმა მიუგო: »არა, თუ შენ თვითონ არ ისურვებ მეტს». ამის შემდეგ ამ კაცმა გაბრუნდა და თქვა: "ვფიცავ ალლაჰს, მე არაფერს არ დავამატებ ამაზე და არც მოვაკლებ". შუამავალმა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას) თქვა: «ის წარმატებას მიაღწევს, თუ ამას ამბობს გულწრფელად».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვინც დაიფიცა ალლაჰის გარდა სხვაზე, ის ჩავარდა ურწმუნოებაში ან ჩაიდინა შირქი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
ისინი, ვინც მრავალღმერთიანობას ეწეოდნენ, უამრავ ადამიანს კლავდნენ და ბევრ ცოდვას სჩადიოდნენ, ასევე მრუშობას ჩადიოდნენ, მივიდნენ მუჰამმადთან ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას და უთხრეს: «ის, რასაც შენ ამბობ და რისკენაც მოგვიწოდებ კარგია. თუმცა, შეგიძლია გვაუწყო, არის თუ არა ჩვენი ჩადენილი ცოდვებისათვის გამოსასყიდი?» ამის შემდეგ გარდმოვიდა აიათი: {და ისინი, ვინც ალლაჰთან ერთად სხვა ღმერთებს არ მოუხმობენ, და არ კლავენ იმ სიცოცხლეს, რაც ალლაჰმა აკრძალა, თუ არა სამართლიანობის გამო, და არ მრუშობენ}. [ალ-ფურყაან: 68] ასევე გარდმოვიდა აიათი: {უთხარი: ჰეი, ჩემო მსახურნო, რომლებმაც საკუთარ თავებზე გადამეტებული ცოდვები ჩაიდინეთ, ნუ დაკარგავთ ალლაჰის წყალობის იმედს} [აზ-ზუმარ: 53].
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვინც ვარსკვლავებზე ცოდნა შეიძინა, მან ჯადოქრობის ერთ-ერთი მიმართულება ისწავლა, და რაც უფრო მეტს სწავლობს, მით უფრო [იზრდება მისი ცოდვა ან ცოდნა ჯადოქრობის სფეროში]».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, იბნ მააჯამ და აჰმადმა
ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) დილით ლოცვა აღასრულა ჩვენთან ერთად ჰუდაიბიაში ღამით მოსული წვიმის შემდეგ. ლოცვის დასრულებისას მიმართა ხალხს და ჰკითხა: «იცით, რა თქვა თქვენმა ღმერთმა?» მათ უპასუხეს: ალლაჰმა და მისი მოციქულმა უკეთ იციან. თქვა: «ჩემი მსახურებიდან დღეს დილას გაიღვიძე, ზოგმა ჩემს მორწმუნედ და ზოგმა ურწმუნოდ. ვინც თქვა: 'ჩვენ ალლაჰის სიკეთითა და წყალობით წვიმა მოგვივიდა', ის ჩემდამი მორწმუნეა და უარყოფს ვარსკვლავებს. ხოლო ვინც თქვა: 'წვიმა მოვიდა ამა და ამ ვარსკვლავის წყალობით', ის არის ურწმუნო ჩემს მიმართ და მორწმუნე ვარსკვლავების მიმართ».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
ერთმა კაცმა ჰკითხა: "ო, ალლაჰის მოციქულო ვაგებთ პასუხს იმაზე, რაც ჯაჰილიაში (ისლამამდე) ჩავიდინეთ?" უპასუხა: «ვინც ისლამში გამორჩეულია სიკეთით, მას არ დაეკისრება პასუხი ჯაჰილიაში ჩადენილის გამო; ხოლო ვინც ისლამში ცუდად მოიქცევა, მას პასუხს მოსთხოვენ როგორც წარსულზე, ისე აწმყოზე».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
"ვინც ალლაჰს შეხვდება ისე, რომ არ დაუდგენს მას თანაზიარს - შევა სამოთხეში; ხოლო ვინც მას შეხვდება მასზე თანაზიარის დადგენით - ის შევა ჯოჯოხეთში".
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა