Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

27 of 841 cards

Clear filters
ერთმა კაცმა ჰკითხა: "ო, ალლაჰის მოციქულო ვაგებთ პასუხს იმაზე, რაც ჯაჰილიაში (ისლამამდე) ჩავიდინეთ?" უპასუხა: «ვინც ისლამში გამორჩეულია სიკეთით, მას არ დაეკისრება პასუხი ჯაჰილიაში ჩადენილის გამო; ხოლო ვინც ისლამში ცუდად მოიქცევა, მას პასუხს მოსთხოვენ როგორც წარსულზე, ისე აწმყოზე».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
"ვინც ალლაჰს შეხვდება ისე, რომ არ დაუდგენს მას თანაზიარს - შევა სამოთხეში; ხოლო ვინც მას შეხვდება მასზე თანაზიარის დადგენით - ის შევა ჯოჯოხეთში".
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ისლამი დაფუძნებულ იქნა ხუთ საფუძველზე: დამოწმება იმისა, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის მსახური და შუამავალია, ხუთჯერადი ლოცვა, ზაქათის გადახდა, ჰაჯობის შესრულება ქააბაში და მარხვა რამადანის თვეში».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ და მუსლიმმა.
«მე მებრძანა რომ ვებრძოლო ხალხს, სანამ არ დაამოწმებენ, რომ არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის მოციქულია. ასევე, რომ აღასრულონ ლოცვა და გადაიხადონ ზაქათი. თუ ისინი ამას გააკეთებენ, დაცულნი იქნებიან ჩემგან თავიანთი სიცოცხლითა და ქონებით, გარდა ისლამის მიერ დადგენილი უფლებებისა, ხოლო მათი ანგარიში ალლაჰთან დარჩება».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
ერთხელ ვკითხე ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "თუ შევხვდები ურწმუნო ადამიანს, და ჩვენ შევებრძოლებით ერთმანეთს, და ის მოჰკვეთს ჩემს ხელს მახვილით, შემდეგ კი (ეცდება) განერიდოს ჩემგან და, ხეს შეაფაროს თავი და იტყვის: „მე დავმორჩილდი ალლაჰს!“ — მაშინ, ო, ალლაჰის მოციქულო, შემიძლია თუ არა მისი მოკვლა ამ სიტყვების თქმის შემდეგ?" ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «შენ არ უნდა მოკლა იგი». ვუთხარი: "ო, ალლაჰის მოციქულო, მაგრამ მან მოჰკვეთა ჩემი ხელი და თქვა ეს სიტყვები მხოლოდ ამის შემდეგ!" (ამაზე) ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «შენ არ უნდა მოკლა იგი, რადგან თუ მოკლავ მას, ის გახდება ისეთივე, როგორიც შენ იყავი მის მკვლელობამდე, ხოლო შენ გახდები ისეთივე, როგორიც ის იყო მანამ, სანამ ამ სიტყვებს წარმოთქვამდა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
მე ვუთხარი: "ო ალლაჰის შუამავალო, იბნ ჯუდ'ანი ჯაჰილიის დროს (ისლამამდელ პერიოდში) ინარჩუნებდა ნათესაურ კავშირებს და აჭმევდა ღარიბებს. ეს მისთვის სიკეთის მომტანია?" უთხრა: "ეს არ მოუტანს სარგებელს, რადგან მას არასოდეს უთქვას: 'ო ღმერთო, მაპატიე ჩემი ცოდვისთვის განკითხვის დღეს".
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«თუ ვინმე თავის ძმას ეტყვის: 'ჰეი, ურწმუნო!' – მაშინ ეს სიტყვა ერთ-ერთ მათგანს დაუბრუნდება: თუ ეს სიმართლეა, მაშინ იმაზე, ვისზეც ითქვა; ხოლო თუ არ არის სიმართლე, მაშინ დაბრუნდება თავად მასზე».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«მორწმუნეთა მაგალითი ურთიერთსიყვარულში, მოწყალებაში და თანაგრძნობაში ჰგავს სხეულს: თუ მისი რომელიმე ნაწილი იტანჯება, მთლიანი სხეული უპასუხებს უძილობითა და სიცხით».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული