Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

1 of 841 cards

Clear filters
ერთხელ ვკითხე ალლაჰის მოციქულს (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას): "თუ შევხვდები ურწმუნო ადამიანს, და ჩვენ შევებრძოლებით ერთმანეთს, და ის მოჰკვეთს ჩემს ხელს მახვილით, შემდეგ კი (ეცდება) განერიდოს ჩემგან და, ხეს შეაფაროს თავი და იტყვის: „მე დავმორჩილდი ალლაჰს!“ — მაშინ, ო, ალლაჰის მოციქულო, შემიძლია თუ არა მისი მოკვლა ამ სიტყვების თქმის შემდეგ?" ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «შენ არ უნდა მოკლა იგი». ვუთხარი: "ო, ალლაჰის მოციქულო, მაგრამ მან მოჰკვეთა ჩემი ხელი და თქვა ეს სიტყვები მხოლოდ ამის შემდეგ!" (ამაზე) ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «შენ არ უნდა მოკლა იგი, რადგან თუ მოკლავ მას, ის გახდება ისეთივე, როგორიც შენ იყავი მის მკვლელობამდე, ხოლო შენ გახდები ისეთივე, როგორიც ის იყო მანამ, სანამ ამ სიტყვებს წარმოთქვამდა».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული