Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

6 of 841 cards

Clear filters
«ჭეშმარიტად, შეთანხმება ჩვენსა და მათ შორის არის ლოცვა, ვინც ის მიატოვა, ურწმუნოება ჩაიდინა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ, ალ-ნასაიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«მოქმედება ცრურწმენების მიხედვით — ეს არის შირქი (თანამოზიარის დადგენა), მოქმედება ცრურწმენების მიხედვით — ეს არის შირქი, მოქმედება ცრურწმენების მიხედვით ეს არის შირქი, — სამჯერ» (შემდეგ აბულლაჰმა თქვა): «ჩვენ შორის არავინ არის, ვისაც მსგავსი აზრები თავში არ უტრიალებს, თუმცა ყოვლისშემძლე და დიადი ალლაჰი გვათავისუფლებს ამ ყველაფრისგან მასზე მინდობით».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«ვინც დაიფიცა ალლაჰის გარდა სხვაზე, ის ჩავარდა ურწმუნოებაში ან ჩაიდინა შირქი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«შენ ჰკითხე დიდებულ რამეზე, მაგრამ ეს ადვილია იმათთვის, ვისაც ალლაჰი გაუმარტივებს: თაყვანი ეცი ალლაჰს და არ დაუდგინო თანამოზიარედ მას არაფერი, აღასრულე ლოცვა, გაეცი ზაქათი, იმარხე რამადანის თვეში და შეასრულე ჰაჯობა მექქაში». შემდეგ მან თქვა: «ნუთუ არ მიგითითო სიკეთის კარებზე? მარხვა არის ფარი, სადაყა აქრობს ცოდვებს ისე, როგორც წყალი აქრობს ცეცხლს, და კაცის ლოცვა შუაღამეში. შემდეგ მან წაიკითხა: {ისინი ტოვებენ თავიანთ საწოლებს} ვიდრე მიაღწია {იმას, რასაც ისინი აკეთებენ} შემდეგ მან თქვა: «ნუთუ არ გამცნო საქმის თავზე, მის საყრდენსა და მის მწვერვალზე?» მე ვუთხარი: დიახ, ო, ალლაჰის შუამავალო! მან თქვა: «საქმის თავი არის ისლამი, მისი საყრდენი ლოცვაა, ხოლო მისი მწვერვალი — ჯიჰადია ალლაჰის გზაზე». შემდეგ მან თქვა: «ნუთუ არ გამცნო ის, რაც ამ ყველაფერს აკავებს?» მე ვთქვი: დიახ, ო, ალლაჰის შუამავალო! მაშინ მან დაიჭირა თავისი ენა და თქვა: «შეიკავე ეს». მე ვთქვი: ო, ალლაჰის შუამავალო! ნუთუ ჩვენ დავისჯებით იმაზე, რასაც ვამბობთ? მან თქვა: «დაგკარგოს შენმა დედამ! ნუთუ ის, რასაც მათი ენები იმკიან, არ აგდებს ადამიანებს სახით (ან: ცხვირებით) ცეცხლში?!»
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ
«მე ერთ მოგზაურობაში ვიყავი ალლაჰის მოციქულთან ერთად (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), ერთ დღეს დილით, როდესაც მასთან ახლოს ვიყავი და ჩვენ ვაგრძელებდით სვლას: ვუთხარი: "ო, ალლაჰის მოციქულო, მითხარი საქმე, რომელიც სამოთხეში შემიყვანს და ჯოჯოხეთისგან დამაშორებს". მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «შენ დიდ საქმეზე შემეკითხე, თუმცა ეს ადვილია მათთვის, ვისაც ალლაჰი ამ საქმეს გაუმარტივებს, ეთაყვანე ალლაჰს და არავინ გაუთანაბრო მას, სწორად შეასრულე ლოცვა, გაეცი ზაქათი, იმარხე რამადანი და ჰაჯობა ალლაჰის სახლში». შემდეგ მან თქვა: «გსურს, გაჩვენო სიკეთის კარები?» მე ვუპასუხე: "დიახ, ო ალლაჰის შუამავალო". ბრძანა: «მარხვა არის ფარი. ქველმოქმედება აქრობს ცოდვებს, როგორც წყალი აქრობს ცეცხლს და ღამის ლოცვაც (სიკეთის კარებს მიეკუთვნება)». შემდეგ წაიკითხა აიათები: {ისინი საწოლებიდან წამოდგებიან...} სიტყვებამდე: ...რასაც აკეთებდნენ}. შემდეგ თქვა: «გინდა გაგაცნო რელიგიის საფუძველი, მისი საყრდენი და მწვერვალი?» მე ვუპასუხე: "დიახ, ო ალლაჰის შუამავალო". მან თქვა: «საქმის საფუძველი არის ისლამი, მისი საყრდენი - ლოცვა და მწვერვალი - ჯიჰადი». შემდეგ მან თქვა: «გინდა გითხრა ამ ყველაფრის არსი?» მე ვუპასუხე: "დიახ, ო ალლაჰის მოციქულო". მან თავისი ენა თითებით დაიჭირა და თქვა: «აი, ეს დაიცავი». მე ვკითხე: "ო, ალლაჰის შუამავალო, ნუთუ იმ სიტყვებზე, რასაც ვამბობთ, პასუხს ვაგებთ?" მან თქვა: «დედაშენმა დაგკარგოს შენ ო მუ'აზ! ნუთუ ადამიანებს თავით ან ცხვირით ჯოჯოხეთში ჩაყრიან სხვა რამის გამო, გარდა იმისა რაც მათმა ენამ დათესა?»
სანდო ყველა გადმოცემით გადმოსცა ალ-თირმიზიმ, იბნ მააჯამ და აჰმადმა
«იუდეველები— ისინი არიან, ვისზეც ალლაჰის რისხვა მოვიდა, ხოლო ქრისტიანები — გზიდან აცდენილნი არიან».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ