Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

20 of 841 cards

Clear filters
ოთხი თვისებაა, რომელიმე ადამიანში თუ იქნება მუნააფიყად ჩაითვლება; თუ მხოლოდ ერთი თვისებაა, მასში იქნება მუნააფიყობის ერთი თვისება, სანამ მას არ დატოვებს: როცა ის ლაპარაკობს იტყუება, როცა ჰპირდება არღვევს, როცა დავობს უსამართლოდ იქცევა, ხოლო როცა შეთანხმებას დებს ღალატობს.
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ და მუსლიმმა.
" ეშმაკი მოდის ერთ-ერთ თქვენგანთან და ეუბნება: ვინ შექმნა ეს? ვინ შექმნა ის? ბოლოს კი იტყვის: ვინ შექმნა შენი უფალი? როცა ის ამ კითხვამდე მიაღწევს, დაე, ითხოვოს ალლაჰისგან თავშესაფარი(თქვას: ა'უზუბილლაჰი მინა შშაიტანი რრაჯიიმ) და შეწყვიტოს მასზე ფიქრი".
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«უთხრა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მუაზ იბნ ჯაბალს, როცა იემენში გააგზავნა: «შენ მიხვალ ხალხთან, რომლებიც წიგნის ხალხია. როცა მათთან მიხვალ, მოუწოდე მათ, რომ დაამოწმონ: არ არსებობს ღმერთი, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის მოციქულია. თუ ისინი დაგემორჩილდებიან ამაში, აცნობე მათ, რომ ალლაჰმა სავალდებულო გახადა მათთვის დღეში ხუთჯერ ლოცვა. თუ ისინი დაგემორჩილდებიან ამაში აცნობე მათ, რომ ალლაჰმა დააკისრა მათ ზაქათი, რომელიც მდიდრებიდან უნდა იყოს აღებული და ღარიბებისთვის გადაცემული. თუ ისინი დაგემორჩილდებიან ამაში, ფრთხილად იყავი, რომ არ წაართვა მათ საუკეთესო ქონება და ერიდე დაჩაგრულის წყევლას, რადგან მის ვედრებასა და ალლაჰს შორის ბარიერი არ არსებობს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ისლამი დაფუძნებულ იქნა ხუთ საფუძველზე: დამოწმება იმისა, რომ არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა და რომ მუჰამმადი ალლაჰის მსახური და შუამავალია, ხუთჯერადი ლოცვა, ზაქათის გადახდა, ჰაჯობის შესრულება ქააბაში და მარხვა რამადანის თვეში».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
"ვკითხე: ო, ალლაჰის შუამავალო, მე რაღაც საქმეებს ვაკეთებდი ჯაჰილიაში (ისალმამდე პერიოდში), როგორიცაა საქველმოქმედო შემოწირულობები, მონების გათავისუფლება და ნათესავებთან ურთიერთობის შენარჩუნება. მაქვს ამ საქმეებისგან რაიმე მადლი?" ალლაჰის მოციქულმა ალლაჰის (ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: «შენ ისლამი მიიღე იმ კეთილ საქმეებთან ერთად, რაც ადრე გაგიკეთებია».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«კაცმა არ უნდა დასწამოს სხვა კაცს ცოდვილობა და არც ურწმუნოება, რადგან თუ მისი თანამოსაუბრე ასეთი არ არის, მაშინ ეს მას დაუბრუნდება».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჭეშმარიტი ორპირია ის, ვისაც აქვს ოთხი თვისება, ხოლო ვისაც მათგან რომელიმე თვისება ახასიათებს, მასში იქნება ორპირობის ნიშანი, სანამ ამ თვისებას არ მოიშორებს. ის იტყუება როცა ლაპარაკობს, ღალატობს, როცა ხელშეკრულებას დებს, არღვევს პირობას, როცა ჰპირდება, და უმართლობას სჩადის, როცა ვინმესთან დავობს».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
"ალლაჰის ჭეშმარიტმა და სანდო მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: „ჭეშმარიტად, თითოეული თქვენგანი თავის დედის მუცელში ფორმირდება ორმოცი დღე და ღამე, შემდეგ ამავე ხნის განმავლობაში რჩება შედედებული სისხლის სახით, შემდეგ ამავე ხნის განმავლობაში რჩება ხორცის პატარა ნაჭრის (მუდღის) სახით. შემდეგ მისკენ იგზავნება ანგელოზი, რომელსაც ეძლევა ბრძანება ჩაწეროს ოთხი რამ: მისი განგება, სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი საქმენი და იქნება თუ არა ის ბედნიერი ან უბედური, შემდეგ ჩაბერავს მასში სულს. ნამდვილად, თითოეული თქვენგანი შეიძლება აკეთებდეს სამოთხის ბინადართა საქმეებს, სანამ არ დარჩება სამოთხემდე მხოლოდ ერთი იდაყვის მანძილი, შემდეგ კი შესრულდება ის, რაც მასზე იყო დაწერილი, და ის დაიწყებს ჯოჯოხეთის ბინადართა საქმეების შესრულებას და შევა ჯოჯოხეთში. ასევე, ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება აკეთებდეს ჯოჯოხეთის ბინადართა საქმეებს, სანამ არ დარჩება ჯოჯოხეთამდე მხოლოდ ერთი იდაყვის მანძილი, შემდეგ კი შესრულდება ის, რაც მასზე იყო დაწერილი, და ის დაიწყებს სამოთხის ბინადართა საქმეების შესრულებას და შევა სამოთხეში».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული