Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

20 of 841 cards

Clear filters
«სამსჯავროს დღეს ადამიანი ვერ გადაადგამს ნაბიჯს, სანამ მას არ ჰკითხავენ: მის სიცოცხლეზე – როგორ გაატარა იგი, მის ცოდნაზე – როგორ გამოიყენა იგი, მის ქონებაზე – საიდან შეიძინა და სად დახარჯა, მის სხეულზე – თუ რას შეალია იგი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ
«განკითხვის დღეს ადამიანები შეკრებილნი იქნებიან ფეხშიშვლები, შიშვლები და წინდაუცვეთელები» მე ვკითხე: "ო, ალლაჰის შუამავალო, ქალები და კაცები ერთად იქნებიან და ერთმანეთს შეხედავენ?" ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიპასუხა: «ო აიშა, იმ დღეს საკითხი იმდენად მძიმე იქნება, რომ არავის ექნება ერთმანეთისკენ ყურების დრო».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვინც იტყვის როცა გაიგონებს აზანს: "ო ალლაჰ , ამ სრულყოფილი მოწოდებისა და აღსრულებული ლოცვის მეუფევ! მიანიჭე მუჰამმადს ვასილა და ფადილა, და მიანიჭე მას ქებული ადგილი, რომელიც მას აღუთქვი". მას ექნება განკითხვის დღეს ჩემი შუამდგომლობა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«იცით, ვინ არის ნამდვილი გაკოტრებული?» მათ თქვეს: ჩვენში გაკოტრებული ისაა, ვისაც არც დირჰამი აქვს და არც ქონება. მაშინ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განაცხადა: «ნამდვილი გაკოტრებული ჩემი თემიდან არის ის, ვინც აღდგომის დღეს მოვა ლოცვით, მარხვითა და ზაქათით, მაგრამ მან ცუდი სიტყვებით აწყენინა სხვას, ცილი დასწამა, სხვისი ქონება მიითვისა, ვიღაცის სისხლი დაღვარა და დაარტყა ამას, ასეთ დროს, მისი კეთილი საქმეები მიეცემა მათ, ვისაც ზიანი მიაყენა, თუ მისი კეთილი საქმეები ამოიწურება, სანამ ვალდებულებებს სრულად გადაიხდის, სხვათა ცოდვები გადაეცემა მას, შემდეგ კი ცეცხლში იქნება მოსროლილი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა