عربي - Arabic English Qafár af - Afar Afrikaans - Afrikanns Akan Shqip - Albanian አማርኛ - Amharic Հայերեն - Armenian অসমীয়া - Assamese Azərbaycanca - Azerbaijani Bamanankan - Bambara Bassa Bemba বাংলা - Bengali Bosanski - Bosnian Български - Bulgarian မြန်မာဘာသာ - Burmese Bisaya - Cebuano Cham Нохчий - Chechen chiCheŵa - Chewa 中文 - Chinese Адыгэбзэ - Circassian Hrvatski - Croatian Česky - Czech Dagbani Dansk - Danish فارسی دری - Dari Dendi ދިވެހި ބަސް - Dhivehi Nederlands - Dutch إستوني - Estonian Suomi - Finnish Français - French Fulfulde - Fula ქართული - Georgian Deutsch - German Ελληνικά - Greek ગુજરાતી - Gujrati Kreyòl ayisyen - Haitian Creole Hausa हिन्दी - Hindi Magyar - Hungarian Igbo Indonesia - Indonesian Italiano - Italian 日本語 - Japanese Jóola - Jola ಕನ್ನಡ - Kannada Қазақша - Kazakh ភាសាខ្មែរ - Khmer Kikuyu Ikinyarwanda - Kinyarwanda Ikirundi - Kirundi 한국어 - Korean كوردی سۆرانی - kurdish كوردي kurmancî - Kurmanji Kyrgyz ລາວ - Lao latviešu - Latvian Lingala lietuvių - Lithuanian Luganda Македонски - Macedonian Maguindanaon Malagasy - Malagasy Bahasa Melayu - Malay മലയാളം - Malayalam Mandinka मराठी - Marathi Mõõré - Moore नेपाली - Nepali أنكو - NKo Norwegian ଓଡ଼ିଆ - Odia oromoo - Oromo پښتو - Pashto فارسی - Persian Polski - Polish Portuguese ਪੰਜਾਬੀ - Punjabi Română - Romanian Русский - Russian Српски - Serbian Shona සිංහල - Sinhala Slovenščina - Slovenian Soomaaliga - Somali Soninke Sesotho - Sotho Español - Spanish Kiswahili - Swahili Svenska - Swedish Tagalog Тоҷикӣ - Tajik தமிழ் - Tamil తెలుగు - Telugu ไทย - Thai ትግረኛ - Tigrinya Türkçe - Turkish Ukrainian اردو - Urdu ئۇيغۇرچە - Uyghur Ўзбек - Uzbek Việt Nam - Vietnamese Wolof Yao Yorùbá - Yoruba Zarma زولو - Zulu
841 Hadiths
Encyclopedia of Prophetic Hadiths
Categories
Grading
Narrated in
Narrator
Show all narrators (13)
«მე ვიქნები ყველა ადამიანის ბატონი სასჯელის დღეს. იცით, რატომ? ალლაჰი შეკრებს ადამიანებს – როგორც პირვანდელ, ისე ბოლო თაობებს – ერთ დიდ ვაკეზე, ისე, რომ ყველას ექნება საშუალება მოისმინოს მქადაგებლის ხმა და დაინახოს ერთმანეთი. მზე მათ ძალიან მიუახლოვდება და ისინი ისეთი დიდი მწუხარებით, დარდითა და შიშით იქნებიან მოცული, რომ მათი მდგომარეობა აუტანელი გახდება. მაშინ ადამიანები ერთმანეთს ეტყვიან: "ნუთუ ვერ ხედავთ, რა დაგვემართა? ხომ არ ვიპოვოთ ვინმე, ვინც ჩვენთვის შუამდგომლობას გასწევს ჩვენი უფლის წინაშე?" ერთნი მეორეთ ეტყვიან: "წადით ადამთან!" ადამთან (მშვიდობა მას) მივლენ და ეტყვიან: "შენ ხარ კაცობრიობის მამა! ალლაჰმა შენ თავისი ხელით შეგქმნა და შენში თავისი სული ჩაჰბერა, თავისი ბრძანებით ანგელოზები დაგიხარა და სამოთხეში დაგასახლა. შუამდგომლობა გაგვიწიე შენს უფალთან! ნუთუ ვერ ხედავ, რა დაგვემართა?" თუმცა ადამი (მშვიდობა მას) იტყვის: "ჭეშმარიტად, დღეს ჩემი უფალი ისე განრისხდა, როგორც არასდროს განრისხებულა და აღარ განრისხდება. და ჭეშმარიტად, მან ამიკრძალა ერთი ხის ნაყოფის ჭამა, მაგრამ მე მისი ბრძანება დავარღვიე! ვაი, ჩემო თავო! ვაი ჩემო თავო !ვაი ჩემო თავო!წადით სხვასთან, წადით ნუჰთან!" ისინი მივლენ ნუჰთან (მშვიდობა მას) და ეტყვიან: "ო, ნუჰ, შენ ხარ პირველი მოციქული, რომელიც ალლაჰმა მიწის მოსახლეობასთან გაგზავნა. ალლაჰმა შენ მადლიერი მსახური დაგიძახა. შუამდგომლობა გაგვიწიე შენს უფალთან! ნუთუ ვერ ხედავ, რა დაგვემართა?" მაგრამ ნუჰი (მშვიდობა მას) უპასუხებს: "ჩემი უზენაესი და დიადი უფალი დღეს ისე განრისხდა, როგორც არასდროს განრისხებულა და აღარ განრისხდება. მე მქონდა შესაძლებლობა, ერთი ლოცვა აღმევლო ალლაჰისადმი და ის დავხარჯე ჩემი ხალხის განადგურებაზე! ვაი, ჩემო თავო!ვაი ჩემო თავო! წადით სხვასთან, წადით იბრაჰიმთან!" ისინი მივლენ იბრაჰიმთან (მშვიდობა მას) და ეტყვიან: "ო, იბრაჰიმ, შენ ხარ ალლაჰის წინასწარმეტყველი და მისი ხალილი (შეყვარებული/ მეგობარი), რომელიც მან დედამიწის მცხოვრებთაგან ამოარჩია. შუამდგომლობა გაგვიწიე შენს უფალთან! ნუთუ ვერ ხედავ, რა დაგვემართა?" მაგრამ იბრაჰიმი (მშვიდობა მას) იტყვის: "ჩემი უფალი დღეს ისე განრისხდა, როგორც არასდროს განრისხებულა და აღარ განრისხდება. რაც შემეხება მე, სამჯერ ვთქვი ტყუილი! ვაი, ჩემო თავო! ვაი ჩემო თავო!ვაი ჩემო თავო! წადით სხვასთან, წადით მუსასთან!“ ისინი მივლენ მუსასთან (მშვიდობა მას) და ეტყვიან: "ო, მუსა, შენ ხარ ალლაჰის მოციქული, რომელსაც ალლაჰმა მისცა უპირატესობა ხალხზე, რადგან მან თავისი გზავნილი მოგანდო და შენთან უშუალოდ ისაუბრა. შუამდგომლობა გაგვიწიე შენს უფალთან! ნუთუ ვერ ხედავ, რა დაგვემართა?" მაგრამ მუსა (მშვიდობა მას) იტყვის:
"ჩემი უზენაესი და დიადი უფალი დღეს ისე განრისხდა, როგორც არასდროს განრისხებულა და აღარ განრისხდება. მე ადამიანი მოვკალი, რომლის მოკვლა არ მიბრძანებია! ვაი ჩემო თავო! ვაი ჩემო თავო! ვაი ჩემო თავო!წადით სხვასთან, წადით ‘ისასთან(იესო)!" ისინი მივლენ ‘ისასთან (მშვიდობა მას) და ეტყვიან: "ო, ‘ისა, შენ ხარ ალლაჰის მოციქული, მისი სიტყვა, რომელიც მან მარიამს ჩაუნერგა, და სული, რომელიც მისგანაა. შუამდგომლობა გაგვიწიე!" მაგრამ ‘ისა (მშვიდობა მას) იტყვის: "ჩემი უფალი დღეს ისე განრისხდა, როგორც არასდროს განრისხებულა და აღარ განრისხდება!"
თუმცა ის არ ახსენებს საკუთარ ცოდვებს და იტყვის: "ვაი, ჩემო თავო! ვაი, ჩემო თავო! ვაი ჩემო თავო! წადით სხვასთან, წადით მუჰამმადთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)!" შემდეგ ისინი მოვლენ ჩემთან და იტყვიან:
"ო, მუჰამმად, შენ ხარ ალლაჰის მოციქული და წინასწარმეტყველთა ბეჭედი! ალლაჰმა გაპატია შენი ადრინდელი და უკანასკნელი ჩადენილი (შეცდომები). შუამდგომლობა გაგვიწიე შენს უფალთან! ნუთუ ვერ ხედავ, რა დაგვემართა?" მაშინ მე მივალ ალლაჰის ტახტის წინაშე, დავიჩოქებ საჯდაში და მას ვადიდებ სიტყვებით, რომლებიც მან აქამდე არავის ასწავლა. შემდეგ იქნება თქმული: "ო, მუჰამმად, ასწიე თავი! ითხოვე და მოგეცემა, შუამდგომლობა გაუწიე და შენი შუამდგომლობა მიღებული იქნება!" მაშინ ვიტყვი: "ჩემი უმმათი, ო, უფალო! ჩემი უმმა, ო, უფალო! ჩემი უმმა, ო, უფალო!" მაშინ ალლაჰი იტყვის: "ო, მუჰამმად, შეიყვანე შენი უმმათიდან ისინი, ვისაც არ ექნება ანგარიში, სამოთხის მარჯვენა კარიდან, მაგრამ მათ შეუძლიათ შევიდნენ სხვა კარებიდანაც სხვებთან ერთად". შემდეგ მან თქვა: "ფიცს ვდებ იმაზე, ვისი ხელშიც არის ჩემი სული, სამოთხის თითოეულ კარს შორის მანძილი ისეთივეა, როგორც მექქასა და იემენის ჰიმიარს, ან მექასა და ბუსრას შორის!"»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვინც თავის ძმას უსამართლოდ მოექცა, იქნება ეს მისი ღირსების შელახვა თუ რაიმე სხვა, დღესვე უნდა სთხოვოს პატიება, სანამ დინარი და დირჰამი აღარ იარსებებს, თუ მას აქვს კეთილი საქმეები, მისგან მისი უსამართლობის შესაბამისად წაიღებენ. ხოლო თუ მას არ ექნება კეთილი საქმეები, მისი ძმის ცოდვებიდან აიღებენ და მას დააკისრებენ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«ჩვენ ვართ უკანასკნელი ხალხებიდან (უმმათებიდან), და პირველები, ვისაც ანგარიში გაეწევა. იტყვიან: ‘სად არის წერა-კითხვის უცოდინარი ხალხი და მათი მოციქული?’ — და ჩვენ ვიქნებით უკანასკნელნი (ამქვეყნად), მაგრამ პირველნი (სასჯელის დღეზე)».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა იბნ მააჯამ
«გინდათ გიამბოთ სამოთხის მაცხოვრებლებზე? ეს არის ყოველი უმწეო და დაუძლურებული ადამიანი, რომელსაც ადამიანები სუსტად თვლიან, მაგრამ თუ ის ალლაჰს ფიცით შეჰღაღადებს, ალლაჰი უთუოდ აღასრულებს მის ფიცს. და გნებავთ, გითხრათ ჯოჯოხეთის ბინადრების შესახებ? ეს არის ყოველი ხისტი გულით, მტრულად განწყობილი და ამპარტავანი ადამიანი».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«აღდგომის დღეს მზე მოუახლოვდება ქმნილებებს იმდენად, რომ მათგან მხოლოდ მილის მანძილზე იქნება», სულაიმ იბნ 'აამირმა თქვა: ვფიცავ ალლაჰს, არ ვიცი, „მილი“ მანძილს გულისხმობს თუ იმ პატარა ჯოხს, რომლითაც თვალს ღებავენ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «იმ დღეს ადამიანები თავიანთი საქმეების შესაბამისად ოფლში იქნებიან ჩაფლულნი. ზოგი მხოლოდ კოჭებამდე იქნება, ზოგი მუხლებამდე, ზოგი წელამდე, ხოლო ზოგი ისე ჩაეფლობა ოფლში, თითქოს პირი მთლიანად აევსობა», ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხელით ანიშნა მისი პირისკენ.
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«თქვენგან ყველაზე დაბალი ადგილი სამოთხეში ის არის, როცა ალლაჰი ეტყვის მას: ‘ისურვე!’ და ისიც ისურვებს, შემდეგ ალლაჰი ჰკითხავს მას: ‘ნუთუ ყველაფერი ისურვე?’ და ის უპასუხებს: 'დიახ', მაშინ ალლაჰი ეტყვის მას: შენ გაქვს ყველაფერი, რაც ისურვე, და ამდენივე კიდევ დამატებით»
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ერთხელ, როცა სავსე მთვარეობის ღამეს ჩვენ ვიყავით მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), მან შეხედა მთვარეს და თქვა: «ჭეშმარიტად, თქვენ იხილავთ თქვენს უფალს [ისე ნათლად], როგორც ხედავთ ამ მთვარეს, და არ დაგზარავთ მისი ხილვა! თუ შეგიძლიათ, უზრუნველყოთ, რომ არაფერი შეგიშლით ლოცვების აღსრულებაში მზის ამოსვლამდე და მისი ჩასვლის წინ, მაშინ ეს ლოცვები აღასრულეთ». ამის შემდეგ მან წაიკითხა აიათი: {და ადიდე შენი უფლის დიდება მზის ამოსვლამდე და მის ჩასვლამდე}».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვინც ფლობს ოქროს ან ვერცხლს და არ გასცემს მათგან დაწესებულს, განკითხვის დღეს მათგან დამზადდება ცეცხლოვანი ფირფიტები, რომლებსაც ჯოჯოხეთის ცეცხლში გააცხელებენ. შემდეგ ამ ფირფიტებით დაუწვავენ მის გვერდებს, შუბლსა და ზურგს. როდესაც ისინი გაცივდებიან, პროცესი განმეორდება. ეს გაგრძელდება იმ დღის განმავლობაში, რომლის ხანგრძლივობაც ორმოცდაათი ათასი წელია, სანამ არ დასრულდება სასჯელი მონებზე და არ მიუთითებენ მას გზას ან სამოთხისკენ, ან ჯოჯოხეთისკენ».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული