Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

20 of 841 cards

Clear filters
"ჭეშმარიტად, მე დავდგები ჩემი წყლის აუზთან, რომ ვნახო, ვინ მიუახლოვდება მას. ჩემს წინიდან გარკვეულ ადამიანებს წაიყვანენ, და მე ვიტყვი: 'ოჰ, ღმერთო ჩემო, ისინი ჩემგან არიან და ჩემი უმმეთიდან" მეტყვიან: იცი, რა ჩაიდინეს მათ შენს შემდეგ? ვფიცავ ალლაჰს, ისინი არ წყვეტდნენ უკან დაბრუნებას(რელიგიიდან გასვლა)".
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ო, ბილალ, მომიყევი საუკეთესო საქმეზე, რომელიც გააკეთე ისლამში, ჭეშმარიტად, მე გავიგონე შენი ფეხსაცმლის ხმა ჩემს წინ სამოთხეში», ბილალმა თქვა: მე არ გამიკეთებია ისეთი მნიშვნელოვანი საქმე, გარდა იმისა, როცა ავიღებ მცირე განბანვას დღისით თუ ღამით ნებისმიერ დროს, მე იმ განბანვით ვლოცულობ იმდენს, რამდენიც დაწერიალია ჩემზე, რომ ვილოცო».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«სამოთხეში არის ასი საფეხური, და თითოეულ ორ საფეხურს შორის მანძილი ისეთივეა, როგორიც ცასა და მიწას შორის, ფირდაუსი არის მათგან ყველაზე მაღალი საფეხური, და სწორედ იქიდან გადმოდინდება სამოთხის ოთხი მდინარე, მის ზემოთ კი ალლაჰის ტახტია, ამიტომ, როდესაც ალლაჰს სთხოვთ რამეს, სთხოვეთ მას ფირდაუსი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ
«აღდგომის დღეს, ადამიანებს შორის პირველ რიგში გასამართლდება საქმეები, რომლებიც დაკავშირებული იყო სისხლისღვრასთან».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჭეშმარიტად, ალლაჰი არ ჩაგრავს მორწმუნეს კეთილ საქმეში: მას ჯილდოს აძლევს ამქვეყნად და ჯილდოს მისცემს იმქვეყნადაც. რაც შეეხება ურწმუნოს, ის ამქვეყნად იღებს კეთილი საქმეების სარგებელს, რომელიც ალლაჰისთვის გააკეთა, მაგრამ როდესაც იმქვეყნად გადავა, მისთვის არ დარჩება არანაირი კეთილი საქმე, რომლითაც დაჯილდოვდება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ვინც გადაუვადებს ვალს გაჭირვებულს ან საერთოდ აპატიებს მას (ვალს ან მის ნაწილს), ალლაჰი დაფარავს მას თავისი ტახტის ჩრდილში აღდგომის დღეს, იმ დღეს, როდესაც სხვა ჩრდილი არ იქნება, გარდა მისი ჩრდილისა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«აღდგომის დღეს ყველაზე გრძელი კისრები ადამიანებს შორის მუეზინებს ექნებათ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«პირველი ჯგუფი, რომელიც სამოთხეში შევა, სავსე მთვარის მსგავსი იქნება. შემდეგი ჯგუფი კი იქნება ცაში ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის მსგავსად ნათელი, ისინი არ შარდავენ, არ გადიან განავალზე, არ აფურთხებენ და არც ცხვირს იხოცავენ, მათი სავარცხლები ოქროსგან იქნება, მათი ოფლი მუსკუსივით სურნელოვანი, ხოლო მათი საკმეველი ალოეს ხის ნატურალური არომატი იქნება, მათი მეუღლეები ჰურ ალ-'აინი (ლამაზი და უბილწო სამოთხის ქალწულები) იქნებიან. ყველა ერთნაირი ქმნილება იქნება, მათი აღნაგობა მათი მამა ადამის (ალლაჰის მშვიდობა მას) მსგავსია – სამოცი იდაყვის სიმაღლე ცაში».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული