Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

14 of 841 cards

Clear filters
«აღდგომის დღეს მზე მოუახლოვდება ქმნილებებს იმდენად, რომ მათგან მხოლოდ მილის მანძილზე იქნება», სულაიმ იბნ 'აამირმა თქვა: ვფიცავ ალლაჰს, არ ვიცი, „მილი“ მანძილს გულისხმობს თუ იმ პატარა ჯოხს, რომლითაც თვალს ღებავენ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «იმ დღეს ადამიანები თავიანთი საქმეების შესაბამისად ოფლში იქნებიან ჩაფლულნი. ზოგი მხოლოდ კოჭებამდე იქნება, ზოგი მუხლებამდე, ზოგი წელამდე, ხოლო ზოგი ისე ჩაეფლობა ოფლში, თითქოს პირი მთლიანად აევსობა», ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხელით ანიშნა მისი პირისკენ.
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«თქვენგან ყველაზე დაბალი ადგილი სამოთხეში ის არის, როცა ალლაჰი ეტყვის მას: ‘ისურვე!’ და ისიც ისურვებს, შემდეგ ალლაჰი ჰკითხავს მას: ‘ნუთუ ყველაფერი ისურვე?’ და ის უპასუხებს: 'დიახ', მაშინ ალლაჰი ეტყვის მას: შენ გაქვს ყველაფერი, რაც ისურვე, და ამდენივე კიდევ დამატებით»
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ერთხელ, როცა სავსე მთვარეობის ღამეს ჩვენ ვიყავით მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას), მან შეხედა მთვარეს და თქვა: «ჭეშმარიტად, თქვენ იხილავთ თქვენს უფალს [ისე ნათლად], როგორც ხედავთ ამ მთვარეს, და არ დაგზარავთ მისი ხილვა! თუ შეგიძლიათ, უზრუნველყოთ, რომ არაფერი შეგიშლით ლოცვების აღსრულებაში მზის ამოსვლამდე და მისი ჩასვლის წინ, მაშინ ეს ლოცვები აღასრულეთ». ამის შემდეგ მან წაიკითხა აიათი: {და ადიდე შენი უფლის დიდება მზის ამოსვლამდე და მის ჩასვლამდე}».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვინც ფლობს ოქროს ან ვერცხლს და არ გასცემს მათგან დაწესებულს, განკითხვის დღეს მათგან დამზადდება ცეცხლოვანი ფირფიტები, რომლებსაც ჯოჯოხეთის ცეცხლში გააცხელებენ. შემდეგ ამ ფირფიტებით დაუწვავენ მის გვერდებს, შუბლსა და ზურგს. როდესაც ისინი გაცივდებიან, პროცესი განმეორდება. ეს გაგრძელდება იმ დღის განმავლობაში, რომლის ხანგრძლივობაც ორმოცდაათი ათასი წელია, სანამ არ დასრულდება სასჯელი მონებზე და არ მიუთითებენ მას გზას ან სამოთხისკენ, ან ჯოჯოხეთისკენ».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«განკითხვის დღეს ადამიანები შეკრებილნი იქნებიან ფეხშიშვლები, შიშვლები და წინდაუცვეთელები» მე ვკითხე: "ო, ალლაჰის შუამავალო, ქალები და კაცები ერთად იქნებიან და ერთმანეთს შეხედავენ?" ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიპასუხა: «ო აიშა, იმ დღეს საკითხი იმდენად მძიმე იქნება, რომ არავის ექნება ერთმანეთისკენ ყურების დრო».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«იცით, ვინ არის ნამდვილი გაკოტრებული?» მათ თქვეს: ჩვენში გაკოტრებული ისაა, ვისაც არც დირჰამი აქვს და არც ქონება. მაშინ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განაცხადა: «ნამდვილი გაკოტრებული ჩემი თემიდან არის ის, ვინც აღდგომის დღეს მოვა ლოცვით, მარხვითა და ზაქათით, მაგრამ მან ცუდი სიტყვებით აწყენინა სხვას, ცილი დასწამა, სხვისი ქონება მიითვისა, ვიღაცის სისხლი დაღვარა და დაარტყა ამას, ასეთ დროს, მისი კეთილი საქმეები მიეცემა მათ, ვისაც ზიანი მიაყენა, თუ მისი კეთილი საქმეები ამოიწურება, სანამ ვალდებულებებს სრულად გადაიხდის, სხვათა ცოდვები გადაეცემა მას, შემდეგ კი ცეცხლში იქნება მოსროლილი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა