Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

7 of 841 cards

Clear filters
ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) როდესაც მათ რამეს უბრძანებდა, უბრძანებდა იმ საქმეებს რომელიც მათ შეეძლოთ, და ამბობდნენ: ჩვენ შენი მსგავსი არ ვართ, ო, ალლაჰის შუამავალო, ჭეშმარიტად, ალლაჰმა მოგიტევა შენ წარსულში ჩადენილი ცოდვები და მომავალში არსებული, შუამავალი ბრაზდებოდა ისე, რომ შემდეგ სიბრაზე ემჩნეოდა სახეზე, და ამბობდა: «ჭეშმარიტად, თქვენს შორის ყველაზე ღვთისმოშიში და ყველაზე მეტად ალლაჰის მცოდნე მე ვარ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«ჩემი უმმეთიდან ყველა შევა სამოთხეში, გარდა იმისა, ვინც უარყოს", შეეკითხეს: ო, ალლაჰის შუამავალო, და ვინ უარყოფს? თქვა: «ვინც დამემორჩილა შევა სამოთხეში, ხოლო ვინც იურჩებს, მან უარყო».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
ალლაჰის შუამავალზე (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) გამოცხადება დაიწყო მაშინ, როცა ის იყო ორმოცი წლის. მან მექაში დაჰყო ცამეტი წელი, შემდეგ კი მიიღო ბრძანება ჰიჯრაზე (მექქადან გადასახლებაზე), და ის გადასახლდა მედინაში. მედინაში დარჩა ათი წლის განმავლობაში, შემდეგ კი გარდაიცვალა (ალლაჰმა დალოცოს და მიესალმოს მას).
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«მე მომეცა ხუთი რამ, რაც არავის არ მიეცა ჩემამდე: მომეცა გამარჯვება მტრების გულებში შიშის დანერგით ერთი თვის სავალ მანძილზე, ჩემთვის დედამიწა იქცა მეჩეთად და განწმენდის საშუალებად, ჩემი თემის რომელიმე კაციც მიუსწრებს ლოცვას დაე ილოცოს, ჩემთვის ნებადართული გახდა ნადავლის აღება, რაც არავისთვის ყოფილა ნებადართული ჩემს წინ, მომეცა შუამდგომლობა, შუამავლები იგზავნებოდნენ კონკრეტულად თავიანთი ხალხისთვის, მე კი წარმოვიგზავნე მთლიანი კაცობრიობისთვის».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვფიცავ მას, ვის ხელშიც არის ჩემი სული, ძალიან მალე ჩამოვა თქვენ შორის ძე მარიამისა სამართლიან მსაჯულად, ის დაამტვრევს ჯვარს, გაანადგურებს ღორებს და გააუქმებს ჯიზიას (არა-მუსლიმების გადასახადს), რის შემდეგაც სიმდიდრე იქნება ისეთი მრავალი, რომ არავინ აიღებს მას».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«არ არის მოციქულთაგან არცერთი მოციქული, რომ მას სასწაული არ მისცემოდა, რითაც ირწმუნებდა ხალხი, და რაც მომეცა მე (ყველაზე დიდი სასწაული) ეს არის ზეგამოცხადება (ყურანი), რომელიც შთამეგონა ალლაჰისგან, და იმედი მაქვს, რომ აღდგომის დღეს ჩემი მიმდევართა რაოდენობა უფრო მეტი იქნება, ვიდრე რომელიმე მათგანის».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
როდესაც ჩვენ ვიჯექით მოციქულთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად მეჩეთში, ერთი კაცი შემოვიდა აქლემით, გააჩერა ის მეჩეთში და მიაბა მასზე, შემდეგ ჰკითხა მათ: „რომელი ხართ მუჰამედი?“ მოციქული მუჰამედი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ხალხს შორის ხელზე დაყრდნობილი იჯდა, და ჩვენ ვუპასუხეთ: "ეს არის თეთრსახიანი კაცი, რომელიც ხელზე დაყრდნობილი ნახევრად წამოწოლილია". კაცმა უთხრა მას: " შენ ხარ აბდულმუტტალიბის ძე?“. მოციქულმა მუჰამედმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უთხრა: „უკვე გიპასუხე!“. კაცმა უთხრა: "მე დაგისვამ კითხვებს და ცოტა მკაცრად მოვიქცევი, გთხოვ არ განაწყენდე". მან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: "მკითხე, რაც გსურს! კაცმა ჰკითხა: "გეკითხები შენი ღმერთისა და შენს წინამორბედთა ღმერთის სახელით, ღმერთმა გამოგგზავნა ხალხისთვის?“ მან უპასუხა: „ო, ღმერთო, დიახ!" კაცმა თქვა: "გეკითხები ღმერთის სახელით, ღმერთმა გიბრძანა, რომ ვილოცოთ ხუთი დროის ლოცვა დღეღამეში?“ მან უპასუხა: "ო, ღმერთო დიახ!" კაცმა თქვა: "გეკითხები ღმერთის სახელით, ღმერთმა გიბრძანა, რომ ვიმარხოთ ეს თვე წელიწადიდან?“ მან უპასუხა: "ო, ღმერთო, დიახ!“. კაცმა თქვა: "გეკითხები ღმერთის სახელით, ღმერთმა გიბრძანა, რომ ეს (სადაყა) შემოწირულობა ავიღოთ ჩვენი მდიდრებისგან და განაწილდეს ჩვენს ღარიბებზე?“ მოციქულმა მუჰამედმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) უპასუხა: "ო, ღმერთო, დიახ!" კაცმა თქვა: "მე ვირწმუნე იმის, რითაც მოხვედი, და მე ვარ წარმომადგენელი ჩემი ხალხისგან", და მან დაამატა: „მე ვარ დიმამ იბნ სა'ლაბა, სა'დ ბინ ბაქრის ტომის ძმა".
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული