Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

5 of 841 cards

Clear filters
წაიკითხა ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ეს აიათი: {იგია ის, რომელმაც გარდმოგივლინა შენ წიგნი. მასშია ცხადი აიათები, რომელნიც წიგნის დედააზრს ქმნიან, და სხვები მიმგვანებული. ისინი კი, ვის გულებშიც ეჭვია, მიჰყვებიან იმას, რაც მიმგვანებულია. ცდილობენ გამოიწვიონ არეულობა და განმარტონ აიათები, არავინ იცის მისი (მიმგვანებული - მუთეშაბიჰი აიათების) ახსნა, ალლაჰის გარდა. მტკიცე ცოდნის მქონენი ამბობენ: ჩვენ ვირწმუნეთ ის, ყველაფერი ჩვენი ღმერთისგანაა! შეგონებას მხოლოდ გონიერნი მისდევენ.} [აალ იმრაან: 7] მან თქვა: ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «როცა დაინახავთ ადამიანებს, რომლებიც ყურანში გაურკვეველ საკითხებს მიჰყვებიან, იცოდეთ, რომ ეს ის ხალხია, რომელთა შესახებ ალლაჰმა ისაუბრა. ერიდეთ მათ!»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«დაფარული ცოდნის გასაღები ხუთია, {მხოლოდ ალლაჰის წიაღშია საათის ცოდნა. და ავლენს წვიმას და იცის რა არის საშვილოსნოში. არცერთმა სულიერმა არ იცის, რას მოიხვეჭს ხვალ და არცერთმა სულიერმა არ იცის რომელ მიწაზე მოკვდება. ჭეშმარიტად, ალლაჰი ყოვლისმცოდნე, ყველაფრისმცოდნეა}»
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
ისინი, ვინც მრავალღმერთიანობას ეწეოდნენ, უამრავ ადამიანს კლავდნენ და ბევრ ცოდვას სჩადიოდნენ, ასევე მრუშობას ჩადიოდნენ, მივიდნენ მუჰამმადთან ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას და უთხრეს: «ის, რასაც შენ ამბობ და რისკენაც მოგვიწოდებ კარგია. თუმცა, შეგიძლია გვაუწყო, არის თუ არა ჩვენი ჩადენილი ცოდვებისათვის გამოსასყიდი?» ამის შემდეგ გარდმოვიდა აიათი: {და ისინი, ვინც ალლაჰთან ერთად სხვა ღმერთებს არ მოუხმობენ, და არ კლავენ იმ სიცოცხლეს, რაც ალლაჰმა აკრძალა, თუ არა სამართლიანობის გამო, და არ მრუშობენ}. [ალ-ფურყაან: 68] ასევე გარდმოვიდა აიათი: {უთხარი: ჰეი, ჩემო მსახურნო, რომლებმაც საკუთარ თავებზე გადამეტებული ცოდვები ჩაიდინეთ, ნუ დაკარგავთ ალლაჰის წყალობის იმედს} [აზ-ზუმარ: 53].
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
"არ დადება განკითხვის დღე მანამ, სანამ მზე არ ამოვა დასავლეთიდან. როცა მზე ამოვა და ადამიანები მას დაინახავენ, ყველა ირწმუნებს იმ დროს {არავის რწმენა არ მოიტანს სარგებელს, ვინც მანამდე არ ირწმუნა ან თავის რწმენაში სიკეთე ვერ მოიპოვა} [ალ-ან'აამ: 158] და როდესაც დადგება ეს საათი, ორი ადამიანი, რომლებმაც დააფინეს ნაჭერი, ვერ მოასწრებენ მის გაყიდვას, ვერც ყიდვას და ვერც აკეცვას; და როდესაც დადგება ეს საათი, ადამიანი, რომელიც თავის აქლემს რძეს მოწველის და წაიღებს, ვერ მოასწრებს მის დალევას; და როდესაც დადგება ეს საათი, ადამიანი, რომელიც თიხით ფარავს თავის წყლის რეზერვუარს (იგულისხმება ის, ვინც აძლიერებს ან არემონტებს რეზერვუარის კედლებს, საიდანაც ის აქლემებს ასმევდა წყალს), ვერ მოასწრებს, რომ ააქლემებს დაალევინოს იქიდან; და როდესაც დადგება ეს საათი, ადამიანი, რომელმაც საკვების ნატეხი მიიტანა პირთან, ვერ მოასწრებს მის ჭამას".
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
„აღდგომის დღეს მოიყვანენ სიკვდილს. ის იქნება თეთრი ვერძის სახით. შემდეგ მომხმობი გამოაცხადებს: 'ო, სამოთხის მკვიდრნო, იცნობთ ამას?' ისინი წაიწევენ კისრებს, აწევენ თავებს და მას დაინახავენ, იტყვიან: 'დიახ, ეს არის სიკვდილი'. რადგან ყველას მათგანს მოუხდა მისი ნახვა და მასთან შეხვედრა. შემდეგ მომხმობი გამოაცხადებს: 'ო, ცეცხლის მკვიდრნო, იცნობთ ამას?' ისინი წაიწევენ კისრებს, აწევენ თავებს და მას დაინახავენ, იტყვიან: 'დიახ, ეს არის სიკვდილი'. რადგან ყველა მათგანს მოუხდა მისი ნახვა და მასთან შეხვედრა. შემდეგ გაეცემა ბრძანება, რომ ის დაიკლას და ის დაიკვლება, რის შემდეგაც ეტყვიან: 'ო, სამოთხის მცხოვრებლებო, ახლა იქნება მარადისობა და აღარ იქნება სიკვდილი! ო, ცეცხლის მცხოვრებლებო, ახლა იქნება მარადისობა და აღარ იქნება სიკვდილი!» შემდეგ წაიკითხა აიათი : "და შეაგონე ისინი სინანულის დღით, როცა საქმე გადაწყვეტილი იქნება, მაგრამ ისინი უგულისხმონი არიან და არ სწამთ". [მარიამ: 39] ამქვეყნის მკვიდრნი, ესენი არიან უგულისყურონი { და მათ არ ირწმუნებენ} [მარიან: 39]
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული