Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

12 of 841 cards

Clear filters
როცა მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასრულებდა ფაჯრის (დილის) ლოცვას, რჩებოდა სალოცავ ადგილზე მანამ, სანამ მზე არ ამოდიოდა და არ განათდებოდა სრულად. ასევე გადმოცემულია: ის არ დგებოდა იმ ადგილიდან, სადაც ასრულებდა დილის ლოცვას, სანამ მზე არ ამოდიოდა. როცა მზე ამოდიოდა, მაშინ დგებოდა. ამ დროს საჰაბები ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, იხსენებდნენ ჯაჰილიის (ისლამამდელი დროის) საქმეებს, და იცინოდნენ, ხოლო მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ღიმილით უსმენდა მათ.
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
უმმუ სალამამ შუმავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ახსენა ეკლესია, რომელიც ნახა ჰაბაშას ტერიტორიაზე (ეთიოპია), რომელსაც სახელად მარიაჰ ეწოდებოდა, მან გაიხსენა ის სურათები (ხატები), რაც მასში დაინახა. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ეს ადამიანები არიან ისინი, რომლებიც, როცა მათი რიგებიდან მართალი მონა (ან: მართალი ადამიანი-წმინდანი) გარდაიცვლება, მის საფლავზე ტაძარს აშენებენ და მას მსგავსი გამოსახულებებით ამკობენ. ასეთი ადამიანები არიან ყველაზე უარესნი ალლაჰის წინაშე!».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ლოცვა ჩემს ამ მეჩეთში უკეთესია, ვიდრე ათასი ლოცვა სხვა მეჩეთებში, გარდა აკრძალული მეჩეთისა [მექქაში]».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«შვიდი ადამიანი, რომელთაც ალლაჰი დაჩრდილავს თავისი ჩრდილით იმ დღეს, როცა არ იქნება სხვა ჩრდილი, გარდა მისი ჩრდილისა: სამართლიანი იმამი (მმართველი). ახალგაზრდა, რომელიც ალლაჰის თაყვანისცემაში გაიზარდა, კაცი, რომლის გული მიჯაჭვულია მეჩეთზე, ორი ადამიანი, რომლებმაც ალლაჰისთვის შეიყვარეს ერთმანეთი – შეიკრიბნენ ალლაჰის გულისთვის და დაშორდნენ ალლაჰის გულისთვის, კაცი, რომელსაც მაღალსტატუსიანი და მშვენიერი ქალი შეეცადა შეცდენას, მაგრამ მან უთხრა: "ჭეშმარიტად, მე ალლაჰის მეშინია", კაცი, რომელმაც გაიღო ქველმოქმედება და ისე დამალა, რომ მარცხენა ხელი ვერ გაიგებდა, რას გასცემდა მარჯვენა, კაცი, რომელმაც ალლაჰი გაიხსენა მარტოობაში და ცრემლები ჩამოუგორდა თვალებიდან».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული