Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

10 of 841 cards

Clear filters
«გაასწორეთ თქვენი მწკრივები, რადგან მწკრივის გასწორება ლოცვის სრულყოფილების ნაწილია».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ალლაჰისთვის ყველაზე საყვარელი ადგილები მეჩეთებია, ხოლო ყველაზე უფრო საძულველი ადგილები – ბაზრები».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ერთხელ, ჩვენ ალლაჰის შუამავლთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ერთად მეჩეთში ვიყავით, როცა მოვიდა არაბი ბედუინი და მეჩეთში შარდვა დაიწყო, შუამავლის (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) საჰაბებმა თქვეს: "გაჩერდი, შეწყვიტე!" ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ბრძანა: «არ შეაწყვეტინოთ ხელი, დატოვეთ». მათ ის გააჩერეს, სანამ შარდვა დაასრულა. შემდეგ შუამავალმა ის თავისთან მოიხმო და უთხრა: «ამ მეჩეთებში ასეთი რამეები, როგორიცაა შარდვა და დაბინძურება, არ არის დასაშვები. ისინი მხოლოდ დიდებული და ძლევამოსილი ალლაჰის მოხსენიებისთვის, ლოცვის შესრულებისთვის და ყურანის წაკითხვისთვისაა», შემდეგ მან ერთ კაცს უბრძანა, რომ მოეტანა ვედროთი წყალი, და იმ ადგილას გადაასხა.
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«როდესაც რომელიმე თქვენგანი მეჩეთში შევა, თქვას: "ალლაჰუმმა ფთაჰლიი აბვააბა რაჰმათიქ / ო ალლაჰ, გამიღე შენი წყალობის კარები, ხოლო როცა მეჩეთიდან გამოვა, თქვას: ალლაჰუმმა ინნიი ას'ალუქა მინ ფადლიქ /ო ალლაჰ, შენს სიკეთეს გთხოვ"».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
რომ 'უსმან იბნ აფფანს (ალლაჰი იყოს მისით კმაყოფილი) სურდა მეჩეთის გადაკეთება, მაგრამ ხალხს ეს არ მოეწონა და სურდათ, რომ დარჩენილიყო ისეთი, როგორიც იყო. მან თქვა: "გავიგონე, რომ ალლაჰის შუამავალი (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ამბობდა: «ვინც ალლაჰისთვის მეჩეთს ააშენებს, ალლაჰი მას სამოთხეში მსგავს სახლს აუშენებს"».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«როცა რომელიმე თქვენგანი მეჩეთში შევა, მან უნდა შეასრულოს ორი რაქათის ლოცვა, სანამ დაჯდება».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
როცა მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ასრულებდა ფაჯრის (დილის) ლოცვას, რჩებოდა სალოცავ ადგილზე მანამ, სანამ მზე არ ამოდიოდა და არ განათდებოდა სრულად. ასევე გადმოცემულია: ის არ დგებოდა იმ ადგილიდან, სადაც ასრულებდა დილის ლოცვას, სანამ მზე არ ამოდიოდა. როცა მზე ამოდიოდა, მაშინ დგებოდა. ამ დროს საჰაბები ესაუბრებოდნენ ერთმანეთს, იხსენებდნენ ჯაჰილიის (ისლამამდელი დროის) საქმეებს, და იცინოდნენ, ხოლო მოციქული (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ღიმილით უსმენდა მათ.
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
უმმუ სალამამ შუმავალთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) ახსენა ეკლესია, რომელიც ნახა ჰაბაშას ტერიტორიაზე (ეთიოპია), რომელსაც სახელად მარიაჰ ეწოდებოდა, მან გაიხსენა ის სურათები (ხატები), რაც მასში დაინახა. ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) თქვა: «ეს ადამიანები არიან ისინი, რომლებიც, როცა მათი რიგებიდან მართალი მონა (ან: მართალი ადამიანი-წმინდანი) გარდაიცვლება, მის საფლავზე ტაძარს აშენებენ და მას მსგავსი გამოსახულებებით ამკობენ. ასეთი ადამიანები არიან ყველაზე უარესნი ალლაჰის წინაშე!».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული