Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

53 of 841 cards

Clear filters
"ჩემი აუზის სიგრძე ერთი თვის სავალი გზაა. მისი წყალი უფრო თეთრია ვიდრე რძე, მისი სურნელი კი უკეთესია, ვიდრე მუსკუსი. მისი სასმისები ცის ვარსკვლავების მსგავსია. ვინც მისგან დალევს, არასდროს მოსწყურდება".
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჭეშმარიტად, ეს საქმე (ისლამი) მიაღწევს ყველგან, სადაც მიაღწევს დღე და ღამე და არ დატოვებს არც ერთი სახლის მკვიდრს, იქნება ეს ქვისგან აშენებული (ქალაქში) თუ ბეწვის კარვიდან (უდაბნოში), სადაც ალლაჰი არ შეიყვანს ამ რწმენას, ეს მოხდება ან დიდებული ღირსების მქონეთა მეშვეობით, ან მდაბალი ხალხის მეშვეობით: ღირსება, რომლითაც ალლაჰი ისლამს აღამაღლებს, და დამცირება, რომლითაც ალლაჰი ურწმუნოებს დაამცირებს». თამიმ ად-დარი ამბობდა: "მე ეს ჩემი ოჯახის მაგალითზე დავინახე მათგან, ვინც ისლამი მიიღო, სიკეთე, პატივი და ღირსება ეწია. ხოლო მათგან, ვინც ურწმუნო დარჩა, დამცირებამ, სირცხვილმა და ჯიზიამ მოიცვა".
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აჰმადმა
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მართალმა და სიმართლით დამოწმებულმა გვიამბო:«ჭეშმარიტად, ყოველი თქვენგანი იქმნება დედის მუცელში ორმოცი დღის განმავლობაში (წვეთად), შემდეგ იქცევა შედედებულ სისხლად იგივე დროით, შემდეგ იქცევა ხორცის ნაჭრად იგივე დროით. შემდეგ იგზავნება ანგელოზი მასთან და შეუბერავს მას სულს, და ებრძანება ჩაწეროს ოთხი რამ: მისი საზრდო, მისი დრო (ცხოვრების ხანგრძლივობა), მისი საქმეები და იქნება უბედური თუ ბედნიერი. ვფიცავ იმას, რომლის გარდა სხვა ღვთაება არ არსებობს, ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება აკეთებდეს სამოთხის ხალხის საქმეებს, იმდენად, რომ მისსა და სამოთხეს შორის დარჩეს მხოლოდ ერთი მანძილი (ხელის იდაყვის სიგრძე), მაგრამ წინ წაუსწრებს მას წიგნი (ბედისწერა, წინასწარ განსაზღვრული), და ის გააკეთებს ჯოჯოხეთის ხალხის საქმეებს და შევა მასში. და ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება აკეთებდეს ჯოჯოხეთის ხალხის საქმეებს, იმდენად, რომ მისსა და ჯოჯოხეთს შორის დარჩეს მხოლოდ ერთი მანძილი (ხელის იდაყვის სიგრძე), მაგრამ წინ წაუსწრებს მას წიგნი (ბედისწერა, წინასწარ განსაზღვრული), და ის გააკეთებს სამოთხის ხალხის საქმეებს და შევა მასში».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ და მუსლიმმა.
«როდესაც მიცვალებულს ასვენებენ (სამგლოვიარო საკაცეზე) და მამაკაცები მას თავიანთ მხრებზე მიაქანებენ, თუ ის იყო მართალი, იტყვის: "დამაჩქარეთ წინ!" ხოლო თუ ის არ იყო მართალი, იტყვის: "ვაი მე! სად მიმაქანებთ?“ მის ხმას ყველა გაიგონებს, გარდა ადამიანისა, და რომ ადამიანს ეს გაეგონა, უგონოდ დაეცემოდა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«ვინც დაამოწმა რომ, არ არსებობს ღვთაება, გარდა ალლაჰისა ერთადერთისა, რომელსაც არ ჰყავს მას მოზიარე, და რომ მუჰამმადი მისი მსახური და შუამავალია, და რომ 'ისა (იესო) ალლაჰის მსახური, შუამავალი და მისი სიტყვაა, რომელიც ჩაასახა მარიამში და ჩაჰბერა მას სული. სამოთხე შეჭმარიტებაა, ჯოჯოხეთი ჭეშმარიტებაა. ალლაჰი მას სამოთხეში შეიყვანს მისი ნამოქმედარი საქმეების მიუხედავად».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული