Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

53 of 841 cards

Clear filters
«ვინც სურა ალ-ქაჰფის პირველ ათ აიათს დაიზეპირებს, ის ცრუ მესიისგან (დაჯჯალისგან) დაცული იქნება». სხვა გადმოცემის თანახმად კი: «სურა ალ-ქაჰფის ბოლოდან».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«არ დადგება საათი მანამ, სანამ კაცი არ ჩაივლის კაცის საფლავთან და არ იტყვის: "ნეტავ, მე ვიყო მის ადგილას".»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«განკითხვის დღეს მორწმუნე მიუახლოვდება მის უფალს, დიდებულს და უზენაესს, ისე, რომ ის დაფარავს მას თავისი გადასაფარით. შემდეგ მას შეახსენებს მის ცოდვებს და ჰკითხავს: „იცნოობ(შენს ცოდვებს)?“ ის პასუხობს: "ჰო, ჩემო ღმერთო, ვიცნობ". მაშინ უფალი ეტყვის: "მე დავფარე ისინი შენთვის ამ დუნიაში და დღეს კი გპატიობ". შემდეგ მას გადაეცემა მისი კეთილი საქმეების წიგნი. რაც შეეხება ურწმუნოებს და მუნაფიყებს (თვალთმაქცებს), მათზე ხმამაღლა გამოაცხადებენ ყველა ქმნილების წინაშე: "ესენი არიან ისინი, ვინც ცრუობდნენ ალლაჰზე"».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჭეშმარიტად, ალლაჰი არ ჩაგრავს მორწმუნეს კეთილ საქმეში: მას ჯილდოს აძლევს ამქვეყნად და ჯილდოს მისცემს იმქვეყნადაც. რაც შეეხება ურწმუნოს, ის ამქვეყნად იღებს კეთილი საქმეების სარგებელს, რომელიც ალლაჰისთვის გააკეთა, მაგრამ როდესაც იმქვეყნად გადავა, მისთვის არ დარჩება არანაირი კეთილი საქმე, რომლითაც დაჯილდოვდება».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«ვინც გადაუვადებს ვალს გაჭირვებულს ან საერთოდ აპატიებს მას (ვალს ან მის ნაწილს), ალლაჰი დაფარავს მას თავისი ტახტის ჩრდილში აღდგომის დღეს, იმ დღეს, როდესაც სხვა ჩრდილი არ იქნება, გარდა მისი ჩრდილისა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«აღდგომის დღეს ყველაზე გრძელი კისრები ადამიანებს შორის მუეზინებს ექნებათ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«განა შესაძლებელია, რომ კაცს, რომელსაც ჩემს შესახებ ამცნობენ ჰადისს, წამოწოლილი იყოს თავის დივანზე და თქვას: "ჩვენს შორის და თქვენ შორის ალლაჰის წიგნია, რასაც მასში ჰალალად (ნებადართულად) ვპოულობთ, ნებადართულად მივიჩნევთ, ხოლო რასაც მასში ჰარამად (აკრძალულად) ვპოულობთ, აკრძალულად მივიჩნევთ". ჭეშმარიტად ის, რაც მოციქულმა მუჰამმადმა ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას აკრძალა, ისეთივე აკრძალულია, როგორც ალლაჰმა აკრძალა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და იბნ მააჯამ
«თქვენი ცეცხლი მხოლოდ ერთ-ერთია სამოცდაათი ნაწილიდან გეენას ცეცხლისა». უთხრეს მას: "ო, ალლაჰის მოციქულო, ჩვენთვის ჩვენი ცეცხლიც საკმარისი იქნებოდა". მან თქვა: «ის უფრო მეტია კიდევ სამოცდაცხრა ნაწილით, რომელთაგან თითოეული ისეთივე ცხელი და მწვავეა, როგორც ეს ცეცხლი».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული