Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

17 of 841 cards

Clear filters
«როდესაც ალლაჰმა შექმნა სამოთხე და (ჯოჯოხეთის) ცეცხლი, მან გააგზავნა ჯიბრილი (მშვიდობა მას) სამოთხეში და უთხრა: „დაინახე ის და ის, რაც მოვამზადე მისი მკვიდრებისთვის.» ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის მშვიდობა და კურთხევა მას) თქვა: «(ჯიბრილი) მივიდა იქ, დაინახა სამოთხე და ის, რაც ალლაჰმა მოამზადა მისი მკვიდრებისთვის"». ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის მშვიდობა და კურთხევა მას) თქვა: «(შემდეგ ჯიბრილი) დაბრუნდა ალლაჰთან და თქვა: „ვფიცავ შენს სიდიადეს, ვინც კი მოისმენს სამოთხის შესახებ, მასში შევა!“ მაშინ ალლაჰმა ბრძანა, და სამოთხე გარშემორტყმული გახდა იმით, რაც ადამიანურ სულს არ უყვარს, შემდეგ უთხრა (ჯიბრილს): „დაბრუნდი და დაინახე ის, რაც მე მოვამზადე მისი მკვიდრებისთვის"». ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის მშვიდობა და კურთხევა მას) თქვა: «"(ჯიბრილი) დაბრუნდა და დაინახა, რომ სამოთხე გარშემორტყმული იყო იმით, რაც არ უყვარს ადამიანურ სულს, შემდეგ დაბრუნდა ალლაჰთან და თქვა: "ვფიცავ შენს სიდიადეს, ახლა მე მეშინია, რომ მასში არავინ შევა!"» შემდეგ ალლაჰმა უთხრა: "დაბრუნდი და დაინახე (ჯოჯოხეთის) ცეცხლი და ის, რაც მე მოვამზადე მისი მკვიდრებისთვის". როდესაც მივიდა და დაინახა, რომ ცეცხლის ერთი ნაწილი მეორეზე იყო ამხედრებული, შემდეგ დაბრუნდა ალლაჰთან და თქვა: „ვფიცავ შენს სიდიადეს, ვინც კი მოისმენს მის შესახებ, მასში არ შევა!" შემდეგ ალლაჰმა უბრძანა და ცეცხლი გარშემორტყმული გახდა ვნებებით, შემდეგ უთხრა (ჯიბრილს): «დაბრუნდი მასთან» და ის დაბრუნდა მასთან, და შემდეგ როცა უკან მობრუნდა თქვა: „ვფიცავ შენს სიდიადეს, მე მეშინია, რომ არავინ გადაურჩება მას და უთუოდ შევა მასში"».
კარგი (ჰასან) გადმოსცა აბუ დაუდმა, ალ-თირმიზიმ და ალ-ნასაიმ
«ო, ბილალ, მომიყევი საუკეთესო საქმეზე, რომელიც გააკეთე ისლამში, ჭეშმარიტად, მე გავიგონე შენი ფეხსაცმლის ხმა ჩემს წინ სამოთხეში», ბილალმა თქვა: მე არ გამიკეთებია ისეთი მნიშვნელოვანი საქმე, გარდა იმისა, როცა ავიღებ მცირე განბანვას დღისით თუ ღამით ნებისმიერ დროს, მე იმ განბანვით ვლოცულობ იმდენს, რამდენიც დაწერიალია ჩემზე, რომ ვილოცო».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«არ დადგება საათი მანამ, სანამ კაცი არ ჩაივლის კაცის საფლავთან და არ იტყვის: "ნეტავ, მე ვიყო მის ადგილას".»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვინც გადაუვადებს ვალს გაჭირვებულს ან საერთოდ აპატიებს მას (ვალს ან მის ნაწილს), ალლაჰი დაფარავს მას თავისი ტახტის ჩრდილში აღდგომის დღეს, იმ დღეს, როდესაც სხვა ჩრდილი არ იქნება, გარდა მისი ჩრდილისა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-თირმიზიმ და აჰმადმა
«თქვენი ცეცხლი მხოლოდ ერთ-ერთია სამოცდაათი ნაწილიდან გეენას ცეცხლისა». უთხრეს მას: "ო, ალლაჰის მოციქულო, ჩვენთვის ჩვენი ცეცხლიც საკმარისი იქნებოდა". მან თქვა: «ის უფრო მეტია კიდევ სამოცდაცხრა ნაწილით, რომელთაგან თითოეული ისეთივე ცხელი და მწვავეა, როგორც ეს ცეცხლი».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«პირველი ჯგუფი, რომელიც სამოთხეში შევა, სავსე მთვარის მსგავსი იქნება. შემდეგი ჯგუფი კი იქნება ცაში ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის მსგავსად ნათელი, ისინი არ შარდავენ, არ გადიან განავალზე, არ აფურთხებენ და არც ცხვირს იხოცავენ, მათი სავარცხლები ოქროსგან იქნება, მათი ოფლი მუსკუსივით სურნელოვანი, ხოლო მათი საკმეველი ალოეს ხის ნატურალური არომატი იქნება, მათი მეუღლეები ჰურ ალ-'აინი (ლამაზი და უბილწო სამოთხის ქალწულები) იქნებიან. ყველა ერთნაირი ქმნილება იქნება, მათი აღნაგობა მათი მამა ადამის (ალლაჰის მშვიდობა მას) მსგავსია – სამოცი იდაყვის სიმაღლე ცაში».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«მე ვიქნები ყველა ადამიანის ბატონი სასჯელის დღეს. იცით, რატომ? ალლაჰი შეკრებს ადამიანებს – როგორც პირვანდელ, ისე ბოლო თაობებს – ერთ დიდ ვაკეზე, ისე, რომ ყველას ექნება საშუალება მოისმინოს მქადაგებლის ხმა და დაინახოს ერთმანეთი. მზე მათ ძალიან მიუახლოვდება და ისინი ისეთი დიდი მწუხარებით, დარდითა და შიშით იქნებიან მოცული, რომ მათი მდგომარეობა აუტანელი გახდება. მაშინ ადამიანები ერთმანეთს ეტყვიან: "ნუთუ ვერ ხედავთ, რა დაგვემართა? ხომ არ ვიპოვოთ ვინმე, ვინც ჩვენთვის შუამდგომლობას გასწევს ჩვენი უფლის წინაშე?" ერთნი მეორეთ ეტყვიან: "წადით ადამთან!" ადამთან (მშვიდობა მას) მივლენ და ეტყვიან: "შენ ხარ კაცობრიობის მამა! ალლაჰმა შენ თავისი ხელით შეგქმნა და შენში თავისი სული ჩაჰბერა, თავისი ბრძანებით ანგელოზები დაგიხარა და სამოთხეში დაგასახლა. შუამდგომლობა გაგვიწიე შენს უფალთან! ნუთუ ვერ ხედავ, რა დაგვემართა?" თუმცა ადამი (მშვიდობა მას) იტყვის: "ჭეშმარიტად, დღეს ჩემი უფალი ისე განრისხდა, როგორც არასდროს განრისხებულა და აღარ განრისხდება. და ჭეშმარიტად, მან ამიკრძალა ერთი ხის ნაყოფის ჭამა, მაგრამ მე მისი ბრძანება დავარღვიე! ვაი, ჩემო თავო! ვაი ჩემო თავო !ვაი ჩემო თავო!წადით სხვასთან, წადით ნუჰთან!" ისინი მივლენ ნუჰთან (მშვიდობა მას) და ეტყვიან: "ო, ნუჰ, შენ ხარ პირველი მოციქული, რომელიც ალლაჰმა მიწის მოსახლეობასთან გაგზავნა. ალლაჰმა შენ მადლიერი მსახური დაგიძახა. შუამდგომლობა გაგვიწიე შენს უფალთან! ნუთუ ვერ ხედავ, რა დაგვემართა?" მაგრამ ნუჰი (მშვიდობა მას) უპასუხებს: "ჩემი უზენაესი და დიადი უფალი დღეს ისე განრისხდა, როგორც არასდროს განრისხებულა და აღარ განრისხდება. მე მქონდა შესაძლებლობა, ერთი ლოცვა აღმევლო ალლაჰისადმი და ის დავხარჯე ჩემი ხალხის განადგურებაზე! ვაი, ჩემო თავო!ვაი ჩემო თავო! წადით სხვასთან, წადით იბრაჰიმთან!" ისინი მივლენ იბრაჰიმთან (მშვიდობა მას) და ეტყვიან: "ო, იბრაჰიმ, შენ ხარ ალლაჰის წინასწარმეტყველი და მისი ხალილი (შეყვარებული/ მეგობარი), რომელიც მან დედამიწის მცხოვრებთაგან ამოარჩია. შუამდგომლობა გაგვიწიე შენს უფალთან! ნუთუ ვერ ხედავ, რა დაგვემართა?" მაგრამ იბრაჰიმი (მშვიდობა მას) იტყვის: "ჩემი უფალი დღეს ისე განრისხდა, როგორც არასდროს განრისხებულა და აღარ განრისხდება. რაც შემეხება მე, სამჯერ ვთქვი ტყუილი! ვაი, ჩემო თავო! ვაი ჩემო თავო!ვაი ჩემო თავო! წადით სხვასთან, წადით მუსასთან!“ ისინი მივლენ მუსასთან (მშვიდობა მას) და ეტყვიან: "ო, მუსა, შენ ხარ ალლაჰის მოციქული, რომელსაც ალლაჰმა მისცა უპირატესობა ხალხზე, რადგან მან თავისი გზავნილი მოგანდო და შენთან უშუალოდ ისაუბრა. შუამდგომლობა გაგვიწიე შენს უფალთან! ნუთუ ვერ ხედავ, რა დაგვემართა?" მაგრამ მუსა (მშვიდობა მას) იტყვის: "ჩემი უზენაესი და დიადი უფალი დღეს ისე განრისხდა, როგორც არასდროს განრისხებულა და აღარ განრისხდება. მე ადამიანი მოვკალი, რომლის მოკვლა არ მიბრძანებია! ვაი ჩემო თავო! ვაი ჩემო თავო! ვაი ჩემო თავო!წადით სხვასთან, წადით ‘ისასთან(იესო)!" ისინი მივლენ ‘ისასთან (მშვიდობა მას) და ეტყვიან: "ო, ‘ისა, შენ ხარ ალლაჰის მოციქული, მისი სიტყვა, რომელიც მან მარიამს ჩაუნერგა, და სული, რომელიც მისგანაა. შუამდგომლობა გაგვიწიე!" მაგრამ ‘ისა (მშვიდობა მას) იტყვის: "ჩემი უფალი დღეს ისე განრისხდა, როგორც არასდროს განრისხებულა და აღარ განრისხდება!" თუმცა ის არ ახსენებს საკუთარ ცოდვებს და იტყვის: "ვაი, ჩემო თავო! ვაი, ჩემო თავო! ვაი ჩემო თავო! წადით სხვასთან, წადით მუჰამმადთან (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას)!" შემდეგ ისინი მოვლენ ჩემთან და იტყვიან: "ო, მუჰამმად, შენ ხარ ალლაჰის მოციქული და წინასწარმეტყველთა ბეჭედი! ალლაჰმა გაპატია შენი ადრინდელი და უკანასკნელი ჩადენილი (შეცდომები). შუამდგომლობა გაგვიწიე შენს უფალთან! ნუთუ ვერ ხედავ, რა დაგვემართა?" მაშინ მე მივალ ალლაჰის ტახტის წინაშე, დავიჩოქებ საჯდაში და მას ვადიდებ სიტყვებით, რომლებიც მან აქამდე არავის ასწავლა. შემდეგ იქნება თქმული: "ო, მუჰამმად, ასწიე თავი! ითხოვე და მოგეცემა, შუამდგომლობა გაუწიე და შენი შუამდგომლობა მიღებული იქნება!" მაშინ ვიტყვი: "ჩემი უმმათი, ო, უფალო! ჩემი უმმა, ო, უფალო! ჩემი უმმა, ო, უფალო!" მაშინ ალლაჰი იტყვის: "ო, მუჰამმად, შეიყვანე შენი უმმათიდან ისინი, ვისაც არ ექნება ანგარიში, სამოთხის მარჯვენა კარიდან, მაგრამ მათ შეუძლიათ შევიდნენ სხვა კარებიდანაც სხვებთან ერთად". შემდეგ მან თქვა: "ფიცს ვდებ იმაზე, ვისი ხელშიც არის ჩემი სული, სამოთხის თითოეულ კარს შორის მანძილი ისეთივეა, როგორც მექქასა და იემენის ჰიმიარს, ან მექასა და ბუსრას შორის!"»
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვინც თავის ძმას უსამართლოდ მოექცა, იქნება ეს მისი ღირსების შელახვა თუ რაიმე სხვა, დღესვე უნდა სთხოვოს პატიება, სანამ დინარი და დირჰამი აღარ იარსებებს, თუ მას აქვს კეთილი საქმეები, მისგან მისი უსამართლობის შესაბამისად წაიღებენ. ხოლო თუ მას არ ექნება კეთილი საქმეები, მისი ძმის ცოდვებიდან აიღებენ და მას დააკისრებენ».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ