Skip to content
841 Hadiths

Encyclopedia of Prophetic Hadiths

Filter results

50 of 841 cards

Clear filters
ერთხელ მოციქულმა მუჰამმადმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) რაღაც ახსენა და თქვა: "ეს მოხდება მაშინ, როცა ცოდნა გაქრება". მე ვთქვი: "ო, ალლაჰის მოციქულო, როგორ შეიძლება ცოდნა გაქრეს, როცა ჩვენ ვკითხულობთ ყურანს, ვასწავლით ჩვენს შვილებს და ჩვენი შვილები ასწავლიან თავიანთ შვილებს განკითხვის დღემდე?" მან თქვა: "დაგკარგოს შენმა დედამ ო, ზიად! მე შენ გხედავდი ქალაქ მედინას ყველაზე მცოდნე კაცად. განა ეს ებრაელები და ქრისტიანები არ კითხულობენ თორასა და ინჯილს, და არ ასრულებენ არაფერს მისგან, რაც იმ ორივე წიგნშია?!"
სანდო სხვა ჰადისით გადმოსცა იბნ მააჯამ
«როდესაც მუაზინის მოწოდებას მოისმენთ, გაიმეორეთ ის, რასაც ის ამბობს. შემდეგ დამლოცეთ მე, რადგან ვინც ერთხელ დამლოცავს, ალლაჰი მას ათჯერ დალოცავს. შემდეგ ალლაჰს სთხოვეთ ვისიილა ჩემთვის, რადგან ეს არის მდგომარეობა სამოთხეში, რომელიც მხოლოდ ალლაჰის ერთ მონას ეკუთვნის, და მე ვიმედოვნებ, რომ ეს მე ვიქნები. ვინც ალლაჰს ჩემთვის ვასიილას სთხოვს, ის მიიღებს (ჩემს) შუამდგომლობას».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
«განკითხვის დღეს ადამიანები შეკრებილნი იქნებიან ფეხშიშვლები, შიშვლები და წინდაუცვეთელები» მე ვკითხე: "ო, ალლაჰის შუამავალო, ქალები და კაცები ერთად იქნებიან და ერთმანეთს შეხედავენ?" ალლაჰის შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მიპასუხა: «ო აიშა, იმ დღეს საკითხი იმდენად მძიმე იქნება, რომ არავის ექნება ერთმანეთისკენ ყურების დრო».
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ვინც იტყვის როცა გაიგონებს აზანს: "ო ალლაჰ , ამ სრულყოფილი მოწოდებისა და აღსრულებული ლოცვის მეუფევ! მიანიჭე მუჰამმადს ვასილა და ფადილა, და მიანიჭე მას ქებული ადგილი, რომელიც მას აღუთქვი". მას ექნება განკითხვის დღეს ჩემი შუამდგომლობა».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ
«იცით, ვინ არის ნამდვილი გაკოტრებული?» მათ თქვეს: ჩვენში გაკოტრებული ისაა, ვისაც არც დირჰამი აქვს და არც ქონება. მაშინ შუამავალმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) განაცხადა: «ნამდვილი გაკოტრებული ჩემი თემიდან არის ის, ვინც აღდგომის დღეს მოვა ლოცვით, მარხვითა და ზაქათით, მაგრამ მან ცუდი სიტყვებით აწყენინა სხვას, ცილი დასწამა, სხვისი ქონება მიითვისა, ვიღაცის სისხლი დაღვარა და დაარტყა ამას, ასეთ დროს, მისი კეთილი საქმეები მიეცემა მათ, ვისაც ზიანი მიაყენა, თუ მისი კეთილი საქმეები ამოიწურება, სანამ ვალდებულებებს სრულად გადაიხდის, სხვათა ცოდვები გადაეცემა მას, შემდეგ კი ცეცხლში იქნება მოსროლილი».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა მუსლიმმა
"ჩემი აუზის სიგრძე ერთი თვის სავალი გზაა. მისი წყალი უფრო თეთრია ვიდრე რძე, მისი სურნელი კი უკეთესია, ვიდრე მუსკუსი. მისი სასმისები ცის ვარსკვლავების მსგავსია. ვინც მისგან დალევს, არასდროს მოსწყურდება".
სანდო (საჰიჰ) შეთანხმებული
«ჭეშმარიტად, ეს საქმე (ისლამი) მიაღწევს ყველგან, სადაც მიაღწევს დღე და ღამე და არ დატოვებს არც ერთი სახლის მკვიდრს, იქნება ეს ქვისგან აშენებული (ქალაქში) თუ ბეწვის კარვიდან (უდაბნოში), სადაც ალლაჰი არ შეიყვანს ამ რწმენას, ეს მოხდება ან დიდებული ღირსების მქონეთა მეშვეობით, ან მდაბალი ხალხის მეშვეობით: ღირსება, რომლითაც ალლაჰი ისლამს აღამაღლებს, და დამცირება, რომლითაც ალლაჰი ურწმუნოებს დაამცირებს». თამიმ ად-დარი ამბობდა: "მე ეს ჩემი ოჯახის მაგალითზე დავინახე მათგან, ვინც ისლამი მიიღო, სიკეთე, პატივი და ღირსება ეწია. ხოლო მათგან, ვინც ურწმუნო დარჩა, დამცირებამ, სირცხვილმა და ჯიზიამ მოიცვა".
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა აჰმადმა
ალლაჰის მოციქულმა (ალლაჰის ლოცვა და მშვიდობა მას) მართალმა და სიმართლით დამოწმებულმა გვიამბო:«ჭეშმარიტად, ყოველი თქვენგანი იქმნება დედის მუცელში ორმოცი დღის განმავლობაში (წვეთად), შემდეგ იქცევა შედედებულ სისხლად იგივე დროით, შემდეგ იქცევა ხორცის ნაჭრად იგივე დროით. შემდეგ იგზავნება ანგელოზი მასთან და შეუბერავს მას სულს, და ებრძანება ჩაწეროს ოთხი რამ: მისი საზრდო, მისი დრო (ცხოვრების ხანგრძლივობა), მისი საქმეები და იქნება უბედური თუ ბედნიერი. ვფიცავ იმას, რომლის გარდა სხვა ღვთაება არ არსებობს, ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება აკეთებდეს სამოთხის ხალხის საქმეებს, იმდენად, რომ მისსა და სამოთხეს შორის დარჩეს მხოლოდ ერთი მანძილი (ხელის იდაყვის სიგრძე), მაგრამ წინ წაუსწრებს მას წიგნი (ბედისწერა, წინასწარ განსაზღვრული), და ის გააკეთებს ჯოჯოხეთის ხალხის საქმეებს და შევა მასში. და ნებისმიერი თქვენგანი შეიძლება აკეთებდეს ჯოჯოხეთის ხალხის საქმეებს, იმდენად, რომ მისსა და ჯოჯოხეთს შორის დარჩეს მხოლოდ ერთი მანძილი (ხელის იდაყვის სიგრძე), მაგრამ წინ წაუსწრებს მას წიგნი (ბედისწერა, წინასწარ განსაზღვრული), და ის გააკეთებს სამოთხის ხალხის საქმეებს და შევა მასში».
სანდო (საჰიჰ) გადმოსცა ალ-ბუხარიმ და მუსლიმმა.